მე შენ მჭირდები.... ერთადერთი რაც შემიძლია გითხრა... მჭირდები იმისთვიის რომ ვიცხოვრო, ვიარსებო... მჭირდები რათა ყოველი დღე შენზე ფიქრით დაიწყოს და დამთავრდეს.... დღე ცხადში გნახო, ღამით სიზმრად.... მაშინ როდესაც აღარაფერს ექნება მნიშვნელობა შენ დამჭირდები... დამჭირდები რომ მომცე ძალა ბრძოლისთვის, არ დავნებდე რათა კვლავ და კვლავ ვიხილო შენი თვალები, მზერა..... გავიგონო შენი ხმა, რომელიც ასე ძვირფასია ჩემთვის.... როცა გისმენ ასე მგონია არ მოიძებნება ქვეყნად ჩემზე ბედნიერი ადამიანი..... მე არასდროს ვრჩები მარტო, შენზე ფიქრები მუდამ ჩემთან არიან... და ეს სიტყვები.... სიტყვები რომლებსაც ვწერ მხოლოდ ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით რაც მინდა გითხრა..... და რასაც ოდესმე აუცილებლად გეტყვი.... მჭირდები ჩემო სიყვარულო.........!!
მე რომ მოვკვდები.... მოვკვდები ღამით,როცა გარეთ იქნება ღამის სიჩუმისგან შეშინებული მთვარე და ვარკვლავები... სიკვდილის წინ მომაგონდება ჩემი ბავშობის უდარდელი დღეები...მომაგონდება სევდიანი წუთსოფელი... გაქრება სინათლის შუქი ნაღვლიან თვალებში...გაქრება მოგონების სურვილი... მე ჩამაბარებენ სიკვდილის შავ და მდუმარე ხელებს,ჩემი წამებული სული შეუერთდება მიწის სიშავეს და...მე ვიგრძნობ ბედნიერებას... შავი იქნება უსათუოდ ჩემი კუბო...მე ხომ მიხდებოდა შავი ფერი... მინდა ყვავილების ზღვა მომყვებოდეს უკან...ოღონდ ნუ იტირებთ...სიცილით მიმაცილეთ სასაფლაომდე.... ჩემი ოთახი შავად შეღებეთ,თეთრი ვარსკვლავებით,ოღონდ უცრემლოდ... დაკრძალვის დღეს აიშლებიან შავი ღრუბლები...შავი ღამე დაიწყებს ჩემს გლოვას...დადგება შავი და ცივი ცრემლების ზღვა... ჩემს გაცრეცილ სხეულს ჩაუშვებენ ცივ სამარეში და პირველად გულზე მიწას მომაყრის ძაძებით შემოსილი ჩემი დედიკო.... მე დავრჩები შავ სიჩუმესთან მარტო...ყველა გაბრუნდება სინანულით სასაფლაოდან...დაღამდება...მე შემეშინდება შავი სიჩუმის და ვიღრიალებ სანამ ძალა მეყოფა...მაგრამ აღარავის შეეძლება ჩემი შველა...უკვე მარტო ვიქნები და იმიტომ...... ჩემს საფლავს დაადგება სასტიკი ულმობელი სიცივე და შეიმოსება შავ ღრუბლებში..... დროთა ჟამი თმას ვეღარ გამითეთრებს ალბათ......და სიყვარულის ცრემლებში დამხრჩვალი,ნელ-ნელა დავიფერფლები..... მე რომ მოვკვდები მაშინ იქნება გაზაფხული........
. . .ღამემ მოგონებებს სევდა შეაპარა, ბალიში ცრემლით იღვენთება. . . .მე არ მძინავს, შენზე მეფიქრება. ძნელია ვინმეს გავუზიარო ჩემი შენდამი სიყვარული და სითბო. . . . მე სიტყვები არ მყოფნის,…ზოგი იჭვნეულად შემომხედავს ხომ არ აზვიადებსო, სიტყვებს ძალა ეკარგებათ, შენ აღუწერელი ხარ. . . . . დიდი ხანია შენი დანახვის სიხარულს ჩემს სახეზე არ გამოუნათებია, ჩემი გრძნობა ვერ აღმიწერია, ეს დიდი გრძნობა იყო, ალბათ ასე ძალიან ამიტომ მიჭირს შენი დავიწყება. ერთხელ გითხარი ყველაზე მეტად შენ მომენატრე მეთქი, იჭვნეულად შემომხედე და ჩამეხუტე. მაშინ ყველაზე მეტად სწორედ შენ მენატრებოდი. უკანასკნელ გზაზე გაცილებდით და ასე მეგონა სამყაროს დასასრული დადგა თითქოს. მარტი რომ დადგა, ცრემლი მომადგა თვალზე და სევდა მომაწვა, გული თითქოს პირამდე ამევსო და სუნთქვა შემეკრა. გავიფიქრე მოვიდა გაზაფხული და შენ ამქვეყნად აღარ ხარ, ბაღში ვიყურები , ალუჩები და ატმები თეთრადაა გადაპენტილი. . . . . . . . . . .და ახლა როცა სიცოცხლე ასეთი მშვენიერია შენ ცოცხალი აღარ ხარ, მე კი ცრემლები მახრჩობს. . . . . . . . . დრო არავის ელოდება. . . . . .მიქრის სინათლის სისწრაფით, შენი დაკარგვით გაჩენილ უფსკრულს ვერავინ ამივსებს. მე ისევ ყველაზე ძალიან მენატრები. . . . . . . . . . . . . . .
გადაუღებლად წვიმს, ალბათ ბუნება იზიარებს ჩემს დარდს და ჩემთან ერთად დასტირის ჩემს განშორებას. არ მეგონა თუ შენთან განშორება ასე შემცვლიდა, ასე გამტანჯავდა. ვერ ვხვდებოდი რომ შენ იყავი ჩემი ცხოვრების თანამგზავრი, რომელზეც მთელი სიცოცხლე ვოცნებობდი, ვნატრობდი, ვფიქრობდი. რა მეგონა თუ ჩვენს შეხვედრას ასეთი დასასრული ექნებოდა! მეგონა დიდხანს გასტანდა ერთად ყოფნის ბედნიერი წუთები! თურმე ვცდებოდი, ყველაფერი უფრო ადრე დამთავრდა. ახლა უფრო მეტს ვფიქრობ შენზე, ღმერთს ვთხოვ, დამიბრუნოს შენი თავი და ლამაზი თვალები. მაგრამ ვაი, რომ წარსული არასოდეს არ ბრუნდება უკან! ვიხსენებ შენთან ყოფნის ულამაზეს წუთებს და ახლა ვხვდები, რომ ბედნიერი ვყოფილვარ შენს გვერდით, ბედნიერი და ამაყი. ჩემმა სიამაყემ დამაკარგვინა შენი თავი! ნეტავ თუ ვიქნებით ოდესმე ერთად. ნეტავ თუ ვიქნები ოდესმე ბედნიერი?! იქნებ მაპატიოს ღმერთმა ჩემი მოჩვენებითი გულგრილობა, ზედმეტი სიამაყე და ინებოს ჩვენი ერთად ყოფნა...
მ ე ნ ა ტ რ ე ბ ი!!! ჰკივის ჩემში შენი მონატრება, თვალის უპეებს ეხეთქება, ცრემლებად მოგორავს და გულში მეღვენთება........ აი გავიდა ლამაზი ზაფხული, დადგა შემოდგომა და ჩემს სულშიც მოსაღამოვდა, სულ მთლად ჩამობნელდა, განშორების სასტიკმა ქარიშხალმა მოპარული ბედნიერება წარიტაცა და სივრცეში გაქრა......... არაფერი აღარ დარჩა უსაშველო ჩუმი სიცარიელის და მტანჯველი მონატრების გარდა. თვალებ დახუჭული ვზივარ ფანჯარასთან, გავყურებ ჩირაღდანივით განათებულ ღამეულ ქალაქს და ვიხსენებ ჩვენი სიყვარულის ლამაზ ზაფხულს............ ო, რომ იცოდე როგორ მინდა განმეორდეს კვლავ ყელაფერი, ო, რომ იცოდე როგორ მინდა კვლავ გადავხტე ჩვენი სიყვარულის ხიდიდან, ბედნიერების აბობოქრებულ ზღვაში და დაუსრულებლივ ვიცურავო შენთან ერთად ვნების მორევში.............. როგორ მინდა ჩავიძირო შენს ლამაზ თვალებში რომ დამავიწყო ყველა დარდი და მწუხარება........... მენატრები, უზომოდ მენატრები ისე როგორც ყვავილებს მზის თბილი სხივები, ისე როგორც უდაბნოს წვიმის წვეთები, ისე როგორც ღამის მწუხარებაში გაშლილ ვარდს ბულბულის ნაზი სტვენა....... მენატრები....... ისევ ჰკივის ჩემში შენი მონატრება............. ვიცი აღარ დარჩა არაფერი, ვიცი არასოდეს აღარ განმეორდება ბედნიერი წარსული, ვიცი ვეღარ ვიქნებით ერთად, ვეღარ ვიხეტიალებთ ხელჩაკიდებულები ტყის მწვანე ტევრებში, ვეღარ დავითვლით ღამეული თბილისის ლამაზ ცაზე მოკაშკაშე ვარსკვლავებს, ვეღარ ვიძრომიალებთ ნარიყალის იდუმალებით მოცულ ნანგრევებზე, ვეღარ ვისეირნებთ ჩამავალი მზის სხივებით განათებულ კუს ტბაზე ნავით, ვეღარ დავტკბებით ერთმანეთის ალერსით................ ვიცი, მაგრამ გაბზარულ გულში პაწაწინა იმედი ვარსკვლავად ბრწყინავს და მეც გელოდები, გელოდები რომ ოდესმე გაიგონებ ჩემს სასოწარკვეთილ ძახილს და....... მოხვალ..... მოხვალ და ისევ ისე ძველებურად ჩამიკრავ მძლავრ გულ-მკერდში, ძველებური სითბოთი ჩამხედავ ნაღვლიან, მაგრამ სიყვარულით სავსე თვალებით თვალებში, ვნებიანად დამიკოცნი მოლოდინით გათანგულ ბაგეს და თბილი ასე ახლობელი დაძვირფასი ხმით ნაზად მიჩურჩულებ ყურში
ღამეა...გარშემო ყველას ძინავს.ალბათ შენც და არც კი იცი, რომ ერთი უზომოდ ნაღვლიანი გოგონა ისევ შენ გეძებს. გეძებს ყველგან...დღისით თუ ღამით...გეძებს ცაში , გეძებს მიწაზე...გეძებს მის ახლოს და უზომოდ შორსაც და გპოულობს...ზოგჯერ... ვუყურებ მთვარეს.ალბათ ისიც მხედავს.მინდა ვინმეს დაველაპარაკო,მაგრამ სიჩუმეა,გარშემო არავინაა.ვართ მხოლოდ მე და მთვარე. -...და მას შემდეგ...მას შემდეგ უბრალოდ ნებისმიერ წუთს მინდა რომ ვიტირო.ზოგჯერ უზომოდ მიყვარს,მაგრამ ხანდახან ვერ ვიტან.ალბათ არ გესმის რას ვამბობ,ალბათ გიჟი გგონივარ,მაგრამ... ისევ სიჩუმე. -შენ ბედნიერი ხარ.ყველას ზევიდან დაგვყურებ და ნებისმიერის დანახვა შეგიძლია...ნებისმიერის! ისევ ეს საშინელი, შემზარავი სიჩუმე! უკვე დავიღალე ფიქრით.მინდა დავიძინო და თვალებს რომ გავახელ აღარაფერი მახსოვდეს, მაგრამ ვერ ვიძინებ და მხოლოდ მის სახეს ვხედავ. ისევ ფანჯარასთან ვდგავარ და ვიყურები.ვფიქრობ დაუსრულებლად...და ტელეფონი რეკავს. -არ გძინავს?-ნაცნობი ხმა ჩამესმის და ცოტა მაფრთხობს. -არა -არც მე.ფანჯარასთან ვდგავარ და ცას ვუყურებ. -მეც და.. -და რა? -და ცოტა ხნის წინ მთვარეს ველაპარაკე. -რაზე? -შენზე -მართლა?-და გაეცინა. -გიჟი ვარ ხო? -ჩემსავით -ალბათ... -მიყვარხარ!
და მივხვდი, რომ დავმშვიდდი.ხანდახან მხოლოდ ერთი სიტყვაც კი საკმარისია.ერთი ლამაზი სიტყვა.