მე ძალიან ბევრჯერ მომნატრებია, ხანდახან იმაზე მეტად მომნატრებია, რასაც მონატრება ქვია.
გიტირია?
მე მიტირია, ხანდახან სიხარულითაც მიტირია, მაგრამ ეს მხოლოდ ხანდახან. ბევრჯერ მომნატრებია სიხარულის ცრემლები!..
გყვარებია?
მე მყვარებია, ძალიან მყვარებია, გამიგია როდესაც ადამიანი გიყვარს, სამყარო სხვანაირი გეჩვენება,ამქვეყნად არაფერი გწყინს, ყველაფერი გიხარია, თვალები გიბრწყინავს და გგონია რომ ყველაზე ბედნიერი შენ ხარ. მაგრამ საკმაოდ ძნელია როდესაც ამ ბედნიერებას კარგავ, ბედნიერების დაკარგვით ხომ უბედურების დაწყებას ეგებები.
გიოცნებია?
ძალიან ბევრი მიოცნებია, ყოველთვის იმაზე ვოცნებობდი რაც არასდროს იქნებოდა. მიტო დარჩა ოცნება ოცნებად.
გიპოვია?
კი მიპოვია მაგრამ ალბათ მიტო ვიპოვე რომ დამეკარგა.
თვითმკვლელობაზე გიფიქრია?
მიფიქრია ძალიან ბევრჯერ, მაგრამ ეს ადრე იყო, როდესაც ადამიანი თავსი მოკვლას გადაწყვეტ, ამდროს ყველაზე ეგოისტი ადამიანი ხდები, ამდროს ყველას უარყოფ და მარტო საკუთარ თავზე ფიქრობ, ვერ ხვდები რამდენ ადამიანს შეიძლება ატკინო გული... იმ ადამიანებს რომლებსაც ყველაზე მეტად უყვარხარ. თვითმკვლელობა სიმხდალეა. როდესაც თავის მოკვლას გადაწყვეტ და ამის მეტნაკლებად განხორციელებას ცდილობ, სწორედ მაშინ ყველაზე მეტად გინდა სიცოცხლე....
რა არის სიცოცხლე?
სიცოცხლე ცეცხლს მიაგავს, მისი დასაწყისი ალია ხოლო დასასრული კი ფერფლი, მაგრამ ვისთვის როგორ... ზოგის სიცოცხლე აალებასაც ვერ ასწრებს....
ხანდახან ყველაზე რთული იმ კითხვაზეა პასუხის გაცემა რომლის პასუხიც, ყველაზე უკეთ იცი.
ხანდახან შეიძლება ისე მოგენატროს ადამიანი რომ, იფიქრო დრო ცოტა უფრო გაიწელოს სანამ ნახავ, რადგან ეს მონატრება გსიამოვნებს.
არსებობს წუთები როდესაც ყველაზე მეტად გიყვარს და ამდროს, ყველაზე მეტად გეჯავრება.
ხანდახან გინდა რომ დაშორდე, არა იმიტომ რომ მასთან ერთად ყოფნა არ გსიამოვნებს, არამედ მასთან ერთად ყოფნის მონატრება რომ განიცადო.
ხანდახან ფიქრობ რომ სრულიად შეიცვალე, მაგრამ ადამიანები არ იცვლებიან, უბრალოდ ცხოვრება იცვლება.
დრო ვერასდროს დაგვავიწყებს ვერც დიდ ტკივილს, და ვერც დიდ სიხარულს. შეიძლება წლების შემდეგ ჯანმთელობის პრობლემამ დაგვავიწყოს წარსული.
* * * * * * * * რაღაც უცნაურად ჩამოთოვა რაღაც უცნაურმა ზამთარმა, საათმა წუთი გამოტოვა სიცოცხლე უეცრად დამთავრდა.
ფიქრნი გონებაში შეკრებილან, რაღაც უცნაური კითხვებით. გული თავის კარში შეკეტილა თავს ტვინი აწვალებს ფიქრებით.
რაღაც უცნაური საღამოა რაღაც უცნაური ბინდია, ვიღაც წავიდა და აღარ მოვა, სხვები საფლავიდან მიდიან...
შენ ჩემი ფიქრების ხეობა ხარ! ჩემი საოცარი სიმშვიდე და ჩემი გულის ფეთქვა... ჩემი სულის მღელვარება, ჩემი მზერის მოტივი.. ჩემი გრძნობების ოკეანე... ცის მოკამკამე ვარსკვლავი ხარ,რომელსაც ყოველ ღამე ვეგებები... მზე ხარ რიჟრაჟზე ამომავალი,თანდათან თვალს რომ მჭრის თავისი ბრწყინვალებით.. ზღვის მარგალიტი ხარ ნიჟარაში გამომწყვდეული.. მაცოცხლებელი სიო, რომელიც სახეზე მელამუნება.. ფოთლების შრიალი ხარ,წვიმის მუსიკა და ყვავილის სურნელი... მთვარის ვერცხლი ხარ,მზის ცეცხლი და გალაქტიკის ცენტრი... ზღვის ქაფის სინაზე ხარ და ტალღების მღელვარება.. სიყვარულისფერი ჩანჩქერი,მწვანე მინდორი და მასზე მორაკრაკე ნაკადული ხარ... უდაბნოს სიცხეში,პალმის ფოთლების ჩრდილი ხარ და კამკამა წყაროს წყლის წვეთი,რომელიც სიცხისგან დახეთქილ ტუჩებზე მაქვს შერჩენილი.. მაისი ხარ,დაისი ხარ და ზღვაში მზის ჩასვლისას წარმოქმნილი ოქროს ბილიკი ხარ... მე კი ჩემი გრძნობების ნავით მოვცურავ ამ ბილიკზე შენს შესახვედრად,რადგან მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !
შუაღამემ... უკვე (მთვარე სულ მაღლაა) ზენიტს მიაღწია, ქუჩას ჩაეძინა, ფანჯრის ძირში, აქვე... ადგილს მიაკვლია, აღარც მანქანები, ჩქამიც კი არ ისმის, მიწყდა რია-რია, ნუღარ მეფიქრები, მოდი, დავიძინოთ, უკვე გვიანია!
მოდი, სიზმრად მოდი,სხეულს გავეპაროთ, სხეულს ხიფათიანს, სივრცეს გავეპაროთ, რაც ჩვენს გარშემოა... ჩვენი კი არ ქვია! მთვარეს ჩავუაროთ, ღრუბლებს იქით,...სადაც შენთან მინატრია, სადაც ვარსვლავები, ყველა, თავთავიანთ ლამაზ ბინაშია...
ნუღარ მეფიქრები, მოდი, დავიძინოთ, უკვე გვიანია! ყველას მიწაზე აქვს ბინა ...-ჩვენი, ზეცამ მაღლა მიაბნია... შენთან "ვოიაჟი" სიზმრად, ბევრად უფრო ცხადად მიმაჩნია, ვიდრე ეს ცხოვრება, რაც რომ დიდზე უფრო დიდი მირაჟია!
გამომიგონე.. ღამის ჩრდილიდან გამოიტანე შენი ოცნება და დამამსგავსე…. მერე მოდი და ჩემს მკლავებში შემოიხიზნე.. უპატრონე ჩემს მონატრებას… ნუ შეაკავებ შენს ძარღვებში დამწყვდეულ ვნებას, რომ ჩემს ხელებზე, ჩემს ტუჩებზე იძიო შური… რომ შემოლეწოს ჩემი სიზმარი, როგორც ზღვის თქეშმა ქოხის ფანჯრები და ამ სიზმრიდან სამუდამოდ ამომიყვანოს…. გამომიგონე.. მე ხომ ასე გამიჭირდა შენთან მოღწევა… შეყვარებული შემოდგომის ყვითელ ფოთოლზე, მეოცნებე შორეულ ზღვაზე.. და ყვავილების სიჩუმეზეც ვნებააშლილი.. მე ხომ მხოლოდ შენს მონატრებას ვეღარ ვიტევდი… მე ხომ ყოველი ჩემი ნერვი ცეცხლის გაუვალ ალად მხვდებოდა…. შენსკენ მომავალს მე ხომ სიზმრებიც მიკრძალავდნენ გამოჩენას… მე ხომ დავფლითე სიმარტოვის მაცდური ბადე და ჩემს სახეზე შეხორცებული ხომ კივილით ავიხლიჩე ყველა ნიღაბი… მე ხომ შენამდე მოვაღწიე.. მე ხომ დაგნებდი.. გამომიგონე.. შემიყვარე როგორც გინდა, დამამსგავსე შენს სურვილებს… შეისწავლე ყოველი ნაკლი, მე ხომ უზომოდ დავიღალე… და წიხლს მაჭერს ქალაქის სევდა, მე ხომ ვერაფრით დავუბრუნდები მზეს, ჩამოხრჩობილი ფანჯრის სიჩუმეს.. დამტოვე შენთან.. მხრებით გამითბე გაყინული ხელისგულები… მზე შემოსწირე ჩემს ჭრილობებს, მობანე ჭუჭყი… მკითხე თუ რატომ არ მოვედი აქამდე შენთან… მკითხე თუ თუ როგორ შემოვაწყდი ნაწვიმარ ქუჩას… როგორ ჩამქოლეს, შემატოვეს დაღუპვას, როგორ მივედი უზარმაზარ ფოლადის კართან… შიგნითაც როგორ შემიყვანეს, ჩაკეტეს კარი.. როგორ ვტიროდი უსასრულო ნაცრისფერ ზამთარს და როგორ გაჩნდა ჩემს სხეულში პირველი ბზარი.. ძველ სიგიჟეზე, ლოთობაზეც მკითხე რაიმე, ძველ სიგიჟეზე ათასჯერ რომ შევცვალე ახლით.. თვალებში სევდა როგორ იქცა უმიზნო სითხედ და ხელში როგორ შემომაკვდა უჯიშო ძაღლი.. იტირე ჩემი წარსულისთვის, იტირე დიდხანს, იტირე ჩემში, ჩემს გარშემო და კიდევ იქით.. მოვედი შენთან დაღლილი, აღარ მაქვს სახე.. ჩემს მონატრებას უპატრონე.. მაჩუქე ფიქრი… გამომიგონე.. შეაერთე ყოველი ნატვრა, გამომიგონე ლამაზი და ერთგული შენი.. თეთრი მკლავებით შემოსაზღვრე