მე, რომ უნებართვოდ შემიყვარდი,
თავი დავივიწყე სულელმა,
აწი უნებართვოდ გაგიღიმებ,
აწი ვილოთავებ ფურცლებთან. მე, რომ უცნაური მღელვარებით
ლექსად გავაშიშვლე ვნებები,
მაშინ სად იყავი როცა უკვე,
გრძნობამ ჯინში წრიტა ნერვები.
მე, რომ სუნთქვისაგან დავიღალე,
მე, რომ ამ სიცოცხლეს ვაბევრებ,
შენზე შემიხორცდა უკვე სული,
როდის ამომიღებ ნაკერებს.
ერთი ბეწვის ხიდი გავიარე,
ეხლა ისევ გზაა ბილიკის,
უნდა გავახშირო ლაბირინთი,
ღმერთთან ავიტანო ტკივილი.
ვიცი,მაცდი ლოდინს გაზაფხულის,
ვიცი,დამაჩოქებს ნაოჭი,
როცა ცხოვრება გაქვს უმართავი,
ხელი სხვის ცხოვრებას გაუშვი!
მე, რომ უნებართვოდ შემიყვარდი,
თავიც დავივიწყე სულელმა,
აწი ისევ უნდა ვილოთავო,
ასე,ლექსებთან და ფურცლებთან
!