*******
მიყვარხარ გესმის?! ჩემი ხმა არის,

ჩემი ფიქრები ახლა შენია...

შუაღამისას მთრთოლვარედ რომ გწერს,

ამ ლამაზ სიტყვებს, ჩემი ხელია.

ნანახია: 453 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

******
შენ წახვალ სხვასთან და გაუყვები ბილიკს ნამიანს,

არც გეხსომება მე ეს ლექსი ვისთვის დავწერე.

შორს გაფრინდები ვით პატარა ჭიამაია ,

კარში გაყვები მეოცნებე ბაბუაწვერებს.

მე კი დავრჩები გამოწვდილი ხმელი ტოტებით,

სველი ფოთლები ჩამომცვივა ალბათ საფლავზე,

და თუ ოდესმე მაინც მოგაგონდები,

მოდი მიტირე და სიკვდილი გამილამაზე.

ნანახია: 461 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

***********
მაინც მიყვარხარ! 
ამომაგლიჯე გული მკერდიდან,
მოდი თამამად!
მომსკდარი სისხლით ჭიქა შეივსე,
დღეს ხარ თამადა.
სულ ამომიშრე თვალებში ცრემლი,
მშრალად ვიტირებ,
და როცა სუნთქვა შემიჩერდება,
ბევრი იცინე.
ნუ დაინახავ ჩემს ნამდვილ სახეს,
რა გინდა ნეტავ?
მე შენთვის ისევ ნიღაბს მოვირგებ,
როგორსაც მხედავ.
ცხელი და მჭრელი სიტყვების მწიდი,
ჩემში ჩაცალე,და თუ არ მეყო,
მეხსიერებც სულ წამიშალე,
სულში მაფურთხე,ნუ გერიდება
არ არის ძნელი,
შენი სამოთხე მე მეხატება
კუპრივით ბნელი,
ოღონდ იცოდე,როდესაც მოხვალ ჩემს მოსაკლავად
მე არ მოვუხმობ მფარველ ანგელოზს
ჩემს დასაცავად.
სულ ერთი მზერით,უცებ შეგიცნობ
ვიგრძნობ ვინცა ხარ,
და მერე გეტყვი ამ ორ სიტყვას,
"მაინც მიყვარხარ"

ნანახია: 432 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*******
მოდი მაჩუქე შენი თვალები,

გულს უშენობით ნუ გამიტანჯავ,
თუ სადმე წრფელი გული არსებობს,

სწორედ მაგ გულით მე შენ მიყვარხარ.

სიცოცხლის იქით თუ შემეძლება კიდევ ლოდინი, დ*ა*გ*ე*ლ*ო*დ*ე*ბ*ი.

ნანახია: 480 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

locva
ყოველდღე ლოცვებს ვკითხულობ:
მაგრამ ყოველდღე ვახერხებ
უამრავ ცოდვის ჩადენას.
ბევრჯერ გონების გაფანტვით,
ლოცვაში ცოდვა მიქნია,
ბევრჯერ მოყვასის ჩემისა
აუგი სიტყვა მითქვია.
ბევრი გლახაკის თვალებში
ვედრება წამიკითხია,
მაგრამ ხშირადაც უგულოდ
გულშიაც განმიკითხია.

ნანახია: 495 | კომენტარები: 0 | ავტორი: Temo სრულად...

*******
მე ყოველ ღამე სასთუმალთან ფიქრები მიწევს... 
ახლა ღამეა და მთვარის შუქზე ბარათებს გიწერ..
რად მენატრები?შენ ხომ უკვე წასული გქვია
მაგრამ მე ვიცი მაინც მოხვალ ადრე თუ გვიან..

ნანახია: 440 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
დამთავრდაო,ხომ მითხარი,

დაგავიწყდა?

ეხლა უკვე რაღას ელი ჩემგან პასუხს,
სიყვარულში შენ ხომ ერთხელ გაგიმართლა, მე არცერთხელ, ამიტომაც გიწვევ წასულს.


წავედიო,ხომ მითხარი,

რად გაჩერდი?

