მე შენი მონატრება მომენატრა. . .მინდა კვლავ მიყვარდე, მძულდე, მჯეროდეს შენი, კვლავ ვკარგავდე შენს იმედს, კვლავ მენატრებოდე. . .მინდა შენს არსებობას ისევ ვგრძნობდე. . . მაგრამ დრო გაილია, საათი წელს მიჰყვა და ასე გავიდა მთელი ცხოვრება. . .მიჭირს გონებაში შენი სახის აღდგენაც, ვნანობ მხოლოდ ერთს, ჩემს ერთადერთ სიტყვას. . . დროის დაბრუნება მინდა, მაგრამ ამდენი ხნით? ეს ხომ შეუძლებელია. . . აი რა შეიძლება გახდეს ოცნებად. . .ტელეფონის ზარი, რომელშიც შენს ხმას გავიგონებ და შეშინებული ხმით გეტყვი, რომ ის, ჩემი ბრალი იყო. . .ჩემი ბრალი იყო ნაკუწ_ნაკუწ აწყობილი დროება კვლავ ნამსხვრევებად რომ ვაქციე. .. ზოგჯერ ფიქრი მიბყრობს..გამახსენდება დიიიდი ხნის წინანდელი ამბავი...ეს მოგონება ძალიან სასიამოვნოა. . .მახსენდება ყოველი წუთი და წამი...თითქოს შეუძლებელია ყველაფრის დეტალურად აღქმა, მაგრამ ის, რაც სამუდამოდ გინდა, რომ გულში შეინახო, დაუვიწყარია. . . მინდა ეს ფიქრები კვლავ ჩემთან დარჩნენ და შემ,დეგ ჩემთან ერთად მიებარნონ მიწას...არავისთვის არ მინდა გაზიარება, ის მხოლოდ ჩემია... ეხლაც ფიქრი ფიქრს მოეძალა, ქვემოთ დალაგებული ზემოთ ამოვიდა და გონებამ ისევ აღგიდგინა. . . ეხლა მინდა კვლავ მახსოვდე და მჯეროდეს, რომ ცხოვრებაში ერთხელ, შემთხვევით შეგხვდები და თუნდაც სხვასთან ერთად შორიდან თვალს შეგავლებ .....
მზემ ოთახში შემოანათა და თვალები გავახილე,გავახილე და დაგინახე,შენზე ლამაზი არავინ დამინახავს,...იმ წამს ისე მომინდა შენი ჩახუტება,ჩენი კოცნა...ისეთი ლამაზი იყავი...ისეთი ლამაზი ტუჩები გქონდა...თუმცა,გული დამწყდა,არასდროს შემომხედავ,არასდროს მოგინდება ჩემი კოცნა,ჩემი ჩახუტება,ჩემი სიყვარული,არ ვიცი რატომ,ალბათ იმიტომ რომ არ ვარ შენი ოცნება...შენ რომ ჩემი ოცნება ხარ...მე შენ რომ მიყვარხარ...
იქ,რიონზე ბონდის ხიდი ქანაობდა... გავდიოდი გაღმა, ხარეს და ჯადოსნურ ლერწამს ვთლიდი. თურმე ბეწვის ხიდი იყო, მე მეგონა ბონდის ხიდი. ვიღაც ქალი ბჟოლას სხეპდა და ვაზს უმაგრებდა ჭიგოს, მემეგონა გლეხის ქალი, თურმე ღვთისმშობელი იყო... ვიღაც შუბლზე ხარს კოცნიდა, და მთესვარად ხნულს მისდევდა, თურმე ქრისტე-ღმერთი იყო,მე მეგონა გუთნის დედა. იქ ერთ ბიჭთან ვჭიდაობდი,ხათრს არ მიტეხავდა ისიც.. თურმე ამირანი იყო, ძმა ბადრის და უსუპისი. ერთი გოგო მომეწონა – ირმის ჯოგს წველიდა მთაში, თუ ქალღმერთი დალი იყო, ბრიყვმა რა ვიცოდი მაშინ. კოლხის ქალი მყავდა ძიძად – ამორძალი ენამწარე, ნიშა ხარის სიყვარულიც იმ მხარეში შემასწავლეს, დედაჩიტი ბარტყებისთვის ღმერთს უნთებდა თაფლის სანთლებს. ჩიტის ლოცვას ყურს ვუგდებდი და იმ მადლით გავიზარდე. გზაზე ბერი გადამიდგა... შემომცინა " გიხაროდენ ". -წადი, შვილო, და რაც ნახე, ქართული ხმით იგალობე.
ადამიანური სიბრძნე იუწყება... ფრთხილად იყავი-ქალს ნუ აატირებ , იმიტომ რომ ღმერთი ითვლის მის ცრემლებს! ქალი წარმოიქმნა კაცისნეკნისგან. არა ფეხებისგან, რომ დამცირებული ყოფილიყო, არც თავისგან, რომ აღემატებოდეს მას. არამედ გვერდისგან, რომ იყოს შენ გვერდით და შენი თანასწორი. ხელის ქვევიდან, რომ იყოს დაცული და გულის მხრიდან,რომ იყოს საყვარელი...!!!!!
უსასრულოა იმედი... მთელი ცხოვრება ელოდები... ელოდები... გჯერა, რომ აუცილებლად მოვა. მან ხომ იცის, რომ შენ მის გარეშე გაგიჭირდება, უმისობა ბევრ ცრემლს გაღვრევინებს...ტირი, მაგრამ გჯერა, რომ აი უკვე დრო დადგა, მოვიდა შენი ჯერი, გრძნობ მის თბილ სუნთქვას, ცხელი თითების კვალს გრძნობ მხარზე... უცებ სულ წამიერად გაირინდები, თითქოს გეშინია შენი სუნთქვით მას ხელი არ შეუშალო. მაინც ვერ მოისვენებ უკან მიიხედავ და სულ სადღაც შორიდან გიცინის და ამ სიცილით უნდა გითხრას, რომ:
ჩემს გულში სამი სანთელი ანთია: სიყვარულის, იმედის და რწმენის... ვუფრთხილდები რადგან უსიყვარულოდ არ იცხოვრება, უიმედოდ არ შეიძლება გიყვარდეს და გჯეროდეს, რწმენის გარეშე კი სიყვარულიც და იმედიც არარაობაა!
ალბათ გულს ვერასოდეს უბრძანებ სიყვარულს...მისი შენარჩუნება უდიდეს მსხვერპლს მოითხოვს: პასუხისმგებლობის გრძნობა ერთი-ორად ზრდის ეჭვებს, ფიქრსა თუ ოცნებას. ყველა შეყვარებული წყვილი ერთმანეთს ჰგავს. მათთვის მთავარია უყვარდეთ და ენატრებოდეთ, ფიქრობდნენ და ოცნებობდნენ...
მე წავედი შენგან.. წავედი და გატკინე..იმედები გაგიცრუე..რისთვის წავედი?? -ალბათ იმისთვის რომ მტკიოდეს მთელი ცხოვრება.. შენ მე მივიწყებ ეგუები ცხოვრებას ჩემს გარეშე. და შენი ცხოვრების ის ფურცელი სადაც მე ვიყავი ამოხიე .,
მიყვარხარ…ძალიან მიყვარხარ…შენი სუნი და ხმა სიგიჟემდე მიყვარს… მიყვარხარ,როცა ჩემთან ხარ…და მაშინაც,როცა არა ხარ…. მიყვარს შენზე ფიქრი…ჩვენზე ფიქრი მიყვარს… მიყვარს წელიწადის ყველა ის დრო,როდესაც ერთად ვიყავით…