დედასთან უნდა ვადღეგრძელო დედა სამშობლო, მამასთან ჩემი მამული და მადლი მდელოსი, პაპასთან უნდა ვადღეგრძელო ძველი თბილისი და შვილიშვილთან მომავალი საქართველოსი...
შვილებთან უნდა ვადღეგრძელო თვალის სინათლე, დებთან და ძმებთან ყველა დილა ქართულ მიწაზე, თუ საქართველო შენი ფეხით არ დაგივლია , არ გიცხოვრია არასოდეს დედამიწაზე...
ნიავი რომ ქრის ეს ნიავი ჩემი სუნთქვაა, წყარო სისხლია, ქვა თვალია, მიწა ხორცია, დამილოცია ჩემი მიწის ყველა მტკაველი, ჩემი პატარა საქართველო დამილოცნია..
ეს გაუმრჯოს საქართველოს ღვთიურ ხატებას ცას ფირუზათვალას სითბოს ულეველს აქ , მინდორ ველის ანდამატებას და ნიავქროლვის მისვლა-მოსვლას დაუსრულებელს
კაცს გაუმარჯოს ალალს და მართალს ღმერთს გაუმარჯოს სითბოს რომ ხატავს გრძნობებს და ფიქრებს გაუმარჯოს სულში ჩატეულს და წვეთებს თითოს ამ ჭიქიდან , ჩვენსას დალეულს
მე მინდა სამი სითხის სადღეგრძელო დავლიო გლეხს გაუმარჯოს რომელიც ვენახში ოფლს დაღვრის დედას რომელიც შვილის გამო ცრემლს დაღვრის დააა ძმაკაცს რომელიც ძმაკაცის გამო სისხლს დაღვრის
ვინა თქვა რომ ღიმილი მხოლოდ ბედნიერების გამომხატველია??? ტყუილია ღიმილი დარდია, ღიმილი მწუხარებაა, ღიმილი უსაშველოდ დიდი ტკივილია... გაუმარჯოს სახეზე ღიმილს სულში ტკივილს, ჩვენთვის ყველაფერს და სხვისთვის არაფერს...
იმ სიყვარულს გაუმარჯოს, მოფერებით რომ გათბობს, წუთით მასზე ოცნებითაც, გულში ყინვას რომ ადნობს, იმ სიყვარულს გაუმარჯოს, შორიდან რომ მაწვალებს, ერთხელაც რომ დავიჭერ და, დავუკოცნი შავ თვალებს. იმ სიყვარულს გაუმარჯოს სულს რომ ეთამაშება, ტუჩ-ბაგეს რომ შეუქებ და, ის კი გეკაპასება. იმ სიყვარულს გაუმარჯოს, შეხვედრა რომ მართლა სურს, ზამთარში რომ სარკმელთან ზის, გულში მალავს გაზაფხულს. იმ სიყვარულს გაუმარჯოს დიდი გრძნობა რომ ჰქვია, ჩუმად მისთვის ბუტბუტებს და იასავით მორცხვია
ყველაზე ნამდვილს, ყველაზე ლამაზს, ყველაზე ძლიერს, ყველაზე მამაცს, ყველაზე ცმინდას, ნაზსაც და მძაპრსაც ნათელმხილველს და ბრმასაც, ო, ბრმასაც,- პირველ სიყვარულს გაუმარჯოს, პირველ სიყვარულს ! ერთს და ერთადერტს,ყველაზე მაღალს, ჯერაც უცოდველს და მზეთუნახავს, ჩეშმარიტს გულით გამოგონებულს, ცხელ ცრემლს მალულად ჩამოგორებულს, უგონოს, მაგრამ გრძნობას ნიჩიერს, ციურს და მაინც ვაგლახ, მიწიერს, ყველაზე დიდ ცეცხლს, მაგრამ უვნებელს, უეცრად შეყრილს,სენს უკურნებელს- პირველ სიყვარულს გაუმარჯოს. პირველ სიყვარულს !