ერთხელ წასვლით ბევრჯერ წასვლა გამოგივა,
წაიყოლე ყველა ფიქრი შფოთიანი, თორემ ფიქრი ამტკივდა და ტკივილს მიღმა....

დამირჩება იარები შეგრძნებების

მას სახელებს გადაარქმევ -რაც ეწერა,

ერთი ბეწო სიცოცხლე მაქვს გასავლელი, თუ დამაცდის სიყვარული,გაიწევა.

დამთავრდაო,რომ მითხარი,გაგახსენო?

რატომ გითრევს უკან-უკან ეგ ფეხები,

შეგიყვარდი ალბათ ამდენ ბოდიალში,

ან არ იმჩნევ სიბრალულით რომ ფერხდები.

ნანახია: 462 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

**********
ხანდახან ისე მომენატრები

გულზე ცრემლები წვეთ-წვეთად მცვივა,

მომენატრები და ავტირდები,

რადგან შორსა ხარ და გული მტკივა!!!

***

თუმცა ცხოვრება შენით მეწყება
და დასასრულიც შენა ხარ მისი,
თუმც მონატრება შენს მოლოდინში
წუთებს და წამებს მშფოთვარედ ითვლის...
ამხელა გრძნობა რითი გამოვთქვა
რით დაგანახო ეს სიყვარული,
როგორ აგიხსნა, რომ შენ ხარ მხოლოდ
ჩემი ფიქრი და ნატვრა ფარული...
რომ ბევრი ღამე შენზე ოცნებით
თავზე უაზოდ დამთენებია,
რომ შენნაირი კარგი არავინ
ქვეყნად არასდროს არ მყვარებია...
და რომ ჩაქრება ვიცი უშენოდ
ჩემი სიცოცხლის ბოლო სანთელი,
ესეც რომ გითხრა აღარაფერი
აღარ დამრჩება შენთვის სათქმელი.....

ნანახია: 485 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*******
გახსოვდეს ის წუთი, რომ მიმატოვე
განდეგილივით მარტო დამტოვე,
ისე წახვედი არც კი მაკოცე
მაგრამ მე მაინც გულით დაგლოცე
დაგლოცე ჩუმად, თურმე მიყვარხარ,
და მე ამ გრძნობას გულით ვინახავ,
გამაგებინე , კიდევ გიყვარვარ? რომ გელოდები გიჟი კია რ ვარ.

ნანახია: 421 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

******
შენ რომ არა ეს ცხოვრება რა იქნება ჩემთვის? 

მეუბნები ჩუ არ მჯერა,აღარ მითხრა მეტი

ეს ცხოვრება შენით ვიგრძენ,შენითვე მიხარია

თუ ხელსა მკრავ აღარ მინდა თავი მე ცოცხალია.

დავდივარ,დავდივარ ქუჩებში,მინდა რომ გაკოცო,გაკოცო ტუჩებში

აიღე რომ დავლიოთ ორივემ,და ვიმღეროთ სიმღერა სიყვარულის ჭირიმე....

მინდა ღამე შენზე ფიქრში და ლოცვებით გავლიო,

მეუბნები სულელი ხარ,ნეტავ რაღას ტანჯულობ.

არ გიყვარვარ მაგრამ გული,მაინც შენზე ლოცულობს

გულს რა ვუყო რა ვუშველო,დაგთმობ მაგრამ უგულოდ.

არ გჯერა,რომ მიყვარხარ ძალიან,კვლავ სიმღერით გნატრულობ და ეს გული ტანჯულობს

დაგიწერ კვლავ სიმღერებს გიმღერებ,რომ მიყვარხარ ძალიან და ეს შენი ბრალია....

დარდი-მანდი რომ შემყარე განა გული ქვა არის?

მეუბნები არ მიყვარხარ ამ ჩემს გულში სხვა არის.

დაგიცდი და გრძნობებით განვიცდი,რომ ცხოვრება ბრმა არის,ვინც შენ გიყვარს სხვა არის.....

დაბრუნდი,გულმა გულით იხაროს,სხვა არაფერს არ ვითხოვ,სიყვარულმა დამათროს..........

ნანახია: 720 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

« 1 2 ... 32 33 34 35 36 ... 94 95 »
Website builder - uCoz