|
|
გადღეგრძელოს ჩემო ძმაო, მოგცეს ადამის დღენია. გაცოცხლოს,ამიერიდან, ფრჩხილიც ნუ წამოგტკენია. უწინ შენ მოგაკვლევინოს, შენზე მოსული მტერია. დაგიფაროს შიშისაგან, შენ სახლში შიმშილისაგან. დაგორებული ქვისაგან, აღელვებული წყლისაგან, ავი კაცის ვალისაგან, კახპა ქალის შარისაგან. გაცოცხლოს და გადღეგრძელოს, სანამ მინდორს წავიდოდე, კურდღლებს თავს მოვუყრიდე, დავბანდე,დავვარცხნიდე, დავაწვენდე,დავპარსავდე, წინდა-პაიჭს დავართავდე, მოვსოვდე და მოგართმევდე, მანამდე ღმერთმა გაცოცხლოს.
|
ნანახია: 474 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი |
|
|
|
|
|
|