უცბათ ქვების ჩხრიალი გაიგონა, მერე ეტყობა დიდი ლოდიც მოსწყდა ქარაფს და თავქვე ხრიგინით და ხეთქებით დაეშვა. გულმა რეჩხი უყო... დათია, დათია...ჩუმად გასძახა მეგობარს. ხმა ვერ მიაწვდინა.. არა და რათ უნდოდა, ხომ უთხრა ქვევიდან შემოვუაროთ და და ხვალ დავლაშქროთ ჭიუხებიო. არ დაიშალა და მაინც წავიდა, დაუბარა: "შენ ქვაბულში ცეცხლი დაანთე და დაღამებამდე მეც მოვალო". დაბნელდა და არ გამოჩნდა. ეხლა ეს ქვების დაცურება რაღა იყო... არა , ჯიხვი და არჩვი ჩუმათ დადიან, ქვას არ დააგორებდნენ. დათია, კიდევ უფრო ხმამაღლა გასძახა, ისევ დუმილი.
ჩამოღამდა ძალზე სწრაფად,რაღაც უცნაური გრძნობა მეუფლება ამ ყოველივეს რომ შევყურებ.უცნაური მართლაც რომ რაღაც განსხვავებული დღეა.თითქოს რაღაც უნდა მოხდეს.სრული უკუნია ირგვლივ,არსაით არაფერი მოჩანს.დავბორიალებ გზააბნეული ბნელ ქუჩებში და ერთზე ვფიქრობ..მხოლოდ ერთ ადამიანზე,მასზე რომელიც უზომოდ მიყვარს და რომელიც შენ ხარ!ვერ გივიწყებს ჩემი გონება და გული,რატომ ვმარტოვდები ნეტავ?ალბად იმიტომ რომ,როცა მარტო ვარ შენს გარდა ვერავის ვხედავ სიჩუმეში კი შენი ხმის მეტი არა მესმის რა..ეხლა ამ სიბნელეში როცა ასე მარტოსული ვარ,უმწეო და ძლიერ შეყვარებული ვამძიმებ ჩემი ყოველი ნაბიჯით ამ მიწას..ვოცნებობ შენი შეხება ვიგრძნო,შენი სახე დავინახო.ვიგრძნო შენი სითბო,მაგრამ ვერ ვიგრძნობ ,რადგან შენ სამუდამოდ გაცივება ამჯობინე.ცად ავაპყრობ თვალებს და ვიგრძნობ თეთრ ფიფქთა ცივ შეხებას.თითქოს შენი შეხება ვიგრძენი ვიხსენე ამით შენი თავიდა ის სიყვარული.შენ ცივ სითბოს და თბილ სიცივეს ვგრძნობ,ისე როგორც ეს სინამდვილეშია.არ მსურს გაჩერდეს ეს თოვა მზად ვარ სულ უკუნში ვიარო ოღონდ ვიგრძნო რომ შენ ჩემთან ხარ და იქნები, მაგრამ თოვა მუდმივად ვერ გაგრძელდება ისე როგორც შენ არ გააგრძელე ეს სიყვარული ..მიყვარხარ ასე ძლიერ და მეყვარები ამაზე მეტად..
გაგახსენდები,მჯერა,რომ გაგახსენდები და გაგეღიმება …და მერე ჩურჩულით იტყვი ”მიყვარდა”… ის ყოველთვის უცნაური იყო…შეეძლო სიცილი და ტირილი სამწუთიანი შუალედებით… ის მაცინებდა….და მე… მას მთელი ღამე ფანჯრის რაფაზე ჯდომა შეეძლო და ჩემზე ფიქრი….თურმე… ის წვიმას უსმენდა და სიგიჟემდე ვუყვარდი… მას სიყვარულის სუნი ჰქონდა და მე კი მისი სიყვარულის სუნი მიმქონდა,როცა მივდიოდი… ის ხშირად იბუტებოდა და ჩხუბობდა…მაგრამ მე უფრო ხშირად… მას ტყუილი და ეჭვიანობა ეზიზღებოდა და თითქოს სპეციალურად ამას იწვევდა ყოველთვის ჩემში… მას სიყვარული შეეძლო…ისე,როგორც არავის არასდროს… ის ძალიან კარგი იყო და ჩემი…თურმე…
მაშინ გკითხავენ:”მაშ რატომ დაშორდით?” გაგეღიმება,სიგარეტის ბოლს გამოუშვებ და იტყვი:”ჩემი იყო და ვერ ვხვდებოდი”…
დაიმსხვრა.... ყველაფერი ერთ წამში დაიმსხვრა.... არადა, გახსოვს რამდენ ხანს ვაშენებდით?.... დაგეღალე.... ისე დაგეღალე, ბრძოლის ძალაც აღარ მაქვს.... თითქოს ხელს გიშვებ, მაგრამ მეშინია უშენობით მარტოობის.... შენთან მინდა!!! ჰო, მინდა და რა ვქნა?! იცი?... როცა იძინებ, შენს სასთუმალთან ვჯდები და სუნთქვას გითვლი.... როგორ მინდა ჩაგეხუტო, მოგეფერო, იცი?..... მაგრამ არ მიშვებ შენამდე.... დაგეღალე... ამდენი უაზრობით დაგეღალე და ვეღარც გეღიმები.... ვერც შენ, ვერც სხვას.... ვეღარ ვიღიმები... მომენატრე!... ძველი გრძნობებით მომენატრე!.... ძველი ფიქრებით, ოცნებებით, ერთად ყოფნით, ჩახუტებით მომენატრე!... შენი თვალები მომენატრა, შენი თითები... მომეფერე რა... შენ რომ გიყვარს ისე მომეფერე!... გულთან მიმიჩუმე... სახე დამიკოცნე... მაგრად ჩამიკარი და... ჩემი კანის სურნელი იგრძენი თავიდან!... ყელთან შენი სუნთქვა მაგრძნობინე... თვალები დამიკოცნე... თითებით მომეფერე სახეზე!.. ტუჩები გააღიმე... გამაღიმე!... ჩვენს გრძნობაზე ილაპარაკე, არ გაჩუმდე!... შენი ოცნება დამიხატე... გულTან მიმიკარი!... ისე მომეფერე... დამიბრუნდი!.... დამიბრუნდი...თორემ... ....თორემ შემშლის უშენობა
იცი?!ცოტა მოვიწყინე.უშენობა დამეტყო.იცი როგორ მომენატრე?!სიტყვები არ მაქვს,რომ გითხრა ყველაფერი.ყელში მეჩხირება თითოეული სიტყვა,რაც შენთვის მაქვს სათქმელი.ძალიან ძალიან მომენატრე.ჩუმად ვარ და ეს სიჩუმე ყველაფერს ამბობს.გული ყვირის..ბოლო ხმაზე ყვირის,მაგრამ მისი ხმა ჩემს გონებასაც კი არ ესმის ან არ სურს რომ გაიგოს.მგონი უფრო არ სურს!...იმიტომ კი არა,რომ სიმართლის ეშინია...არა!!! უბრალოდ იმიტომ,რომ არ სურს შენზე ფიქრი.ხომ გაგიგია:"ფიქრი ფიქრია ფიქრი რთულია ფიქრის მიზეზი სიყვარულია!" ეს არის მიზეზი.გონებას არ სურს სიყვარული დამეუფლოს.მაშინ ხომ გული გაიმარჯვებს.დამარცხება არ სურს გონებას.გული კი ყვირის...იბრძვის...მაგრამ მისი ხმა ჩემს სიჩუმეში იკარგება...მაპატიე...მე ხმას ვერ ამოვიღებ,სანამ შენ არ მეტყვი..შენ კი დუმხარ..მაშ სიჩუმემ გაარკვიოს ყველაფერი.
იცი?!ცოტა მომენატრე...უშენობა დამეტყო...იცი როგორ მიყვარხარ?!
