**********
გამოვიგონე ჩამთვის ჩუმად ჩემი სამყარო,
და იქ დავფრინავ იდუმალი ოცნების ფრთებით...

ნანახია: 534 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*************
ამქვეყნად არის ბევრი რამ წმინდა
თუკი მიხვდება კაცი,
თუ ვინმე შეძლებს გაიგოს სრულად
ქალის ცრემლების ფასი...

თუ შეეცდება დარდის გაფანტვას,
უიმედობის დღეებს,
თუ ამოაშრობს ჩუმი ალერსით
დარდით დაღვენღილ ცრემლებს.

ქალის ქვითინი, რომელსაც თითოს
ოცნება გაუფრინდა,
რა შეიძლება ამქვეყნად იყოს
ამაზე უფრო წმინდა?!

ბევრი რამ არის თაყვანსაცემი,
თუკი მიხვდება კაცი,
ოღონდ გაიგეთ, ოღონდ გაიგეთ
ქალის ცრემლების ფასი

ნანახია: 509 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*************
შენ რომ იცოდე როგორ მიყვარხარ
ალბათ შეძლებდი ხმამაღლა ყვირილს,
შენ რომ იცოდე როგორ გაღმერთებ
ალბათ თვალები მიგაჩვევს ტირილს,
შენ რომ იცოდე,როგორ ვოცნებობ
ალბათ გამიშვებ ოცნების იქით,
შენ რომ იცოდე შენით ვარსებობ,
ალბათ ყოველდღე ატარებ ღიმილს
შენ რომ იცოდე მზის სხივს გადარებ
ალბათ ქუჩაში იქნები დღისით,
შენ რომ იცოდე ძილშიც შენთან ვარ
ალბათ დაუცდი მზის ჩასვლას დღისით,
შენ რომ იცოდე როგორ მიყვარხარ
ალბათ არასდროს არ წახვალ, ვიცი

ნანახია: 538 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

***********
ვზივარ და ვფიქრობ 
რა გიჭირს,რა გილხინს,
თუმცა ვერ გშველი დედი,
გადათენთილან თოვლით იები,
მეც მალე მოვალ დედი.
მოვალ,მოგიტან,მინდვრის ყვავილებს,
რომ თმებს ჩამაწნა დედი,
შენით ვსუნთქავ და შენით ვივსები,
არ დამეღალო,დედი!...
ისევ გაწვიმდა,ისევ დაქროლა,
ცოტაც გავუძლოთ დედი,
მალე,სულ მალე გამოიდარებს,
შენს თეთრ ფანჯრებთან დედი.
მტვრიან ქუჩაში თუ წამაქციეს,
წამომაყენე დედი,
შუბლზე დამადე თბილი ხელები,
ცხელი ხომ არ ვარ,დედი?...
გამალამაზე,გამამზიანე,
როგორც გჩვევია დედი,
მზეს გამოართვი თარგი კაბისთვის,
გამაპატარძლე დედი.
ჩემო სითბოვ და ჩემო სიცხადევ,
სულ მიღიმილე დედი,
მასწავლე როგორ ვიყო,ვიცხოვრო,
რომ დაგემსგავსო დედი.
გზები მიჩვენე მზისკენ მავალი,
ლოცვაც მასწავლე დედი,
მერე რა მოხდა დღეს თუ ქარია,
ან თუ ყინვაა დედი,
მინდვრის ყვავილებს თოვლშიც ვიპოვნი
და დაგიკრიფავ დედი

ნანახია: 523 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

***********
გაქრება ყველა ზღაპარი ერთად,
მაგრამ დარჩება ჩვენი ზღაპრები.
შენ გადაფურცლავ ცვალებას ფერთა,
და უსათუოუდ მოგენატრები.
და მერე მოვა სხვა გაზაფხული,
და თეთრ ფერებში შენ მოირთვები,
იდგება მხოლოდ უხმო წარსული,
და თეთრ ფურცლებზე თეთრი რითმები...
და შეიცვლება აქ ბევრი რამე,
შეიცვლის სახელს ქუჩაც,უბნებიც,
სიზმრებში მოვა ის თეთრი ღამე
და მე უსაზღვროდ გესაუბრები.
შენ ალბათ მერე სხვას შეიყვარებ,
არ ემონები უმიზნო ლოდინს
და დაივიწყებ მალე,სულ მალე,
რომ სიყვარული სულ ერთხელ მოდის.
და შენ იქნები კვლავ ბედნიერი,
და გაზაფხულზეც კვლავ მოირთვები,
მე კი დამრჩება შენზე ფიქრები
და თეთრ ფურცლებზე თეთრი რითმები..

ნანახია: 448 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

***********
მინდა ს ი ხ ა რ უ ლ ი ისეთი, ცას რომ აქვს,
იმ დროს, როცა მზეს ამოსვლა სწადია... და
ცა, გულისკანკალით უმზადებს სარეცელს...
მინდა ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ისეთი, მთვარეს რომ აქვს,
ღამეში მარტო დარჩენილს,
წყვდიადში მხოლოდ ის ანთია და ილევა...
მინდა ე რ თ გ უ ლ ე ბ ა ისეთი, ვარსკვლავებს რომ აქვთ,
შორი-ახლოს რომ ტრიალებენ და შორს ვერ მიდიან...
ნაღველით გასიებულმა მთვარემ უცებ თავი არ მოიკლასო...
მინდა ს ი ც ო ც ხ ლ ე ისეთი მდინარეს რომ აქვს...
იწყება ანკარა, მერე დიდდება,
ვრცელდება, ივსება, გადმოდის და
ირგვლივ ყველაფერს ამწვანებს, აყვავებს,
ლოდებს ეფერება, ყველას უყვარს,
ყველას ენატრება,
მიდის და მიიმღერის მრავალჟამიერს,
დასასრული არ უჩანს, რადგან ყველას ჭირდება წყალივით.
მექნება? როგორ?
მე ხომ ცა არ ვარ, არც მთვარე და არც ვარსკვლავები,
მითუმეტეს არც მდინარე ვარ...
მე ვარ ქალი, ცოდვის დამწყები...?
ეს ყველაზე ნაკლებად მჯერა,
თქვენ?-იქნებ მე ვცდები? მაგრამ ფაქტები...?

