gmerts kitxes...
იყავი უბრალო და გულით ღირებული და არა უგულო და ძვირად ღირებული

ყველაზე მეტად რა გაოცებთ ადამიანში?-ჰკითხეს ღმერთს და მან უპასუხა..." მათ სწყინდებათ ბავშვობა,ისინი ჩქარობენ გაზრდას და შემდეგ ოცნებობენ ბავშვობის დაბრუნებაზე. ისინი ფულის კეთებაში კარგავენ ჯანმრთელობას შემდეგ ამ ფულს ხარჯავენ ჯანმრთელობის აღდგენაში. ისინი იმდენს ფიქრობენ მომავალზე, რომ ივიწყებენ აწმყოს იმდენად, რომ არ ცხოვრობენ არც აწმყოში და არც მომავალში.ისინი ცხოვრობენ ისე თითქოს არასდროს მოკვდებიან და კვდებიან ისე თითქოს არასდროს უცხოვრიათ...

ნანახია: 489 | კომენტარები: 0 | ავტორი: Temo სრულად...

**********

ჩემთან მოდი,
განა რამე, მოდი ისე,
სულ უბრალოდ, როგორც გუშინ,
მერე ჩემი გულის ცემა მოისმინე,
ან მაჯაზე დამითვალე პულსი.
ამომიშრე ამღვრეული მზერა,
რაც უშენო შეგრძნებები განმიცდია,
ახლა თითქოს დროს თვალებით ვემტერები,
წვიმა უკრავს ჩემს ფანჯრებზე ლოდინს,
რახანია გეძახი და მოდი
ტუჩზე შენი ცხელი სუნთქვა შემატოვე,
მერე თუ გსურს უმიზეზოდ მიმატოვე,
წასვლამდე კი ამიჩეჩე თმები.
იქნებ აღარც გაგიბრაზდე სულელურად
იქნება სულაც აღარ გაგებუტო,
მაგრამ ახლა მოდი, გინდაც უნებურად,
თუ გიყვარდე... უნდა ჩამეხუტო!

ნანახია: 489 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*******
ჩემთვის ბევრს ნიშნავ ...
არ მიყვარხარ
მაგრამ ჩემი ხარ,
ეგოისტი ვარ ვეჭვიანობ
ყველა გამვლელზე,
ტროტუარებთან ჩამოჯდება
დილა შენთვის და
წინ გადაგიშლის საოცარი ქალის სახეებს.
მამაკაცი ხარ
გაიხედავ ალბათ და ლამაზ
საოცარ თვალებს წააწყდები გაჩერებაზე,
ტრანსპორტირება არ ჭირდებაო ამბობენ გრძნობებს
თავად მიდის და მონუსხული თან გაგიყოლებს.
ჩემთვის ბევრს ნიშნავ...
არ მიყვარხარ,
კვლავ თავს ვირწმუნებ
და ცხელ ასფალტზე გადავღვარე შენი სახება,
ნერვებს ვატარებ აწეწილი თმის დასამაგრად
და ვეძებ შენში ჩემი თავის რამე მსგავსებას.
ჩემთვის ბევრს ნიშნავ...

ნანახია: 458 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

**********
ღმერთო რა ძნელი ყოფილა რეალობა, ღმერთო რამხელა ტკივილი დევს რეალობაში...
ნანახია: 529 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

siyvarulis dzala
ჩვენი გაცნობა, ალბათ, უფალმა ინება! ოთხი წელი დიდი დროა იმ პატარა გოგონასთვის, რომელიც ახლა უნდა იწყებდეს ცხოვრებას. მაგრამ ღვთის ნებას ხომ ვერ გაექცევა ვერც ერთი ადამიანი?!
ოთხი წლის წინ თოვლის მოსვლას ვნატრობდი, სწორედ მაშინ გაგიცანი . . .
_ ნატვრის თვალი რომ ვიყო, რას ინატრებდი? _ მკითხე უეცრად. მე დავიბენი, შემეშინდა, გაქცევაც დავაპირე, მაგრამ ფეხები არ მემორჩილებოდა.
_ უცხოოებს არ ველაპარაკები!
_ უცხო რომ არ ვიყო, რას მიპასუხებდი?
_ არაფერს!


ნანახია: 209 | კომენტარები: 0 | ავტორი: Temo სრულად...

chios sevda..
ტირი?
_ჰო, ვტირი...
_მერედა რატომ?_ეს მკითხა ქარმა დარჩენილს მარტოდ.
_გიყვარს?
_ჰო, მიყვარს...
_რამ შეგაყვარა_ დამძახის ქარი, მე უფრო მეტად მომაწვა დარდი... ქარი კი
ქროდა დღისით და ღამით, და მეკითხება:
_რად გიყვარს მაინც? თუ მიგატოვა და გიღალატა ის სიყვარულის რაღა ღირსია?
_დამნაშავეა, მაგრამ რა ვუყო, რომ ჩემი გული მხოლოდ მისია...
_პატარა ქალო ნუ გადამრიე აღარ უყვარხარ ის ხომ სხვისია.

ნანახია: 428 | კომენტარები: 0 | ავტორი: Temo სრულად...

რა მჭირს .........
ვერ გავიგე რა მჭირს. რაღაცნაირად ვარ. სიცარიელეს ვგრძნობ, სრულ სიცარიელეს, თითქოს გარშემო არავინაა… < ცარიელ ჭას ვგავარ,ვინც რას ჩასძახებს იგივეს, რომ უბრუნებს.. ჭას რომელიც სიღრმეშია ჩამალული, ჩაკეტილი, მარტოსული… ნეტავ რატომ დავიწყე წერა ? ალბათ იმიტომ რომ მხოლოდ ამის გაკეთებაღა შემიძლია. დავკარგე ყველა, მეგობარი ახლობელი თუ სიყვარული! დავკარგე ნდობა, სიყვარული,მონატრება, სიმდაბლე, ცრემლებიც კი დავკარგე. . კიდევ ის გრძნობა დავკარგე, აი ესემესი რომ მოგივა მეგობრისგან და რომ უნდა გაგეღიმოს, მე ღიმილის ნაცვლად ვკითხულობ და ტირილს ვიწყებ. ეს ყველაფერი არა ჩემი არამედ იმ "დაქალების” ბრალია რომლებსაც მთელი სულით და გულით ვენდობოდი. ალბათ შევცდი ძლიერ, ჩემ თავს არ ვაპატიებ არასდროს იმ ცრემლებს რომელიც გუშინ აღარ ჩერდებოდნენ და მთელი ღამე გამათენებინეს. აღარავის ესმის ჩემი. არავის არ ვუყვარვარ, ისე როგორც მე მინდა, მაგრამ სიძულვილთან შედარებით ვინმეს რომ ცოტათი მაინც ვუყვარვარ ეგეც ნიშნავს ჩემთვის რაღაცას. სხვისი სიყვარული ჩემთვვის მილიონის ფასია. ვინმეს რომ ვუყვარდე საკუთარ თავსაც გავწირავ. "ვინმეს რომ უყვარხარ კარგია” . მონატრება მენატრება. მახსოვს სულ მენატრებოდა მახსოვს სულ მიყვარდა, სულ ყველას ვენდობოდი, სულ თავს ვიმდაბლებდი, სულ ვტიროდი. მაგრამ, ეხლა ყველაფერი შემობრუნდა თითქოს. მონატრება მეზიზღება, არავინ აღარ მიყვარს, აღარავის ვენდობი, აღარ ვიმდაბლებ თავს და აღარც ვტირი, რადგან როცა ამ ყველაფერს ვაკეთებდი ყველა დამცინოდა. რა ადვილად შემიძლია დავკარგო ადამიანი რომელიც მთელი გულით მიყვარს , რომლისთვისაც შემიძლია თავი მოვიკლა, შემიძლია 20 წლის სიცოცხლე დავთმო რომ მათ 20 წელი სულ ბედნიერად იცხოვრონ. თურმე ყველა მიყენებდა , თურმე მემათთვიც მხოლოდ გოგო ვიყავი რიმელის სახლში დატოვება უტყდებიდათ რომ არ გაბრაზებულიყო მხოლოდ მაგიტომ. იმიტომ მიდიოდნენ მასთან რომ კომპიუტერთან დამჯდარიყვნენ, იიტომ დადიოდნენ მასთან ერთად რომ ფული ქონდა, იმიტომ უყვარდათ რომ ციფრული ქონდა , მე კიდევ… მე კიდევ მეგონა.. თუმცა რა აზრი აქვს რა მეგონა.. ყველაფერმა ჩემს ცხოვრებაში აზრი დაკარგა. ყველას სასაცილო ვარ რადგანაც მსუქანი დაბალი და შეუხედავი ვარ. არავის ჭირდებვა ჩემი სიყვარული , მაინც არაფერში არგიათ . მატყუებენ! ტყუილის თქმას მირჩევნია გულში დანა დამცენ და უფრო ბედნიერად ვიქნები ვიდრე ტყულის თქმის დროს ვარ.

