ქართულ სუფრაზე სადღეგრძელოს ბახუსი აწვენს,
თასი ასწიეთ შიგ ჩაასხით ვაზის ნაჟური!
ლამაზი ქვეყნის სადღეგრძელოს ფეხზე ავუდგეთ,
ბაგე გახსენით დაწარმოთქვით სიტყვა ქართული! ეს გაუმარჯოს იმ ვაჟკაცებს,ფარ-ხმალით ხელში,
მტერს რომ ებრძოდა მკერდით იცავდა სამშობლოს მიწას!
მტრის შიშში იყო,მაინც ლხინობდა ჯაჭვგაუხდელი,
მტრის შიშში იყო მაინც ხმარობდა გუთანს და ფიწალს.
მე ვადღეგრძელებ ქართულ ოჯახს ქართველი კაცის,
ჩვენს საქართველოს ვეფხვის ტყავზე მშფოთვით მძინარეს!
ჭაღარა მოხუცს,ხელაპყრობით ზედ რომ დაჰყურებს,
ქართულ აკვანს დაშიგ ჩაწოლილ ყრმას მომცინარეს.
ისევ განვაგრძობ სადღეგრძელოს ჩვენი ქვეყნისას
და ვადღეგრზელებ ირმის ჯოგებს ტყეს რომ ამშვენებს.
ეს გაუმარჯოს სიყვარულით ნაშენ ვენახებს,
კალმახის სხლტომას,ეფერება როცა ჩანჩქერებს