ნანახია: 444 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

**************
მხატვარი არ ვარ, 
მაგრამ მაინც ვცდილობ დაგხატო,
ფუნჯი არ მინდა - ოცნებები საკმარისია,
თვითონაც ვხვდები, ეს ფიქრები მიწის არ არის,
ჩემი ოცნება ფერადია, მხოლოდ ცისია.

არც პოეტი ვარ,
თუმცა მჯერა, მაინც დაგიწერ,
დღეს უშენობა უბედობის დასაწყისია,
სიყვარულზე ვწერ და ამითაც კმაყოფილი ვარ,
არ გააჩნიათ ჩემს ნაწერებს მეტი მისია.

მსახიობი ვარ?
აბა, მაშინ რატომ ვთამაშობ?!
თან როცა როლი ჩემი არა - მხოლოდ სხვისია,
ეს ცხოვრებაა - ყველაფერი საპატიოა,
ვინც არ თამაშობს, სიბრალულის მხოლოდ ღირსია.

მიუხედავად
ყველაფრისა, მეოცნებე ვარ,
მე რომ ვერ ვამჩნევ, მთაზე თურმე შავი ნისლია,
და ჩემი ხედვით გაზაფხულზე მიწის მაგივრად,
ღრუბელს ამოდის ლურჯთვალება, ნაზი ცის ია...

ნანახია: 479 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

**********
გამოდი კაბიდან,
გამოდი თმებიდან,
დაღლილი სამყაროს რიტმიდან გამოდი.
დღეს ჩამოვიხსენი
სიმძიმე მხრებიდან
და ტანზე ზაფხულის ყვავილი ამომდის.
გამოდი სულიდან,
გამოდი წვიმაში,
პერანგს რომ ბრინჯაოს სხეული ააკრა.
ჩაწექი შიშველი
მხურვალე სილაში,
მთვარე ზღვის ნაპირებს ალერსით დააკვდა.
გამოდი და ისე
თამამად მიყურე,
მიჭირდეს დიდი ხნით მე შენი გაძლება.
სარკიდან გამოჭრილ
ალესილ ფიგურებს
შენი ანარეკლი გაუვლის, გაძვრება.
გამოდი და მზეზე
გული დაასვენე,
სიახლის ძიებით დამფრთხალი, ნარბენი.
ესპანურ კანტატას
მღერიან მასები
და კვდები ცეკვაში ცეცხლივით კარმენი.
გამოდი, სისხლივით
ჩქარია კორიდა,
გამოდი და "ოლე" შესძახე ტრიბუნებს.
გამოდი, დაჭრილი
მოვედი ომიდან
და შენს თავს ვიბრუნებ

ნანახია: 469 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

************
მოგკლავდი... 
მაგრამ...
არა შენი სიკვდილით,
შენს სილამაზეს მოვკლავდი ჩემში
და მერე ყველაზე დახინჯებული გულით
თავიდან შეგიყვარებდი.

მეტკინე...
როგორც მოტეხილი მკლავი,
თავი რომელიღაც ფრინველი მეგონა
და შენი უმიზეზოდ მტირალი თვალების
ფანჯრიდან გადმომხტარმა მოვიტეხე.
იმდენად მარტო ვარ,
ნივთებსაც კი აღარ ვჭირდები,
არა თუ ადამიანებს და ყველაფერი
ხელიდან მივარდება:
კალამი და შენი სუნი,
იები და შენი გაბუტვა.
ვის?!
ვის გავარდნია ხელიდან
ყველაზე მართალი ღიმილი.

ყველაზე გულწრფელი და ბავშვური?
მე გამივარდა.
არა!
ალბათ ძალით დავანარცხე მიწას
და ნამსხვრევებად ვაქციე
შენი ბროლის ტუჩები,
რომ არავის შეემჩნია რა ვნებით
მიყვარდა მათი კოცნა.

მოგკლავდი...მაგრამ...
არა სიკვდილით.
სიცოცხლით მოგკლავდი,
სიცილით მოგკლავდი და მერე
შენს სულთან ერთად ვიცეკვებდი
ღამის ქუჩებში სევდიან ტანგოს
სიახლოვის მკვლელი
და შენთან ერთად დავშორდებოდი
ცაზე შეყვარებულ დედამიწას.
-მომკლავდი?

-ალბათ.

ნანახია: 479 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

************
გულზე დაგადნები თოვლივით,
თვალზე მოგეხვევი რულად,
ყურში ჩაგჩურჩულებ - ,,მიყვარხარ"!
განა მოგექცევი მტრულად?
გზაზე მიმოგიფენ ყვავილებს,
ცაზე მოვაგროვებ ღრუბელს,
ჭექა ქუხილივით მქუხარე
წვიმით ამოგივსებ უბეს.
სულში ჩაგეღვრები ოცნებად,
გულში გაგიღვივებ იას,
ოღონდ ნუ ჩარაზავ დარაბებს,
კარიც დამიტოვე ღია...

ნანახია: 506 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

« 1 2 ... 90 91 92 93 94 95 »
Website builder - uCoz