ლოცვით ნაბოდები, ლოცვით ნაგოდები
ოდეს მოგონების მაღალ თაღს ვედები,
ბგერა აგორდება ფორტე აკორდებით
და შენ მაგონდები და შენ მახსენდები.
მაშინ მკლავი შვებით შიშველ კლავიშებზე
უმალ დაეშვება და მე კვლავ ვიშვები,
გულში გაიშლება ფრთები ქარიშხლების,
გზნებით აიშვებენ ოდეს კლავიშები.
ღამე, როგორც თალხი ჯვალო მათხოვარის
ჭმუნვით დაჭმუჭნული ტანზე მომეხვია,
სული რომ მეხილა ჯვარცმულ მაცხოვარის,
გზაში ღამის კალთა ხეზე მომეხია.
ცაზე გარიჟრაჟად დასკდა ბროწეული
და მზემ ამოხეთქა სკნელი უფსკრულისა,
ლოდთან რომაელთა მდგარი ოცეული
შეძრა მუცელქმნილი ზეცის გუგუნის ხმამ.
და მეც მოგონების ხატთა მქარგავ ალით
 ქარის ქარავნების დარად გარდავალ იქ.

ნანახია: 456 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz