აქვს კიდევ სიცოცხლეს აზრი?.. რატომ?.. რატომ?..
მის მკლავებზე ლევს სულს, ის ვინც გვერდით ედგა ამდენი წლის განმავლობაში. როგორ ესიყვარულებოდნენ ერთმანეთს...როგორ იწევდნენ ერთმანეთისკენ...როგორ ილტვოდნენ ერთმანეთისკენ...
ეხლა?.. მისწვდა...მისწვდა მაგრამ რა? ის მის კალთაზე ლევს სულს. ნელა, ძალიან ნელა მოდის სიკვდილი, იქნებ ეშველოს? ასე თავის კალთაზე ეყოლება მთელი სიცოცხლე, ოღონდ კი გადარჩეს, ოღონდ კი ...
ნეტავ შეეძლოს, თავის კალთაზე, თავისი სითხით აზარდოოს, თავისთან ყავდეს, მაგრამ...მუხთალი ყოფილა წუთისოფელი.
რითი დაიწყო ყველაფერი? აღარც კი ახსოვს. არ ახსოვს მისი პატარაობა, თუმცა თავისი კი ახსოვს? კი ახსოვს, სულ პატატა იყო, ალბათ 3-4 წლისა, ირემმა რომ ტოტები დაამტვრია და თავიც გადაუტეხა, მის მერე სიმაღლეში კარგად ვეღარ აიყარა ტანი, დაბალი, ჯმუხი, შეუხედავი გაიზარდა. არავინ არ აქცევდა ყურადღებას, ჩიტებიც კი ერიდებოდნენ და მის ტოტებზე არ იკეთებდნენ ბუდეს. ბუდეს? ბუდეს ვინ ჩივის, დასასვენებლადაც კი არ ჩამოჯდებოდნენ მის ტოტებზე. მარტო იყო, ეული, მარტოსული.
თავიდან სანამ პატარა იყო, ბალახებს მაინც ესაუბრებოდა, მერე წამოიზარდა და...ნეტავ არ გაზრდილიყო, აქეთ-იქით ყურებაც კი ეზარებოდა, მაინც ვერავის დაინახავდა, ხანდახან ძირს იყურებოდა, მაგრამ ბალახებს მისი აღარ ესმოდათ და არც იმას ესმოდა ბალახების ხმა.
რამდენი წელი გავიდა ასე მარტოობაში, უსიხარულოდ? არ ახსოვს, ან საიდან უნდა ახსოვდეს, რამდენჯერ გასცვივდა ფოთოლი და რამდენჯერ ახლიდან შეიმოსა მწვანედ.
მერე? მერე მოხდა ყველაფერი.
ერთხლ ქარში კვნესა შემოესმა და თვალები გაახილა. გვერდით ცაცხვის ნორჩი, ახლად ტან აყრილი ნერგი დაინახა. თუმცა რაღა ნერგი, უკვე მოზრდილი ხე დალანდა, რომელიც მოზღვავებულ ქარიშხალს ებრძოდა და თითქმის მიწამდე წვებოდა,.
გაუკვირდა...როდის ამოიზარდა და როდის გაიზარდა ამხელა? თურმე მარტო არ ყოფილა, ნუთუ აქამდე ვერ შეამჩნია?
ალბათ რომ არა ეს ქარიშხალი, ეხლაც ვერ დაინახავდა. თვითონ მუხა იყო, ტანდაბალი, ჯმუხი, შეუხედავი, მაგრამ გული ქონდა. დაინახა და შეეცოდა, ჯერ შეეცოდა, მერე? მერე...მერე შეეხმიანა, მისკენ გაიწია, ვერ მისწვდა, გული ეტკინა, ვერ შველოდა უბედურებაში ჩავარდნილს, ხმა? ჰო ხმა, ხმა მიაწვდინა, დააიმედა, გული გაუკეთა, გვერძე დაუდგა სიტყვით, ლაპარაკში გამოიწვია, გული აჩვენა და...და ქარიც ისე ჩადგა, არც ერთს არ გაუგია. ცაცხვი გადარჩა.
მის მერე რამდენი წელი გავიდა. რამდენი წელი ორივე ცდილობდა ერთმანეთს მისწვდომოდა, ჩახუტებოდა, მიალერსებოდა, ცოტაც კიდე, სულ ცოტა და მისწვდებიან, მისწვდებიან და...
შარშან დიდი ქარის დროს ერთმანეთს ფოთლებით შეეხნენ, რამდემჯერმე შეეხნენ...ყოველი შეხება დენივით უვლიდა ტანში, რა ტკბილი ყოფილა საყვარელ არსებასთან შეხება... რამხელა სიხარული, რამხელა იმედი. შეეხო...კიდევ ორიოდე წელი და...ქარი აღარ იქნება საჭირო, ისე შეეხებიან ერთმანეთს. იმედი...კიდევ ორიოდე წელი და...
მაგრამ ეხლა? რა მოხდა? ისევ ქარი იყო. როგორ გაუხარდა ქარის ამოვარდნა, ალბათ ასე არსდროს გახარებია, იცოდა ქარი მიეხმარებოდა მისწვდენოდა თავისთვის ძვირფას არსებას. როგორ გაუხარდა ქარის ამოვარდნა, ტოტები გაიშვირა ცაცხვისკენ, ცაცხვმაც შეაგება ნდობა შეხვედრისა, სულ ცოტა, სულ ცოტა დარჩა, კიდევ სულ ცოტა და შეეხებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ...
რა მოხდა? ეს რა იყო? უცბათ ქარმა რაღაც ძლიერად დაბერა, დაბერა და...ცაცხვი წამოვიდა, ძირ-ფესვიანად ამოინგრა მიწიდან, ერთი საშინლად დაიწივლა და მუხის ტოტებს ჩააფრინდა, ძირს რომ არ დაცემულიყო.
ტოტები შემოხვია, გულში ჩაიკრა. ჯერ არ იცოდა რა მოხდა და სიხარულით კინაღამ გაგიჟდა, ის ვინც უყვარდა ,ვისკენაც ილტვოდა, ვინც მიცსი ცხოვრება გაალამაზა, ეხლა მის ტოტენბში იყო გახვეული, გონწასული. დენმა დაუარა ძაერღვებში,ღმერთას ახედა და მადლი შესწირა.
ეს იყო გუშინ.
დღეს?
ცაცხვი მის ტოტებში სულს ებრძვის, ნელ-ნელა ჭკნება, ძალისგან იცლება, ხმება. რა ქნას, რითი უშველოს?
აიმედებს როგორც მაშინ, პირველად შემჩნევისას, მაგრა, თვითონ კი აქვს იმედი?
არა, იმედი მკვდარია...
ერთი რაც დარჩენია, მძლავრად ეხვევა თავისი ძლიერი მკლავებით, გულში იხუტებს და ეჩურჩულება, სიყვარულზე ელაპარაკება, ეალერსება. იცის, ვერ დაივიწყებს, იცის ტოტებს არ გაუშვებს მანამ, სანამ თვითონაც არ გახმება, მტვრად არ იქცევა. უყვარს და სიყვარული შეაძლებინებს ამას...
 სიყვარულს დიდი ძალა ქონია...

ნანახია: 457 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz