menatrebi......
me dges cvimam momanatra sheni tavi,
cremli momdis menatrebi zalian,
shen xom chemi siyvaruli uaryavi,
shen xom chemtvis ukve agar gcalia

ნანახია: 487 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

************
ორი ობოლი კოცნა სიკვდილ სიცოცხლის ზღვარზე,
შენი თვალების ზეცა, ვით სიარული ზღვაზე.
უსასრულობის შემდგომ შეყრა ცხოვრების გზაზე,
მოდი ამავსე შენით მარადისობის კარზე.
მართლაც ვერავინ ხედავს, მართლაც ვერავინ ამჩნევს,
როგორ ერთდება ორი უხილავ სიტყვით სვლაზე.
მე შენ თავს აღარ დავთმობ, აღარ დაგტოვებ მარტო
დასრულდა ჟამთა სრბოლა დროა მღერისა ქნარზე.
რას ვიფიქრებდით მართლაც, ამდენ ტკივილის მერე,
თუ გაქრებოდა ბოლოს ორიათას წლის ღამე.
ჩაგიკრავ გულში ჩემო და შენ სიყვარულს დავლევ,
მიყვარხარ უფრო ძლიერ ვიდრე ვინმეს და სადმე!

ნანახია: 508 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

***********
სულში აგიგე თეთრი შენობა... 

უხილავი თბილი ტაძარი...

მყარია იგი...

და ვერ წარეცხს ვერც ქარი, წვიმა,

ვერცა დრო-ჟამი...
სულში აგიგე უწმინდესი, თეთრი ტაძარი...

შენა ხარ ჩემი ოცნებების ჩუმი ზღაპარი...

ჩემი გულის უნაზესი მელოდია,

ჩემი სულის უწმინდესი ლამპარი...
შენა ხარ ჩემი თეთრი ფიქრი და ჩუმი მზერა,

ჩემი ფიქრის და ოცნებების ჩუმი ზმანება.
შენა ხარ ტკივილი, ეჭვი, დარდი, იმედი, რწმენა...
შენა ხარ ჩემი სიყვარულის ჩუმი სიმღერა....

ნანახია: 526 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

**************
არ მითხოვია - ჩემთან მოდი... თავად მოხვედი...
თავად ინდომე ჩემი გულის დაპატრონება.
არ მითხოვია - მომიწყვიტე ციდან ვარსკვლავი...
შენ თავად გსურდა მოგერთმია მთელი ქონება.

არ მითხოვია - ვიყინები. ხელებს გამითბობ?..
შენ მოინდომე გეგრძნო ჩემი ხელების სითბო.
არ მითხოვია - ჩამეხუტე და არ გამიშვა...
არ მითხოვია და მე დღემდე არაფერს ვითხოვ...

არ მითხოვია - გამიღიმე... თავად მიღიმი.
ჯიუტი ბავშვის ფრთხილი კოცნა საჩუქრად მიგაქვს...
არ მითხოვია - ჩემი გულის კუნჭულში დარჩი...
შენ ჩემში, ჩემგან უკითხავად დაიდე ბინა

ნანახია: 525 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*************
მე შენ გაჩუქებ გაზაფხულის მზეს,

ლურჯთვალა იებს, ვარდების თოვას, აპრილის ქარებს,

წვიმას და ჭადრებს, ფოთლების ჩურჩულს, ჩიტების ლხენას...


მე შენ გაჩუქებ ლურჯთვალა ფიქრებს.

ცისფერ იმედს და ფრთათეთრ ოცნებას, სიჩუმეს, წვიმას, გვირილებს, უნაზეს სევდას, წვიმისფერ თვალებს...


მე შენ გაჩუქებ ტყის მელოდიას, ფოთლების შრიალს,

მათ ლამაზ ბგერას, ატმის ყვავილთა ვარდისფერ ბურუსს, ჭადრის ფოთოლთა ნაღვლიან მღერას...

მე შენ გაჩუქებ ლხინსა და წყენას, ტკივილს და ცრემლებს,

იმედს და რწმენას...

ნანახია: 552 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

***********
დამირეკე! - დუმილია უსასრულო
მიილია ბაღში მთვარის ჰაბიტუსი,
მე უშენოდ მეზღაპრე ვარ უწარსულო,
გათენების უსაშველო დარდით გულში.

დამირეკე!-ახლა მხოლოდ მე არ მძინავს
ქუჩებს ვათბობ არეული ნაბიჯებით
წეღან ისე ნერვიულად გამეცინა,
რომ არ გნახო, უეჭველად გავგიჟდები.

სიგარეტით ბოლო სუნთქვას ვანაფაზებ,
არ დავრეკავ არასოდეს ვიცი მეტად.
იღიმება ვიღაცა ჩემს დანახვაზე,
მე კვლავ სხვისი, სიბრალული დამებედა . . .

თქვენ ვერ გრძნობთ და ამ ქალაქში აღარ ცივა
ქუჩებს, ვათბობ გაყინული ნაბიჯებით,
შენ არ ჩანხარ, უშენობას განვიცდი და
რომ არ გითხრა, უთქმელობით გავგიჟდები.

მეზღაპრე ვარ, დამათენდა... დამირეკე!
"ჭირი იქ და…” ახლოს არის დასასრული.
მზის ამოსვლას აქ შევხვდები და ღამე კი....
დამირეკე! - მეზღაპრე ვარ მარტოსული.

ნანახია: 558 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

***********
ყველაზე ლამაზი სიჩუმე ყოფილა, 
სიჩუმე-არაფრის მთქმელი,
ყველაზე საწყალი ოცნება ყოფილა,
ოცნება-სათქმელად ძენელი.
ყველაზეადვილი შეხვედრა ყოფილა
ლოდინი ყველაზე ძნელი,
ყველაზე ადვილი სიკვდილი ყოფილა,
სიცოცხლე ყველაზე ძნელი!

*************
კარგია ,როცა ვიღაცას ელი,
უფრო კარგია , როცა გელიან...
და რომ მიიღებ ჩემგან ამ წერილს
მიხვდები,ვიღაც ვერ შეგელია!

*********
ვისთვის სიცოცხლე ვარ,
ვისთვის საყვარელი,
ვისთვის სიყვარულში ნაწამები...
ვისთვის ოცნება ვარ,
ვისთვის გამძარცველი,
ნეტა შენთვის რა ვარ?
-ალბათ არაფერი!

ნანახია: 628 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

********
თუ ფიქრობ სად ვარ? 
თუ მეძებ თვალებით,
თუ იცი მომწონხარ
და თუ გენატრები...
თუ ვერ ძლებ უჩემოდ
თუ მკოცნი შორიდან:
სჯობს მომიახლოვდე-
მეც შენსკენ მოვდივარ!

ნანახია: 529 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
ჩემში აჩრდილივით შემოიპარე, მომეფერე და თხელი თითები შეახე ჩემი სულის დაჭიმულ სიმებს, ცრემლის ნაკადულები პეშვშში მოაქციე და უბეში ჩამიღვარე, მერე კი კოცნით ამოაშრე. ისე ფრთხილად გადაიარე, რომ ვერ ვიგრძენი შენი სიმძიმე, შენს სამყაროში შემისახლე, სამყარო რომელიც ერთდროულად მშვიდიცაა და მეამბოხეც, ნაზიც და მრისხანეც, მოსიყვარულეც და სასტიკიც. ჰო! ჩემში აჩრდილივით შემოიპარე და შენი თვალებიდან დაღვრილი სითბო ისეთ ცეცხლად დაანთე, მუხლებზე დაჩოქილმა უფალს შევთხოვე: ნუ წამართმევ ამ სითბოს, მიწილადე და ჩემთან დატოვეო. ჩემთან დატოვეო იმ მონატრებასთან ერთად, სევდისფერმა შემოდგომამ რომ მაჩუქაო. 
მე არ მაშინებს შენი დუმილი...
აი, ახლაც სიჩუმესთან და ღამესთან თანაზიარი ლექსის სტრიქონებად ვაწყობ ჩემს ფიქრებს, რომელსაც მთვარეს გავანდობ, რათა შენს სარკმელში შემოიხედოს და მოგიტანოს.
ვიცი, შენი სარკმელი ღიაა
და ჩემი ფიქრი აუცილებლად გიპოვის.

ნანახია: 487 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
სურნელება მომეფინა კოკრის,
მე კი შენი მოფერება მინდა,
ჩემი ფიქრთა სიო შენსკენ მოქრის,
კლდის ნაჟური წყაროსავით წმინდა,
აპრილია დაკეკლუცობს ნუში,
გაზაფხული ყინულებსა გვიდა,
სიომ რაღაც ჩამჩურჩულა ყურში
მაკოცა და შენსკენ გამოფრინდა.
თბილი ცრემლი დაეპკურა იას,
ფიქრის ზღვაში სიყვარულით ვთვრები,
ველოდები გაზაფხულის ნიავს,
შენი სუნთქვით გამიწეწოს თმები.
და კვლავ შენსკენ გამოკრთება ქარი,
გამოვატან სიყვარულს და ლოცვას,
დავარიგებ სიყვარულით მთვრალი,
ჩემს მაგივრად დაგიპირებს კოცნას.
გაზაფხულდა , აყვავილდა ნუში,
ამეშალა ვნებიანი დარდი,
ერთხელ მაინც ჩამეხუტე გულში,
მერე ისევ შენს ფიქრებთან წადი

ნანახია: 603 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

« 1 2 ... 92 93 94 95 »
Website builder - uCoz