>..........
მეგობრების ორი წრე არსებობს, ერთი როგორც მერცხლები როცა დავჭირდებით მოფრინდებიან და როცა აღარ ვჭირდებით გაფრინდებიან და მეორე ბეღურები, რომლებიც ყოველთვის ჩვენთან არიან ჭირშიც და ლხინშიც, ჩვენი ერთგულები არიან. ხოდა ამ ჭიქით ჩვენი ბეღურა მეგობრების სადღეგრძელო იყოს.

ნანახია: 508 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

**********
იმ ქალს გაუმარჯოს ,რომელსაც ცრემლებამდის მონატრება შეუძლია და იმ კაცს ვისაც ამის დაფასება შეუძლია.....
ნანახია: 441 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

................
-ეს გაუმარჯოს იმ წლებს, იმ წამებს
გულში რომ დარჩა, როგორც თქმულება
და ტკივილს,ტკივილს უმწარესს
რომლის ბადალიც არ მეგულება.
-ეს გაუმარჯოს უსიტყვო ტრფობას
ენაზე თრთოლვას და უძილობას
მეორე შემთხვევით გასროლილ ტყვიას
და მოურჩენელ მძიმე ჭრილობას.
-გრძნობას გაუმარჯოს ფიქრებში დაღლილს
სიყვარულს, სიყვარულს, თუ გინდ დაკარგულს
-სიყვარულს გაუმარჯოს, ფიქრებს, სიკეთეს
ჩვენს გულში ფარულად, ბუდეს რომ იკეთებს
-ნეტას გაუმარჯოს ყველგან დაფარულს
სიყვარულს გაუმარჯოს, თუნდაც დაკარგულს
-თვალებს გაუმარჯოს, თვალებს სევდიანს
ერთი შეხედვით რომ ყველაფერს გეტყვიან
-ეს გაუმარჯოს ცრემლიან თვალებს,
უსიტყვო სევდას და უხმო ალერსს...

ნანახია: 394 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

« 1 2 ... 6 7 8
Website builder - uCoz