შემიყვარდა.. გადის დრო და უფრო და უფრო მიყვარდება… მას კი ალბათ როგორც მეგობარი ისე ვუყვარვარ. მე კი გრძნობა მაქვს მის მიმართ . სულ მენატრება. სულ მინდა ვხედავდე და ველაპარაკებოდე.. გუშინ მთელი ღამე ვერ დავიძინე, ბედნიერებისგან! არადა არაფერი მომხდარა საერთოდ.უბრალოდ წარმოუდგენელ ბედნიერებას ვგრძნობდი. ორი დღეა ერთ ვიღაცაზე ვფიქრობ. არა სხვანაირადა არა, არც მეგობრულად. უაზროდ ვიცი ადამიანებზე შეჩვევა და მათი შეყვარება.ყოველთვის გულნატკენი ვრჩები ხოლმე.
თუ მე არ მივწერე არ მწერს. არ ვახსენდები . და გადავწყვიტე……….
გადავწყვიტე………
რომ თავს დავანებებ , ჩავიკლავ გულში იმას რაც მაქვს. დავივიწყებ ყველას და ყველაფერს. შევცვლი ცხოვრებას.

ნანახია: 489 | კომენტარები: 1 | ავტორი: eka სრულად...

Didi siyvaruli...
-ღმერთოოოოოო... ასე რატომ დამსაჯე, რატომ წამართვი? რისთვის? ღმერთო თუ მართლა არსებობ, მიპასუხე რატომ გააკეთე ეს? მას ხომ შენი სჯეროდა, სწამდა. მიპასუხე რატომ დუმხარ? იცი ის ყოველთვის ამბობდა რომ შენ ხარ მთავარი ამ ცხოვრებაში, ასე მეუბნებოდა ღმერთი მოწყალეაო და სამსახურს გაშოვნინებსო. ღმერთი მოწყალეაო!!! რატომ არ გამოიჩინე მოწყალება მის
 მიმართ, ის ხომ პატარა უსუსური ანგელოზი იყო. რატომ წაიყვანე? რატომ დამაშორე?

ნანახია: 482 | კომენტარები: 0 | ავტორი: Temo სრულად...

erti naxvit...

92 წლის სუსხიანი ზამთრის დილა თენდება. თენდება კიდევ ერთი უიმედო, მშიერი დილა, საბურავიც ჩაიწვა, აღარაფერია დასამატებელი...ეს ოხერი მალე მაინც გათენდეს, სიცივე ძვალ-რბილში ატანს.გარიჟრაჟთან ერთად ხალხიც მატულობს...ლაპარაკი... მე აქ ამის წინ ვიდექი...ეს ჩემთან ერთად იდგა...ჩვენ აქ არ ვიყავით, არ გახსოვთ? რიგი ნელ-ნელა გაიწელა... რიგი, პურის მაღაზიასთან...ამდენი მშიერი სახე...ამდენი მშიერი ადამიანი.... სამი დღეა გრიპმა ჩააგდო და არაფერი უჭამია....წუხელ გაბედა...სიცხიანი ადგა და რიგში გაათია... პურის რიგში...სხვა არაფერია, დახლები ცარიელი... დამშეული ხალხი...

ნანახია: 467 | კომენტარები: 0 | ავტორი: Temo სრულად...

siyvaruli xemac icis
აქვს კიდევ სიცოცხლეს აზრი?.. რატომ?.. რატომ?.. მის მკლავებზე ლევს სულს, ის ვინც გვერდით ედგა ამდენი წლის განმავლობაში. როგორ ესიყვარულებოდნენ ერთმანეთს...როგორ იწევდნენ ერთმანეთისკენ...როგორ ილტვოდნენ ერთმანეთისკენ...ეხლა?.. მისწვდა...მისწვდა მაგრამ რა? ის მის კალთაზე ლევს სულს. ნელა, ძალიან ნელა მოდის სიკვდილი, იქნებ ეშველოს? ასე თავის კალთაზე ეყოლება მთელი სიცოცხლე, ოღონდ კი გადარჩეს, ოღონდ კი ... ნეტავ შეეძლოს, თავის კალთაზე, თავისი სითხით აზარდოოს, თავისთან ყავდეს, მაგრამ...მუხთალი ყოფილა წუთისოფელი.
ნანახია: 456 | კომენტარები: 0 | ავტორი: Temo სრულად...

« 1 2 ... 4 5 6 7 8 »
Website builder - uCoz