|
|
წამები წამებს... წუთს - წუთები, დღენი მიქრიან, უსასრულობის აბლაბუდა სულში გამება. გათენებიდან ბინდებამდე შენზე ფიქრია, დაღამებიდან ცისკარამდე არის წამება! დღეები დღეებს... თვეს – თვეები. რა უმწეოა სათქმელი ყველა, მიტანილი უთქმელობამდე. შენზე ფიქრიდან არფიქრამდე, დღე უმზეოა, უმზეობიდან ნაბიჯია თვითმკვლელობამდე! წამები წამებს... წუთს - წუთები, დრონი მიქრიან!!!
|
ნანახია: 449 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი |
|
|
|
|
|
|