შენზე ფიქრით დაწყებული ყოველი დილა ცრემლებივით წრფელია და წმინდა, მომენატრე, მომენატრე ისე ძლიერ, რომ ეს ლექსი დაგიწერო მინდა! დავხუჭავ თვალებს და წარმოვიდგენ შენს ლამაზ სახეს როგორ გიბრწყინავს ეშხით სავსე მწველი თვალები, ამ ბრწყინვალებას კიდევ უფრო რომ ამძაფრებენ დარაჯად მდგომი უტურფესი წარბ-წამწამები.
გარეთ ავდარია წვიმს რახანია, მგონი უკვე ყინავ და ზამთარია. არა, არა ყინავს, მხოლოდ გულსა სცივა, ნუთუ შენ არ გცივა და გული არ გტკივა?! წვიმს რა ხანია და ზამთარია... შენი გამოხედვა მომნატრებია. წვიმის წვეთები, ხომ ჩემი ცრემლებია. ცა კი, ჩემო კარგო, ჩემი თვალებია. ეს ის თვალებია, შენ რომ შესცქეროდი და შენ სიყვარულს , რომ მხოლოდ მათ უმხელდი. გარეთ ავდარია წვიმს რა ხანია.... გაზაფხული მოვა.... გულს უხარია.
ჩემი სიყვარულით შენ არ შეგაწუხებ,ჩუმად მეყვარები ჩემთვის.რა ჩემი ბრალია შემიყვარდი უცებ ალბათ ნება იყო ღმერთის.ჩემი სიყვარულით შენ არ შეგაწუხებ ჩუმად ვიოცნებებ შენზე.შენთან ალერსსა და ლამაზ გაზაფხულზე შენი ერთხელ ნახვის დღეზე.ჩემი სიყვარულით შენ არ შეგაწუხებ ჩუმად მეყოლები დარდად.ოღონდ ვიცოდე რომ სევდა არ გაქვს გულზე ,ოღონდ შენ იყავი კარგად ....
გელოდები...რა გაუძლებს ამ უღმერთო ლოდინს... გელოდები მხოლოდ ერთს... მხოლოდ ერთხელ მოდი... განა გული მინდა გთხოვო... სიყვარული გთხოვო?! მხოლოდ ერთხელ დამენახე.. თვალს შეგავლებ მხოლოდ... მერე წადი ისე წადი რომ არ გაიხსენო შენ ვინ იყავ?! მე ვინ ვიყავ?! ან ვინ დავრჩით ბოლოს.. წადი... თვალზე ცრემლს შევიშრობ... დაგილოცავ გზა კვალს... და არავის არ ვუამბობ ამ შეწყვეტილ ზღაპარს.
დამაკლდი, როგორც ერთი წვეთი სურაში ჩარჩენილი მათრობელა სითხის ბოლომდე ვერდასალევად. დამაკლდი როგორც დილის ნამი ფეხისგულებს რომ მიწვავს თავისი სინაზით. დამაკლდი როგორც დილის ნიავი მშფოთვარე ღამის შემდეგ სულის დასაწყნარებლად. დამაკლდი როგორც მონატრება ჩემი ვერგამხელილი ფიქრების... დამაკლდი როგორც სიცოცხლე და ეკლიანი ბილიკებით მავალს შენი მონატრება დამაკლდა მომავლის ნაბიჯების გადასადგმელად. დამაკლდი და გულიდან წამოსული სიტყვები "მოდი ჩემთან" პეშვშში მოვიქციე, მინდა თვალებში ჩაგხედო და ხელისგულებში მოქცეული სიტყვებით შეგიმშრალო სევდისფერი თვალებიდან წამოსული ნიაღვარი. დამაკლდი სიყვარულო ჩემო სულ ერთი წვეთი....