-----
თუ დაამთქნარე თუ დაგეძინა
თუ დაგესიზმრა ის
ნუ გაიღვიძებ ნუ დაშორდები
აბა სად შენ სად ის
ჭრელო ტვინო ფერებს რატომ ვერ არჩევ ?
რუბის კუბიკს დაგამსგავსეს ჭორებმა
ცისარტყელა შავად რომ გეჩვენება
ააწყე და დაილაგე გონება.
დაუფიქრდი იქნებ თვითონ რუხი ხარ
ას მამალში დაჩინჩლული კრუხი ხარ
და თუ გრძნობას ერთი მაინც გაგანდობს
 არ გაცივდე, გაათბე და გაგათბობს.

ნანახია: 454 | კომენტარები: 0 | ავტორი: Temo სრულად...

*******
ხანდახან მენატრები, ხანდახან მიყვარხარ,
ხანდახან მეკარგები, ხან დამდევ კვალდაკვალ,
ვიცი შემიყვარებ ნელ-ნელა, თანდათან,
ალბათ დამიფიცებ ხანდახან, ხანდახან..

ნანახია: 488 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

მაპატიე, არა-არ შეგაწუხებ მე აწი მეტად...
როდესაც დარდი დაგიმარტოვებს, ძნელია თითქოს..
ძნელია როცა გათოშილ ხელებს არავინ გითბობს.

ნანახია: 528 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*******
ერთხელ მინდა გავიღვიძო შენს მკლავებთან..
ერთხელ მინდა გავახილო თვალები და...გითხრა,როგორ ჩამეძინა ვარსკვლავებთან
კოცნა როგორ აგიკრიფე ხელებიდან...მინდა ერთხელ,თუნდაც ერთხელ ძილში შემკრთალს,
შენმა ტუჩმა დააფინოს კოცნა ბაგეს..
ერთხელ მინდა დავიძინო მხოლოდ შენთან
გავეჯიბრო შენს სიზმარს და შენს წილ ღამეს.
გული მერე სიყვარულმა გამიგიჟოს...
სულმა ვეღარ დაიტიოს მონატრება...
მითხრა ჩუმად...მხოლოდ ერთხელ დამიფიცო...
"შენ თუ წახვალ,ბევრი რამე მომაკლდება"
ერთხელ მინდა გავიღვიძო
შენს მკლავებთან
ერთხელ მინდა გავახილო
თვალები და...

გითხრა როგორ ჩამეძინა...

ნანახია: 468 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

********
მე როცა ვიგრძნობ, რომ შენ გჭირდები
და გინდა ჩემთან უბრალოდ ყოფნა,
მე მაშინ მოვალ ჩუმი ფიქრებით
და შენს სამყაროს ფერებით მოვრთავ.
მე როცა ვიგრძნობ, რომ შენ გაკლდები,
როცა არა ვარ, ვერ ძლებ უჩემოდ,
მე ამ ფიქრებით კვლავ განვახლდები,
ღიმილს მოგიტან, თვალებს უცრემლოს.
მე როცა ვიგრძნობ, რომ გენატრები,
რომ შენი სული მიხმობს თავისთან,
დავტოვებ ყოველს და გეახლები,
და შენს ცხოვრებას მზეზე გავიტან.
მე როცა ვიგრძნობ... მე მოვალ შენთან,
სულს მოგიშორებ ნაცრისფერ ფერებს,
და შენს ოცნებებს მივიტან ღმერთთან,
უსაზღვრო გრძნობით აგავსებ ჩემებრ.

ნანახია: 445 | კომენტარები: 1 | ავტორი: eka სრულად...

************
ტკივილიანო სიყვარულო ჭაღარა თმებით,

კარგა ხანია, რაც ერთმანეთს ფარულად ვხვდებით,

უცხო თვალისგან საიმედოდ გვიფარავს ფარდა,

სწორედ ამიტომ არავინ იცის მე და შენს გარდა,

თუ რა ტკბილია და რა მწარე ყველა შეხვედრა,

ჩემთვის რამხელა სიმდიდრეა შენი შეხედვა,

როცა შენტან ვარ მაშინა ვარ მხოლოდ ძლიერი,

ხმამაღლა ვერა მაგრამ ჩუმად ვართ ბედნიერი,

მალულ სიყვარულს სხვა ძალა აქვს სხვაგვარი ეშხი,

რამდენი ხანი ვიცხოვრეთ და ეს შეგვრჩა ხელში,

რა ოცნებებით შევცქერით ცას რა გარინდებით,

თუმცა კი ვიცი რომ ვერასდროს ვერ გავფრინდებით,

და მაინც ჩემო, არ ვნანობ რომ ასე მოხდა,

ჰო წუხელ მართლა რა საოცრად რა თეთრად თოვდაა..

ნანახია: 472 | კომენტარები: 1 | ავტორი: eka სრულად...

*******
მსურს რომ ცხოვრებამ ჩვენს სიყვარულზე ერთი ლამაზი ლეგენდა შექმნას...


ნანახია: 465 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
გააღეთ სარკმელი,სინათლე მაჩუქეთ 
ჰაერი მოუშვით ჩემამდე სასუნთქად...
ჩავფუშავ სევდას და გავახდენ ტკივილებს
ასე,რომ გასუქდა!

თითები შემახეთ გათოშილ თითებზე
დახეთქილ ტუჩებზე დამადნი მალამოდ
მოდი და ჩემს სულში იპოვე ის კუთხე
ჩემთვის, რომ დაგმალო!

ყვითელი მაჩუქე ფოთლების დავთარი
ნახატში ათასფერ ფერებად დამფანტე...
წავიდეთ ერთად და დრო ფეხთქვეშ გავთელოთ
ზამთრამდე!

დრო გადის წუთები კარდაკარ დაძრწიან
წლებისგან არეულ დრო და ჟამს ვაქუჩებ...
გააღეთ სარკმელი... გააღეთ დარაბა
ჰაერი მაჩუქეთ!

ნანახია: 428 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

ტელეფონი...
სადა ხარ? რას შვრებ?
გიცდი და არ ვრეკავ.
ვჯიუტობთ ბავშვები
გაზაფხულს წავლეკავთ.

გახსოვარ? რა გინდა?
ლოდინმა დაგღალა?
მე შენი ბაგიდან
ამბორის დამღა ვარ.

ნანახია: 514 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*************
დახატე ქარი... 
და დაარქვი
ჩემი სახელი,
დახატე წვიმა...
დაინახე
ჩემი ცრემლები...
შემოძარცვული
ხე იქნება
ჩემი სხეული,-
და გაზაფხულზე,
რომ გაგათბობს,
ის მზე ვიქნები!...
ყველა ნახატში
გამაბნიე...
და დამინახე...
ვერცხლისწყალივით
დავშლი სულს და...
ნახატში დავღვრი!
შენ შემქმნი ისეთს...
რომ შენს მეტი
ვერ დამინახავს,
მადლით გაგავსებ...
და იმ მადლსაც
სულში ჩაგიღვრი!
დახატე ღამე...
ვარსკვლავებად
მოვწყდები ზეცას,
ზღვიდან აფრენილ
თოლიაშიც
მე დამინახე...
ჩემი თვალებით
გამოგხედავს
ღამე ჩარჩოდან,-

შენს ნახატებში
გამაცოცხლე...
და შემინახე!..

დახატე ქარი...
და დაარქვი
ჩემი სახელი...

ნანახია: 472 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

« 1 2 ... 35 36 37 38 39 ... 94 95 »
Website builder - uCoz