ბოლო სიგარეტი ისე, განწყობისთვის... ახლა ფიქრი იქით უნდა გავაწვალო. თავს რომ მაწონებდი,მომაწონე. შენ თმებს გამოვები, არსად აღარ წავალ. ჩემი არეული ქუჩა გავასწორე, ღამე მივალაგე საწოლივით. როგორ მოგეფერო, არ მასწავლო. ისე ლამაზი ხარ დაწოლილი, აღარც მინდა ჩემი კოცნის ინსტრუქცია, რადგან ფიზიკურად ისე ანდამატობ. სხვებმა თუ იციან ასე სიყვარული- სუნთქვაც მესმის შენი,თავიც არ დამადო. შენი სიახლოვე უფრო სიშორეა, შენ მაგ სიშორიდან შემოხვედი. სანამ ბეღურები სარჩოს იშოვნიან, მანამ ფანჯარასთან იქნებ შენ მოხვიდე. შემომხედო... მე ხომ ბოლო პოეტი ვარ, ლექსებს უგულობა ასამარებს. ახლა შენ მინდიხარ წარსადგენად, ჩემი პოეზია-დასამალად.
მე მჯერა შენი, არ ვიცი, რატომ და ისიც ვიცი, კვლავაც შეგხვდები. დავეხეტები ქუჩაში მარტო, დავეხეტები... დღეს როგორ წვიმდა... დღეს როგორ ცივა... დაემშვიდობნენ ხეებს ფოთლები. გემშვიდობები, ტირილი მინდა... გემშვიდობები... მე ახლა უკვე სიმართლე ვიცი, ჭეშმარიტი და ბავშვივით წმინდა. დღეს კიდევ ერთხელ გავტეხე ფიცი - მე შენთან მინდა...
გადავეშვები ფიქრის მორევში, რომ შენი სუნთქვა მექცეს მალამოდ... ვერ გიტევ გულში და გულის იქით აბა მითხარი სადღა დაგმალო? თვალებში შენი მიდგას ღიმილი, ტუჩზე ნაკოცნი ისევ ცხელია... მე შენ მიყვარხარ, ხმამაღლა ვიტყვი რადგანაც ჩუმად რომ ვთქვა მრცხვენია... ქუჩის ბოლოში ლოდინი ყმუის, ბილიკს ვნებისგან ასდის ალმური... მე მხოლოდ შენთან ვნაზდები, იცი? ვხდები ქალი და ქალზე ქალური... გადავეშვები ფიქრის მორევში, რომ შენს სუნთქვასთან დავდგა კარავი, შენზე ძვირფასი და საყვარელი არ მყავს ამ ქვეყნად ჩემო,არავინ!!!!
სხვას აკოცე მაგ ტუჩებით, მაგ ხელებით ჩაეხუტე, მაგ თვალებით აუხსებნი, სიყვარულის რეცეპტები. მიიყვანე ნაცნობ ხესთან და მიართვი ყვავილები, გაიღიმე,ჩაეხუტე, მოეფერე სიოსავით. მე კი სადღაც მოშორებით, მოწყენილი გიყურებდი, ხის ფოთლებით შევიმშრალე, ამ თვალების წვიმის წვეთი. დამივიწყე,ჩამაბარე, წარსულ დღეებს გამაყოლე, მე კი იცი?ვერ დაგხიე, სიყვარულის ბარათივით!
უფალო შენ დალოცე ყველა, ხატის წინ დაჩოქილი დედა, ის ხომ შვილების სიცოცხლეს, ყოველდღე გევედრება.. უფალო დედის ფასი, ყველა შვილს ასწავლე, და შენსკენ მომავალი, გზა გაუკვალე. შვილი ყველა დედას, ჯამრთელად გაუზარდე, დედავ, საქართველოს, ერი გაუმრავლე.. არცერთ დედის თვალს ცრემლი არ ადინო არცერთ დედის გულს, გული არ ატკინო. შვილს დედის იმედი არასდროს გაუქრო, არცერთ დედის სულს სული არ დაუფრთხო. უფალო დედის ლოცვა,შვილს არ ააცდინო, შვილზე არცერთ დედას ცრემლი არ ადინო. დედას შვილის ცუდი,არასდროს აუწყო