ტკივილიანო სიყვარულო ჭაღარა თმებით,
კარგა ხანია, რაც ერთმანეთს ფარულად ვხვდებით,
უცხო თვალისგან საიმედოდ გვიფარავს ფარდა,
სწორედ ამიტომ არავინ იცის მე და შენს გარდა,
თუ რა ტკბილია და რა მწარე ყველა შეხვედრა,
ჩემთვის რამხელა სიმდიდრეა შენი შეხედვა,
როცა შენტან ვარ მაშინა ვარ მხოლოდ ძლიერი,
ხმამაღლა ვერა მაგრამ ჩუმად ვართ ბედნიერი,
მალულ სიყვარულს სხვა ძალა აქვს სხვაგვარი ეშხი,
რამდენი ხანი ვიცხოვრეთ და ეს შეგვრჩა ხელში,
რა ოცნებებით შევცქერით ცას რა გარინდებით,
თუმცა კი ვიცი რომ ვერასდროს ვერ გავფრინდებით,
და მაინც ჩემო, არ ვნანობ რომ ასე მოხდა, ჰო წუხელ მართლა რა საოცრად რა თეთრად თოვდააა.
ცრემლები თვალებზე გადაღლილ თვალებზე უხმო ქვითინი... და ჩუმი გოდება... შენზე ოცნება... ლამაზი ოცნება... ისევ ფიქრები და მრავალი მონატრება . . . როგორ მენატრები, როგორ მენატრები ... შენი გულუბრყვილო, ბავშვური გამოხედვა... შენი შეხება შენი საოცარი ხმის გაგონება ... და ისევ შენთან ჩუმი ჩახუტება... ყოველ წუთს ჩამესმის შენი კისკისი... და სულ თვალწინ მიდგას შენი გაღიმება... შენი ლამაზი თვალების დანახვა უზომოდ მენატრება... და ყველგან მელანდები... დრო მიდის... მიფრინავს შენზე ოცნებებში... ყოველდღე ველოდები შენს დაბრუნებას... ისევ ჩამოღამდა ჩემს ცხოვრებაში... არ ვიცი საით გავექცე ამ წყვდიადს... დრო გადის და მაინც გრძელდება ცხოვრება... გრძელდება უშენოდ და შენზე ფიქრებში... ვერ ვუძლებ უშენოდ ამ სასტიკ ცხოვრებას... და ყოველ წუთს გეძებ . . . სევდიან ნისლებში . . .
ახლა სანაპიროს ჩამოვუყევი. . . შენზე ვფიქრობ. . .თურმე ვტირი. . . მე კი ვერც ვამჩნევ. . . თუმცა რა გასაკვირია. . . მე ხომ სულ ვტირი. . . ცრემლები თავისით მოგორავს და იმედი აქვს, რომ შენამდე მოაღწევს. . . როგორ?. . . თუნდაც წვიმის სახით. . . მე გამუდმებით ვფიქრობ. . . სულ ტვინი მეჭყლიტება ნუთი შემიძლია მე ამ უსუსურ არსებას, ასე რამ გავაკეთო, რომ შეგიყვარდე. . .:( მე დავდივარ. . . სულ ფეხით დავდივარ. . . ნეტავ რატომ? ალბათ შენ გეძებ. . . ალბათ ჩემში ის პაწაწინა ნაპერწკალი, რომელიც ძლივსღა ბჟუტავს. . . მაინც არსებობს და გაღვივებას ელოდება. . . მაგრამ ეჭვი მეპარება, ეს ნაპერწკალი თუნდაც პაწაწინა კოცონად გადაიქცეს. . . ბნელა. . . ხალხი აქა-იქ ბოდიალობს. . . ალბათ ისინიც ჩემნაირი გიჟები არიან. . . ყველა ბიჭის დანახვაზე გული ბარტყივით მიხტის. . . ყველა მგონიხარ. . . მგონი გავგიჟდი. . . თუმცა ამას ველოდი კიდეც. . . ერთ ბიჭს მხარზე ხელი დავადე, რომ შემომხედა და ჩემი საშინელი სახე და ცრემლებით სავსე თვალები დაინახა უკანმოუხედავად გაიქცა. . . ალბათ შენც ასე მოიქცეოდი. . . ვის რაში ვჭირდები?. . . მითუმეტეს შენ. . . გამოთაყვანებული სახით. . . ტირილისგან ჩაცვენილი. . . არაფრისმთქმელი და სისხლიანი თვალებით?. . . უჭმელობით ჩამომხმარი, ჩონჩხად ქცეული სხეულით?. . .მე ხომ ერთი არარაობა ვარ. . . რომელიც მოჩვენებასავით დადის და მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობს. . . უცებ მტკვარს გადავხედე. . . თითქოს ისიც დარდიანად, ნელა, ჩაუწვდომელი სევდით მიდიოდა. . . ისე მიდიოდა თითქოს ეზარება და აძალებენო. . . უცებ გავჩუმდი მტკვარში შენი სახე აშკარად ჩანდა. . . ასეთი რეალური მოჩვენება არასდროს მინახავს. . . ჩემი სევდით სავსე გული გაბრწყინდა. . . მე შენთან წამოვედი. . . გაშლილი ხელებით წამოვედი და ჩაგეხუტე. . . დილა გათენდა. . . ეს სევდიანი დილა იყო. . . მაგრამ თავისუფალი, რადგან ამ დედამიწას ერთი არარაობა გამოაკლდა. . . წამყვანები დამწუხრებული სახეებით აცხადებდნენ მტკვარში დამხრჩვალი გოგონას შესახებ. . . დედაჩემი გათიშული ეგდო სავარძელშუ და თვალებით ჭერს მიშტერებოდა. . . შენ ფეხშიშველა გამოტანტალდი. . . თვალები მოიფშვნიტე. . . დაამთქნარე. . . პულტი ხელში აიღე და ტელევიზორი ჩართე. . . შენთვითონაც გაგიკვირდა ასეთი რამ რატომ გააკეთე. . . არასდროს გაინტერესებდა ქვეყანაში მომხდარი ამბები. . . ახლა კი დიდი ინტერესით დააჭირე შენი პატარა თითები პულტს და ცართე. . . იქიდან მე გიღიმოდი. . . სევდიანი თვალებით გიყურებდი. . . კორესპონდენტმა კიდევ ერთხელ გამოაცხადა ჩემი სახელი და გვარი. . . შენ პულტი ხელში გაგიშეშდა და მოძრაობის უნარი დაკარგე. . . ახლა კი გხედავ ჩემს საფლავზე ხელებში თავჩაგრულს 15 წითელი ვარდი გიდევს კალთაში. . . შენი უძიროდ ლამაზი თვალებიდან კი გამალებით ეცემიან ცრემლები ჩემს გაყინულ გულზე. . .
mარტო ვზივარ, მოვიწყინე ბნელ ოთახში, ბნელა იმ ოთახში, სადაც არავინ, არავინ, არავინ მეგულება. . .სადაც სიჩუმე ფანტავს ოცნებას, სიჩუმე არღვევს აქ მეუფებას, რომელიც ძლეულს ერთს შეუძლია. . . ბნელა ოთახში და მე ისევ მარტო ვარ, მე და სიბნელე. . . სიჩუმეა, ძველებურად გარინდულია აქ ყველაფერი. . . . სიჩუმე მიხმობს. . .ეს უცნაური დიადი შეგრძნება. . . გულში მიხუტებს. . .ჩემი გულის ხმა მხოლოდ მას ესმის. . .მხოლოდ მას ესმის იმ თბილი ალერსის, რომელიც უწინ იმ ქალს ესმოდა. . . იმ ერთადერთს. . . ქალმა, რომელმაც თბილი ალერსი მე შთამაგონა. . . ლამაზი სიტყვები. . . თბილი ხელები. . . წყლიანი თვალები. . . ნაზი მოფერება. . . ალერსიანი თბილი ამბორი. . .ასე უსასრულოდ, ეს მან მასწავლა. . . ბნელ დიდ ოთახში, სადაც ოდითგან სიჩუმე ფანტავს ლამაზ ოცნებას, სადაც მრავალჯერ მე მიფიქრია, სადაც მრავალჯერ დანგრეულა უბიწო კოშკი. . .აქ მოფერებით ჰაერი სუნთქავს, აქ სიახლოვე ეულად რჩება, აქ ბევრი ფიქრი უსასრულოა, აქ ყოველივე უსახურია. . . ბნელ დიდ ოთახში ახლა მარტო ვარ! ბნელა და ცრემლები მარგალიტივით უღიმიან მოგონებებს, ბნელა და ცრემლები მისი ხელებივით ეალერსება მოწყენილ ღაწვებს, გაბუტულ ტუჩებს. . . მარგალიტები მოეხვია ყელზე სათუთად, მარგალიტები, სველია ისინი. . . ბნელ დიდ ოთახში თეთრი პერანგი მოჩანს ლანდივით, ირხევა, თრთის თუ ეშინია?! ნაცნობ სარეცელზე უკვე ის აღარ წევს. . . ნუთუ დამივიწყე?! ჩუმად, ფაქიზად გადმოვიღებ იმ ძველ სურათებს. . . ვათვალიერებ. . . სიბნელე არის. . . არ მოჩანს არსით სხივი ნათელი. . . ბნელ, დიდ ოთახში ეულად დარჩენილი არვის მოველი იმ კაცის გარდა, რომელიც არ ჩანს, დააგვიანდა!. . დააგვიანდა!. . . კმარა უკვე ფიქრიც, კმარა, მის მაგივრად სიბნელე დამეუფლა!. . . ბნელა დიდ ოთახში. . . ბნელა, კვლავ მარტო ვარ. . .
