გაგახსენდები,მჯერა,რომ გაგახსენდები და გაგეღიმება …და მერე ჩურჩულით იტყვი …მიყვარდა… ის ყოველთვის უცნაური იყო…შეეძლო სიცილი და ტირილი სამწუთიანი შუალედებით… ის მაცინებდა...და მე… მას მთელი ღამე ფანჯრის რაფაზე ჯდომა შეეძლო და ჩემზე ფიქრი...თურმე… ის წვიმას უსმენდა და სიგიჟემდე ვუყვარდი… მას სიყვარულის სუნი ჰქონდა და მე კი მისი სიყვარულის სუნი მიმქონდა,როცა მივდიოდი… ის ხშირად იბუტებოდა და ჩხუბობდა…მაგრამ მე უფრო ხშირად… მას ტყუილი და ეჭვიანობა ეზიზღებოდა და თითქოს სპეციალურად ამას იწვევდა ყოველთვის ჩემში… მას სიყვარული შეეძლო…ისე,როგორც არავის არასდროს… ის ძალიან კარგი იყო და ჩემი…თურმე…
მაშინ გკითხავენ:…მაშ რატომ დაშორდით?... გაგეღიმება,სიგარეტის ბოლს გამოუშვებ და იტყვი:…ჩემი იყო და ვერ ვხვდებოდი…
დედამიწა ბრუნავს... ზოგჯერ სიყვარულიც ბრუნავს... საათი წიკწიკებს... თითქოს ფიქრებს ითვლის... ადამიანი კვდება... საათი ჩერდება... მაგრამ სიყვარული რჩება... გული დუმდება... ადამიანი აღარ ბრუნდება... მაგრამ მაინც გიყვარს...
მე დაუსრულებლად შემიძლია ვუმზირო იმ გზას რომელზეც ვიცი ერთხელ მაინც უნდა გამოჩდე ....მე შემიძლია გელოდო , თუნდ ვიცოდე რომ არ მოხვალ...მე იმითაც ვიქნები ბედნიერი, რომ შენ გელოდები....შემიძლია მთელი ცხოვრება შენს მოლოდინში გავლიო...ოღონდ გთხოვ, ისე ნუ გამიმეტებ, რომ ბოლოს მაინც არ მოხვიდე....
გავბედე და გწერ, ისევ წვიმს. ფანჯარაში ვიხედები და შენ გხედავ, შენი ხატება არასდროს არ მცილდება წვიმის დროს , თავს მარტოსულად არ ვგრძნობ რადგან შენზე ფიქრი არ მანებებს თავს. სარკმელს ვაღებ და წვიმის წვეთებს ვეთამაშები, სახეს
წუხელ მესიზმრე... და გამოაკლდა მონატრებას ერთი მისხალი... ახლოს იყავი ჩემთან...იმდენად ახლოს,რომ ცხადი მეგონა...და დავმშვიდდი... ისეთივე ღიმილიანი იყავი და ისეთივე მზრუნველი... ნეტავ,ხშირად მესტუმრო ხოლმე სიზმარში,რომ სული დამიმშვიდო... და მონატრებას რომ ჩამოაკლდეს ასე ხშირად თითო მისხალი,ამ დღეებს როგორმე გადავიტანდი.... გამომეღვიძა... მე შენზე ფიქრით დავიწყე დილა...
დღეს რა რიცხვია,რა დღეა გახსოოვს? მე მახსოვს მე ვიცი... არასდროს დამავიწყდები. . . ყოველ საღამოს ვიცი რომ გულთან ახლოს რაღაც დამაკლდება და შენ გამახსენდები. . . შენი სახე გამახსენდება მტკივნეულად. . . ნაცნობი ღიმილი. . . ჯიბეში ჩადებულიხელი. . . საოცარი გაღიმება... ის გრძნობაც მომენატრება შენი ნახვისას რომმეუფლებოდა. . . და ის სიტყვები, მიუხედავად ყველაფრისა მაინც, რომ ნათქვამია. . . "მაპატიე, რომ დაუკითხავად გახდი ჩემი ცხოვრების ნაწილი""ჩემი სუნთქვა". . მე შენს პასუხს არ დაველოდები. . . ჩუმად მოვალ, ლოყაზე გაკოცებ და წავალ. . . სამუდამოდ დავიკარგები. . . გავქრები. . . როგორც ცუდი სიზმარი. .