******
"...ამ ჭიქით
ყველა იმ გულგატეხილ ქალს გაუმარჯოს
ვისზედაც ცხოვრებას მწარედ დაუთოვია
გულში უტირია არ დაუმჩნევია
ტკივილის წამალიც არვისთვის უთხოვია
ამ ჭიქით
ყველა იმ ბედნიერ ქალს გაუმარჯოს
ვინც დღეს ნამდვილად ბედნიერია
ვისაც არ ტკივა სული ღუღუნებს
და სიყვარულით დაუმღერია
ამ ჭიქით
ყველა იმ ქალს გაუმარჯოს
ნაღდი სიყვარული ვისაც შეუძლია
გულში ჩაგახუტებს ოჯახს შეგიქმნის
და სიკვდილამდე შენი ერთგულია
ამ ჭიქით
ყველა იმ გოგოცუნას გაუმარჯოს
ვინც საქალბატონოდ გასაზრდელია
მადლი უფლისა აღარ მოშლოდეს
აშოროს ყველა განსაცდელია!"

ნანახია: 436 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

**********
ღამე მოითელა ნაბადივით,
ციდან ჩამოიმსხვრნენ კელაპტრები,
ლამის კლდე დავლეწო ხარღალივით
ისე ტკივილამდე მენატრები..
ისე მენატრები ღმერთი რჯული
თუმცა გვიან მოხვალ,ო,რა გვიან
ჩემი სიზმარი ხარ დაკარგული,
შეხე ვარსკვლავები ელდას ცრიან..
ცამან ჩამოცვარა ია- ვარდი,
გნატრობ,გიგონებ და ისევ გნატრობ..
ეშმაკს წაუღია ყველა დარდი
ამ ჩემს მონატრებას გაუმარჯოს!!!

ნანახია: 370 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
ერთი ჭიქაც ჩამომისხით იქნებ გული გავიმაგრო!...

იქნებ ჭიქას სევდა გავაყოლო მონატრება შავ ღვინო ჩავძირო

გულს ღირსება მივანიჭო თვალს ცრემლები ავარიდო...

ჭიქით სავსე ღვინო მათრობს ჭიქა-ჭიქას მივაყოლო!!..

მაგრამ მაინც ვერ გივიწყებ ცხადში მიდგას შენი სახე

შენი თვალები ზღვის ფერები შენი თმები მზის სხივები....

მთვრალი ვარ და ცრემლი მაინც არ მშორდება

მთვრალი ვარ და გული მაინც ვერ გივიცყებს!...

ეხლა მივხვდი ჩემო კარგო რო
წამალი მონატრების არ არსებობს!...


ნანახია: 485 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*******
მე ვადღეგრძელებ ვინც ამ წუთში ჩემგან შორს არის, თან ჩემი ჰქვია ამავედროს ჩემი არ არის , ვისი ნებითაც დღეს ჩემს მკერდში გული არ არის და მაინც ჩემთვის მასზე კარგი არავინ არის..
ნანახია: 515 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

******
-ეს გაუმარჯოს იმ წლებს, იმ წამებს
გულში რომ დარჩა, როგორც თქმულება
და ტკივილს,ტკივილს,ტკივილს უმწარესს
რომლის ბადალიც არ მეგულება.
-ეს გაუმარჯოს უსიტყვო ტრფობას
ენაზე თრთოლვას და უძილობას
მეორე შემთხვევით გასროლილ ტყვიას
და მოურჩენელ მძიმე ჭრილობას.
-გრძნობას გაუმარჯოს ფიქრებში დაღლილს
სიყვარულს, სიყვარულს, თუ გინდ დაკარგულს
-სიყვარულს გაუმარჯოს, ფიქრებს, სიკეთეს
ჩვენს გულში ფარულად, ბუდეს რომ იკეთებს
-ნეტას გაუმარჯოს ყველგან დაფარულს
სიყვარულს გაუმარჯოს, თუნდაც დაკარგულს
-თვალებს გაუმარჯოს, თვალებს სევდიანს
ერთი შეხედვით რომ ყველაფერს გეტყვიან
-ეს გაუმარჯოს ცრემლიან თვალებს,
უსიტყვო სევდას და უხმო ალერსს...

