ცისკრის ყვავილი კბილით მიჭირავს,
მზე ამტკივდა თუ მხოლოდ გულია!_
ო, სიძულვილის არა ვიცი რა.
რაც ვიცი ალბათ სიყვარულია.

ამ მიწის გარდა მიწა არ მინდა,
არ მოვიწყურებ სულაც სხვა წყაროს,
არ ვიცი, რაა თავის გაყიდვა,
მე თავგანწირვა უნდა გასწავლო.

ფრთებივით გაშლილ ფიქრის შტოებით
გზადზგზა მშვიდად გიშლი მზის ჩეროს,
მოზვრებთან თამაშს ნუ ელოდები,
ხარებთან ბრძოლა უნდა გიჩვენო!

მჯერა გაუძლებთ წლებს,ვით წამებას,
რაა, მოგვიხდეს უღლად წანწალი,
ჩემგან ღალატი არ ისწავლება,
ერთგულებას კი მუდამ გასწავლი!
ნეკნს თუ მიჟანგავს იჭვი ისრებით,
ჭრილობას მიჩენს რწმენის ღიღილო,
ჩემს ჯვარზე გკვრას თუ ეღირსები,
მკვდრეთით აღმდგარიც უნდა მიხილო!

და თუ ოდესმე დაუშვებ ფარდას,
და ფარდებს სიმშვიდის ძელზე შემოვიდებ,_
ნუ დაიჯერებ ჩემს სიკვდილს, რადგან
 შენ უკვდავების უნდა გჯეროდეს!

ნანახია: 454 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz