ფიქრები?_ისევ მაწამებენ. ოცნება?_რავიცი გაქრა. დანახვის სურვილი?_შემომრჩა... იმედის ნაპერწკალი?_ჩაქრა. უშენოდ ვერ ვძლებდი?_გავძელი. ძნელია რა ვუყოთ ახლა. ეს სევდა ბოლოს თუ მომიღებს. ვერ გეტყვი შენ თვითონ ნახავ, ოცნება?_რავიცი დასრულდა ფიქრები?_მაწუხებს ახლაც. რა ძნელი ყოფილა სიცოცხლე, გულს თუ სიყვარული ახლავს..
შენზე ვფიქრობდი ხატის წინ მდგარი და ეკლესიის რეკდნენ ზარები, მაგონდებოდა შენი ტუჩები და სიყვარულით სავსე თვალები, უცებ გაიღო ტაძრის კარები, თვალწინ დამიდგა ზმანება შენი გულმა საოცრად დამიწყო ძგერა, ხატის წინ უცებ ენა დამება, დავიჩოქე და ჩუმათ ავტირდი, რას ვჩურჩულებდი ვეღარ ვხვდებოდი, მაგრამ ვიცოდი რომ ქვეყანაზე ყველაზე მეტად მენატრებოდი.
გითხრა რა იყო? არაფერი. . . მინდა აქ იყო. დარდი გაგიყო უშენობამ იცი რა მიყო? სული დამძიმდა… არაფერი აღარ მახარებს... სევდა მაწვიმს და ცრემლი კოცნის დაღლილ წამწამებს. ყველა შორი და . . ახლო მდგომი უფრო დუმდება. ის ვინც მოვიდა არ მოსული უკან ბრუნდება.. გზები გაიყო... ცა გაიღო... გული გაიპო…... ბნელმა ნათელი შემიცვალა და მზე წაიღო. შველად ვეძებე შენისთანა არსად არ იყო. უკვე სიკვდილმაც შემიყვარა გესმის რა იყო?! ბევრი ვეძებე შენისთანა წლები გაფრინდა. . . გული ვერავინ შემიცვალა მოდი თავიდან..
მაინც... რა ჩუმად გაიარა ამ გაზაფხულმა, ზაფხულმაც უცებ გადაიძრო მხურვალე ხიბლი, შემოდგომაა... ყვითელ ფოთლებს სევდა ჩარჩებათ თვალებში, როცა შენთან განცდილ წუთებს დავითვლი.
ეს ფიქრნაკრავი ისტერია ვინ დამიტოვა, ბანალურია... შეძარცვული განცდა ვიგემე, სოფელში მინდა... ხეივანში უსიტყვოდ წოლა, ქარს გავყვები და ვენახებში ვიბორიალებ.
ხელებზე წენგოს ოქროსფერი ნაჟური ბრწყინავს, შენი ხელები გამახსენდა დახუნძლულ ბაღში, იმ უზარმაზარ კაკლის ხესთან ტირილი მინდა, ცრემლდაფიფქული მონატრება გამიჩნდეს ხმაში.
დღეს ჩემი ლექსი რომ არ მართავს კეკლუც საუბარს რომ ვერვინ ხედავს მის წიაღში ჟამთა ცვლილებას, დროის ცდუნებას იერითაც მხარს რომ არ უბამს და ახალ-ახალს რომ არ იძენს გამოცდილებას.
რომ არ ყოყოჩობს ჩემი წიგნის არცერთი გვერდი ნაირნაირად მოკაზმული უცხო სახელით, რომ დღენიადაგ იგივეს ვწერ, სულ რასაც ვწერდი, რომ წუთისოფელს ვხედავ ძველი გადასახედით...
ეს იმიტომ, რომ შენ მიყვარხარ! რომ შენ ხარ მარად მუზა, რომელმაც ძველი გრძნობა ახალს არჩია, ვერ შევიყვარებ ვერასოდეს ვისაც სხვაგვარად, ვინც სტრიქონებით თვალთმაქცობას გადამაჩვია.
და როგორც მზისთვის ახალი დროც ძველი ჟამია, მეც ვიმეორებ, ერთხელ გულით რაც ნათქვამია...
ჩვენ გავიბუტეთ და ორივეს დარდი გვმოსავდა ჩაქრა სურვილი ძველებური დარდით მოგიხმო, არა იმიტომ უშენობა რომ გამოვცადო, გაიგო ფასი უჩემობის, მხოლოდ იმიტომ..
და მაინც მინდა ჩემს ცარიელ სიმყუდროვეში, ჩუმად მოგიხმო, შეგირიგო და გაპატიო, არა იმიტომ უშენობას რომ ვერ მოვითმენ, სხვას ვერასოდეს შევიყვარებ, მხოლოდ იმიტომ...
ბედნიერებამ მითხრა: ნუ მეძებ! შენი შვილების თვალებში მნახე. ნაზი სამშობლოს უხლებ ველებზე ნაწვიმარ სიოდ გამომიძახე. შემხვდი შავი ზღვის ნაჩურჩულებთან, სადაც კოლხეთი შეხვდა დიაოხს, სადაც შორს წასულს ლოდინს ურეკდა ტალღებს მომდგარი მთების ფრიალო. მნახე კახეთის უდრეკ დგომაში, მთვარისფერ ვაზის ფოფინა ჩრდილში, თრიალეთს მომწყდარ შემოდგომაში და ჭირნახულის ჟივილ-ხივილში, დაზამთრებული გურიის მთებში, ხელიხელ ნაკრეფ ჩხავერის ტკბილში, საგაზაფხულედ მზა ნადურებში და კრიმანჭულის ჭირზე სიცილში.