შენთვის ვილოცებ მინდა, რომ შენ დამესიზმრო.... რომ იცოდე, რამდენს ვფიქრობ შენზე, მართლა მოვყვებოდი ამაღამდელ სიზმარს. თუ ამაღამ დამესიზმრები, აღარ გადავრლიდი ფიქრებით ღამეს და მცირე ხნით მაინც დავუთმობდი ძილს ჩემს გატანჯულ სულსა და გულს... თუ შენ დამესიზმრები, სიხარულისაგან გალამაზებული სახით ვივლი ხვალ ქუჩაში... თუ დამესიზმრები, მარტო შენ გაგიმხელ, რატომ ბორგავენ და ვერ ჩერდებიან ერტ ადგილზე ტალრები ზღვისა.... მარტო შენ გამოგიტყდები, მზე და მთვარე რამ დააშორა, ან მოკიაფე ვარსკვლავები რატომქრებიან ცისკრის ჟამს... გიამბობ, რაზე ჩურჩულებს ასე დაუსრულებლივ ფოთლები.... ან წყარო ვის ამბავს ჰყვება. ანდა ზეციდან წამოსული სპეტაკი ფიფქი, რატომ ისწრაფვის ასე მიწისკენ... მარტო შენ გეტყვი დადუმებულ ზართა გულისთქმას და მოგიყვები გაფრენილ ჩიტთა დარდზე. მერე გაჩვენებ, მოხეტიალე ქარი სად ბუდობს.... ანდა, ვიღაცა ყველას დაუკიტხავად სულში ასე რატომ შემოდის. ან ბოლოს ეს გზა სად მიგვიყვანს, სად მთავრდება... შენთვის გავამხელ სიხარულისა და მწუხარების დიდ საიდუმლოს.... მოვასმენინებ ვრცელ მელოდიას ამ ცხოვრების ზღაპარზე... და თუ შენ მოხვალ ჩემს სიზმარში, ნუ გეშინია, არ მოგეფერები, რათა არ დაგაფრთხო.... მერე კიდევ რომ გამეღვიძოს, თვალს არ გავახელ, სუნთქვას შევწყვეტ, ისე გავუძლებ, მართლა ისურვებ ჩემს სიზმარში ყოფნას.... ოღონდ მოდი ჩემთან სიზმარში და თუ გინდა წამარტვი ის თბილი სუნთქვა, მე რომ მაცოცხლებს.... არ შეგეშინდეს! მე გადავრჩები, დავრჩები და ვიარსებებ ამ ქვეყნად მაინც... ვიჩქარებ, მარტო იმისათვის გავახილო კვლავ ამქვეყნად თვალი, რომ დაგინახო და მერე... მერე, კი იცი?... დაღამებამდე ვინებივრებ იმ თეთრ ღრუბლებში და ცისფერ ცაზე... ყველა კენჭს ავყრი ზღვის ფსკერიდან, ავაცეკვებდი იმ სწრაფ ტალღებზე... და მე დავკოცნი ნიავს, ქარს, სიოს მაგ სუნთქვის ნაცვლად და მერე შეიძლება გავყვე იმ მოცახცახე ალს, სადღაც უხმაუროდ... ეს არ იდარდო1 მერე რა მოხდა! ეს არაფერი. საქმე ის არის ნეტავ თუ მართლა დამესიზმრები?