ამ გულს სიცოცხლის ბოლომდე ეყვარები . ცოტა კი მოიწყინა რადგან ენატრები!..
ლურჯო ფერიებო რატომ მოიწყინეთ?
გინდათ ჩემი ცრემლით უმალ დაგასველოთ?!
ოღონდ გეხვეწებით ფრთები არ დახაროთ,
მერე მოვკვდები და თქვენ კი მომეფეროთ.
ლურჯო ფერიებო ერთხელ გაიღიმეთ,
იქნებ ეგ ღიმილი სულში გამიწვიმდეს,
ახლა მასზე ფიქრებს ბუდე ავუშენე,
ხო და სიყვარული ძიძად მივაბარე.
ლურჯო ფერიებო მოდით,წამიყვანეთ,
ხელი ჩამკიდეთ და გზები გამიკვალეთ,
მერე მის ეზოში ერთად ამოვიდეთ,
იქნებ მომწყვიტოს და იქნებ შევუყვარდე...
როცა მოწმენდილ ცაზე იწვიმებს,
ბაგეს ეხება წვიმის წვეთები,
ხელი შეახე თორემ იტირებს
ეგ წვიმა მე ვარ და გეფერები
წვიმს...
და ენატრები გულს
წვიმს ,და რა ადარდებს გულს.
წვიმს...
სევდის კრიალოსანი ჩამარცვლა წვიმამ,
ადგილი დაუთმო მზეს,
წამო, ნუღარ ვწეწავთ სულის სიმებს,
ყავა დავლიოთ დღეს
მითხარი, რა გითხრა ასეთი წვიმამ,
რაო, რა უნდაო მზეს?
ჭორები მომიყევი, რა უნდათ სხივებს,
გულში ჩაახედონ სხვებს?
მოდი, დღეს უბრალოდ ყავა დავლიოთ და
სადმე დავემალოთ დღეს
გიჟურ ოცნებას შემოგბედავ უფსკრულად გაშლილს, დღეს მეყვარები,
იქნებ გავქრე უკვალოდ მე ხვალ... მონატრებულ ცრემლს გადაგიშლი ბილიკად
სახლის, დაგელოდები მერე ისევ... შენ ალბათ მოხვალ... მიამბობ მერე: "ეს
დღეები შენზე ვფიქრობდი, მენატრებოდი,სიცოცხლეო, ხომ კვლავ ჩემი ხარ?" მე
გაგიღიმებ... ბედნიერი ავდგები ფეხზე და ჩაგჩურჩულებ ყურში ჩუმად: "მუდამ
შენი ვარ!"
♥ნელმა ნიავმა თუ კი გაკოცა ჩემგან იქნება არ გაიკვირვო...♥
კაცებო, ქალებს გაუფრთხილდით გული ფიანდაზად გაუშალეთ, შუბლზე გაჩენილი ნაოჭები ნაზი მოფერებით წაუშალეთ. ქალებს შვლის ნუკრივით გაუფრთხილდით, მადლი ხელის გულზე მოუყარეთ, ქალებს დაულოცეთ ქალობა და ბაღის ყვავილივით მოუარეთ თორემ სხვა ძალაა ქალის ძალა ქალი ათასგვარად გადაგაქცევს ქალი აგატირებს, ქალი დაგაჩოქებს წამოგაყენებს და ისევ კაცად გაქცევს. ხოდა, ამ საუნჯეს გაუფრთხილდით გული ფიანდაზად გაუშალეთ, შუბლზე გაჩენილი ნაოჭები
კაცი კვდებოდა და ანგელოზს სიცოცხლე სთხოვა, ანგელოზი გამოეცხადა და ხელისგულით თხილი გაუწოდა, რამდენი თხილიც აქ არის იმდენ სიცოცხლეს მოგცემო. კაცმა უარი თქვა ბევრიაო, მაშინ ანგელოზმა კაკლის გული გაუწოდა, კაცმა ესეც ბევრიაო. მაშინ ანგელოზმა უთხრა, არც მეტი არც ნაკლები, რამდენი მეგობარიც გყავს იმდენ სიცოცხლეს მოგცემო.მაშინ კაცი დაღონდა, რადგან იცოდა მისი სიკვდილი ახლოს იყო, მას არცერთი მეგობარი არ ყავდა.მოდი იმ მეგობრებს გაუმარჯოს, რომლებიც ჩვენ სიცოცხლეს გვმატებენ...
ოცნება ვარსკვლავს ჰგავს, სიბნელეში ანათებს და გიჩვენებს გზას...
თუ სიბნელეში ვარსკვლავს გაჰყვები, მიგიყვანს ხიდზე, რომელიც წყალზეა გადებული...
თუ ამ ხიდზე გასვლას მოისურვებ, მაშინ ოცნება სურვილად ქცეული მზესავით გწვავს და...
...გაგიხსნის ცისა კარს...
... და განახებს სამყაროს ისეთს, როგორც ის არის სინამდვილეში.
არ ააგო ამაო ოცნებები, რადგანაც ის წყალზე ნაგებ კოშკებს ჰგავს, რომელზეც ხიდის გადება დავიწყებიათ
ამ სამყაროში ყველაფერი სადაა, მაგრამ კანონზომიერი, რაც ბუნებრივ სილამაზეს ქმნის.
გახსოვს...
დროში გაიყინა...
დადნება და გაქრება?...
უკანასკნელი უკანასკნელთა შორის... გაქცევა... გაქცევა მარადისობაში, გაქცევა მტერთაგან და თავისუფლებისაკენ... გაქცევა კლდისა პირსა... სიმაღლე, ცაში ასული სიმაღლე... სიმწვანე და... და ღრუბლებსა ზედა სიარული... უკანასკნელი უკანასკნელთა შორის... გაშალე ხელნი და... უკანასკნელი გაქცევა... ფრენა... თავისუფლებისაკენ ფრენა... ბედნიერების უკანასკნელი წამი და მარადისობა... უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე... და ისიც შლის ხელს და... თეთრი კაბა აფარფატდა კლდის ქიმზე... უკანასკნელი წამები სიცოცხლისა და დასაწყისი მარადისობისა და ბედნიერებისაკენ....
გვსურს თუ არა გვსურს ერთ დროს ყველა დავხუჭავთ თვალებს, წავალთ ამ სოფლით და მოვიხსნით ქვეყნიურ ვალებს, დავლიოთ ერთად, მეგობრებო, დავლიოთ ერთად, ამ ქვეყნად გვიან მოვედით და მივდივართ მალე........."
"რისი გეშინია? შენი აჩრდილია, დაგდევს და სურვილი აწამებს, შენი კოცნა უნდა, არც გასაკვირია, მას კოცნა აკვანში ასწავლეს.”
"ვერ გეხები... ალბათ დილის მირაჟი ხარ, დილით ქრები... ღამით ისევ სიზმარში ხარ, იქნებ სხვა ხარ... მეკი სულ სხვად მელანდები, იქნებ არც ხარ... მეკი მაინც მენატრები...”
"არასდროს ჩაიქნიო ამ ცხოვრებაზე, ხელი არასდროს თქვა რომ არაფერი გამოგივა, დაივიწყე ეს უაზრო ფიქრი, არ მიყვე ამ ცხოვრების უაზრო დინებას, იყავი ისეთი როგორიც ხარ, ნუ მიბაძავ სხვებს, გქონდეს იმედი და გწამდეს სიყვარულის, ენდე და მიუღწეველი არაფერია!!!!!!!!!!"
"ხმელი ფოთლები რბილ მინდვრებს მაგონებენ, კიდევაც მახარებენ და კიდევაც მაღონებენ, ისინი მახსენებენ, რომ იყვნენ მინდვრები, ოდესღაც ლამაზი ფერებით მდიდრები, რომ რბილი მინდვრები უკვე გამხმარია და სიჭაბუკეც ჩავლილია უკვე რა ხანია."
"რა უზარმაზარი ხარ თანაც რა პატარა სულში ჩასაძვრენი, ტანჯვის მომგვრელი ხარ, მაგრამ საოცრად საყვარელი, წმინდა, უცოდველი, ძნელი საცნობი ხარ, თანაც ახლობელი და ეგ იმიტომ, რომ ჩემი სიცოცხლე ხარ, ჩემი საკუთარი და სხვა არაფერი..."
"არავის ახსოვს... დადის სულ მარტო... ფიროსმანივით მიტოვებული, მერე შეივლის დუქანში, რატომ? ერთ ჭიქა არაყს გადაჰკრავს მარტო, ფრთხილად მოჰკიდებს ნახატებს ხელს, ფარული სევდით დააწერს ზედ: "ჩემს ძვირფასს მნათობს, სიცოცხლით მათბობს..."
"თოვს... სევდა მოაქვს ხოლმე თოვლს, ღამე იმ ჩვენს სიყვარულზე ლამაზ სიზმარს ქსოვს, გახსოვს?...