ყოველი ღამე შემომიტყუე, შემომიშვი მეც მაგ საზღვრებში.. მხოლოდ ჩემს მკერდზე გაათენე შენი დღეები.. შეაკოწიწე ჩემი მზერა.. ჩამალე შენში.. გამომიგონე.. დამამსგავსე შენს ერთ-ერთ სიზმარს.. შენს ერთ-ერთ ნატვრას, ყველაზე ტკბილს, ყველაზე ლამაზს.. მე შენთან ვდგავარ, დავიღალე მე უშენობით, მე შენთან ვდგავარ, მოვაღწიე, დამტოვე შენთან.. მე დაღლილი ვარ , მე შიგნიდან გამომწვარი ვარ.. არ შემრჩა ქარი და არც ცეცხლი და არც სიჩუმე მოვედი შენთან.. უპატრონე ჩემს მონატრებას.. მხრებით გამითბე გაყინული ხელისგულები.. მე გამაწამა, გადამთელა ქალაქის სევდამ.. მე გამაწამა და ჩამქოლა კედლების ხროვამ.. მოვედი შენთან.. უპატრონე ჩემს დაღლილ ცრემლებს.. მერე ზაფხული მომანატრე, მერე მიჩვენე.. ზაფხულში თვითინ შემიძეხი, როგორც ყვავილი.. შენი ტუჩებიც მომანატრე ყოველ კოცნის წინ.. შენი ტუჩებით ამომიშრე ყველა ჭრილობა.. გადააცალე ჩემს ოცნებას მტვერი და ჭუჭყი.. დამიკრიალე ეს ოცნება და მერე კოცნე.. დამტოვე შენთან.. მიპატრონე.. მიტირე შენში.. გამომიგონე.. დამამსგავსე შენს ლამაზ სურვილს..
თუ მზეს გავყვებით, არასოდეს, არასოდეს, არასოდეს არ დაღამდება, არ მოვა მთვარე ცივი ხელებით...
თუ მზეს გავყვებით ოკეანეში დავანთებთ ხანძარს მზისფერ სიზმრებად...
თუ მზეს გავყვებით, სულ რაღაც წამით ვიქცევი მზედ და მერე ისევ შენს თვალებში ჩავეშვები უსაზღვრო ვნებად...
უსასრულოა ჩემი ოცნება, ჩვენი სიცოცხლეც- ერთი დიდი, კაშკაშა დღე არასოდეს, არასოდეს, არასოდეს არ დასრულდება თუ მზეს გავყვებით...
--- ჩავიქრე ცეცხლი თვალებში და გავყინე მზერა როცა მიყურებ... არა, არ მინდა შემიყვარდე.... შენს თვალებში შენი ოცნების, შენი ცეცხლის, შენი მზის მჯერა... მზეო, მომხვიე ხელები და შორს წამიყვანე... მე მინდა შენთან. უსასრულოა ჩემი ოცნება...
გალაკტიონს ნუ მიკითხავ ,დამღალა. გაიტანეთ ოთახიდან წიგნები! ზამთრის კვნესა მიწას სხივმა ახარა, შენ ამ დღიდან გაზაფხული იქნები. მინდა შენი ფერიების სიმღერა, რომ მთვარეულს ბოლო მთვარეს გპარავდე. დამასიზმრე მზის ფიალა სხივება, მიმიყვანე შორი ტაძრის კარამდე. დავასრულე ფუჭი ღამის ტრაური, ალიონის დიად სივრცეს ვეღირსე. გამოაღეთ კარიბჭენი ტაურის, ვაგვიანებ ანგელოზთა მეჯლისზე. ფიქრმა ქუჩა ტირიფებად დახარა, ოთახიდან გატანილი სამყარო. სახარებას ნუ მიკითხავ,დამღალა... მზეზე მინდა გესაუბრო,მაღალო! მინდა ღამე,ოღონდ ღამე უძილო, მინდა მთვარით ცას დასმული წერტილი, მინდა ფიქრი,ტბაზე ჩემი უძირო, ზეცა მინდა,ოღონდ ფეხქვეშ თელილი. მიწის გუნდას მზით ამოთხრის სიღრმიდან გუმბათებზე სხივთა ცეკვა უგალობს. იუდას რომ სული ვერცხლად უღირდა, თავმდაბლობა ნახე მისი, უფალო. დარჩა ქუჩა გიჟი მარტის ამარა, დარჩნენ ქარში გაცვეთილი წიგნები. ზამთრის კვნესა მიწას სხივმა ახარა, შენ ამ დღიდან გაზაფხული იქნები.