მოდით სამ გულს გაუმარჯოს: ხელის გულს,რომლითაც ჩვენ ჩვენს გულისწოერებს ხელით ვატარებთ, ფეხის გულს,რომელმაც საყვარელ ადამიანთან მიგვიყვანა, და იმ გულს,რომელშიც დაიბადა და მუდამ იცხოვრებს სიყვარული!!!
მოდით, ერთხელაც ვთქვათ სადღეგრძელო, ვთქვათ წრფელი გულის, ალალი რწმენის, ასწიე თასი და თქვი ხმამაღლა, რომ ამაყი ხარ, გქვია ქართველი. მოდით, ვუმღეროთ ამ ლამაზ ზეცას, მოდით, ჩამოვკრათ მშობლიურ სიმებს, მოდით, ვადიდოთ ის მტკიცე სული, ჭირთა თმენას რომ გაგვიადვილებს. კვლავ შევეგებოთ მუზას, მოვარდნილს, წამოსულს გულის კიდის კიდიდან, არ გავიხსენოთ ის მძიმე წუთი, როცა ქართველი სულსაც ყიდიდა. მოდით, ერთხელაც ვიყოთ ამაყნი, მოდით, ერთხელაც ვიმღეროთ გულით, განმეორდება ის იმედები, განმეორდება ის სიყვარული. ასწიეთ თასი, ითქვას სათქმელი, ხოტბა შეესხას ლიხსა და ლილოს, როგორც ოდესღაც, კვლავ გვერქვას მარად მე ქართველი და შენ_საქართველო!
ლამაზი დღეა თითქოს ყველა ბედნიერია, გავალ უბანში, ჩამოვჯდები, ხალხიც ბევრია, "დღეს მე ვკისრულობ" დავიძახებ და ბირჟას დავშლი მერე მახლობლად რესტორანში დიდ სუფრას გავშლი
მეგობრობის მადლი შეგეწიოთ, საითაც წახვიდეთ ყველგან დაგეწიოთ... ცხოვრების მძიმე უღელი მარტო არასოდეს გაგეწიოთ... და თუ გაგეწიოთ ...ბედი დაგეწიოთ. ერთგულება და სიყვარული გულში გქონდეთ და ცამდე აგეწიოთ... ეკლიან გზებზე ისე გაიარეთ ვნება არსაიდან მოგეწიოთ... წინ გევლოთ ,უკან არ მოგეხედოთ... თუ ჩაიჩოქებით უფალი შეგეწიოთ... თქვენს გულში შემოპარულ ყველა გრძნობას სიყვარულის აკვანი დაერწიოს... ისე წარმსდგარიყავ სამსჯავროზე უბედურება არ გეწვიოთ...