ნანახია: 268 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

**********
შემოდგომა თრთოდა ქარში, ამთქნარებდა ღამე თითქოს,

გავიგონე შენ მეძახდი, გავიხედე წვიმა იყო...

შემომიშვებ? მკითხა-მოდი! შემოდგომაც მოჰყვა მერე,

მარტოობის თამადობით ყველა ელდა ვადღეგრძელეთ.

იქ ზარნი და ქარიშხალნი მიჰყიოდნენ ჟამთა თოვას

აქ ვუსხედით სუფრას სამნი, მე, წვიმა და შემოდგომა...

და როდესაც მარტო დავრჩი, ციმციმებდა ღამე თითქოს

გავიგონე შენ მეძახდი, გავიხედე წვიმა

ნანახია: 455 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

********
ვითვრები?როგორ არ დავითვრე,

როცა სადრეგრძელო ულევია,

იმ ადამიანებს გაუმარჯოს,

ვისაც მკერდში მართლა გულები აქვთ.

ადრე წასულები გამახსენდნენ,

სველ პურს შმაგი მაჭრის სურნელი აქვს,

ლოდქვეშ მწოლიარეს გაუმარჯოს,

მზე რომ ღვინოსავით სწყურებია.

ბრძენსაც, გენიოსსაც გაამასხრებს,

ბედი თავხედი და სულელია,

მოდი გაუმარჯოს ადამიანს,

ვისაც უყვარდა და სძულებია.

ნანახია: 496 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*******
იმ სიყვარულს გაუმარჯოს, მოფერებით რომ გათბობს,
წუთით მასზე ოცნებითაც, გულში ყინვას რომ ადნობს,
იმ სიყვარულს გაუმარჯოს, შორიდან რომ მაწვალებს,
ერთხელაც რომ დავიჭერ და, დავუკოცნი ლურჯ თვალებს
იმ სიყვარულს გაუმარჯოს სულს რომ ეთამაშება,
ტუჩ-ბაგეს რომ შეუქებ და, ის კი გეკაპასება.
იმ სიყვარულს გაუმარჯოს, შეხვედრა რომ მართლა სურს

ნანახია: 484 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

ocneba
ჭიქა ავიღე და შენ ისევ თვალწინ დამიდექ,
ღვინო მერევა, გრძნობა შენი ლახავს ნაპირებს,
სხვა რამ მინდოდა, მაგრამ უკვე აღარ ვაპირებ,
მოდი მაგ თვალებს გაუმარჯოს მე რომ მაგიჟებს.

შენს ყელს, შენს ტუჩებს გაუმარჯოს ძგერა რომ წყდება,
ხმა რომელიც ძილშიც მესმის და გულს მედება,
მაგ გაშლილ თმებსაც დაგილოცავ მხრებს რომ ეცემა,
როცა ქარი ქრის-_-_ ოხ როგორ მშურს ყელს რომ ეხვევა.

მე იმ კაბასაც დაგილოცავ ტანზე რომ გეკვრის,
რა თამამია ისე გკოცნის სიტყვაც არ ცდება,
,,ო’’ ანგელოზო, ღმერთმა ჩემთვის არ გაგიმეტა ...
 შენდა სამოსად გავეჩინე - გული მიკვდება.

ნანახია: 497 | კომენტარები: 0 | ავტორი: Temo სრულად...

********
ეს იმ გრძნობას გაუმარჯოს, როდესაც ახალშობილს დედა პირველად ნაზად ეამბორება და მას შვილი ვერ გაიგებს, ეს იმ კოცნას გაუმარჯოს როდესაც სამარის კართან მივილებულ დედას შვილი უკანასკნელად აკოცებს და მას დედა ვერ გაიგებს. დედაშვილობა სიხარულით დაწყებული და ცრემლებით დამთავრებული სცენაა. სცენა უკვდავი, წარუშლელი და ყოველთვის ამაღელვებელი. 
დედაშვილობას გაუმარჯოს!

ნანახია: 471 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

« 1 2 3 4 ... 7 8 »
Website builder - uCoz