მახსოვს ვკითხულობდი მხოლოდ შენს წერილებს, ადგილს არ ვუთმობდი ჩემს გულში სხვას, ვარდებს ვუყვებოდი შენზე ნანახ სიზმრებს, შენზე ვეჩურჩულებოდი ჩუმად ცას. მახსოვს არ მინდოდა არავის მოსმენა, და ველოდებოდი მხოლოდ შენს ზარს, როგორ ხარ? კარგად! ძალიან მომენატრე, მერე მზე მოჰყვებოდა გულში შენს ხმას. შენ ხარ ჩემი გულის მზიანი ამინდი, გპირდები ამ სიტყვებს არ ვეტყვი სხვას, ალბათ გენატრები, შენც ფიქრობ ჩემზე, ჩემს თავს გახსენებს მთვარე და ცა. მერე ფიქრში რომ ჩაგეძინება, ჩემს ნაცვლად თვალებზე გაკოცებს სხვა, დილა მშვიდობისა, ჩემო საყვარელო! ჩემს ნაცვლად ყურში ჩაგჩურჩულებს სხვა.
,,დღეს უშენობის სახლში მიწევს მე არსებობა, თითქოს ლოდინიც გათანგულა ცრუ მოლოდინით, ვცდილობ განვაგრძო უშენობით ჩემი ცხოვრება, თავდაკარგული გადაჩვევას ავედევნები...
იცით კაცებო, ქალი ცუდი ჯერ არ შობილა, ქალი ვინ არის?– ნორჩი ყლორტი თქვენი გრძნობისა, უდაბნოს მწირი, ოაზისი მამრის ცხოვრების, მარადიული სასწაულიც ქალით შობილა. ქალი გრძნობაა, ქალი ზღვაა, ქალი ქარია, ქარიზმატული ქარიშხალიც, ქნარიც ქალია, ხან აღელდება, ხან იცინის, ხან მწარედ ტირის, ცვალებადობაც ხასიათის თქვენი ბრალია. კაცი უქალოდ ვერ ეწევა მომავლის მიზანს, ქალი ვაზია, ნორჩი ყლორტი, მტევანი მზისა, როგორც მოუვლი, როგორც გაზრდი, ისე ამოვა და დაეხვევა ჭიგოს თქვენი ნაყოფი ცდისა. და რადგან ქალი არის ქნარი, ქარი, გრიგალი. . ნურაფერს ეტყვი, ჩაიხუტე და მიიკარი. არ მოგწონს ქალი?– ესეც, ალბათ, შენი ბრალია, იცი რატომაც, იმიტომ, რომ ქალი ვაზია.
თუ გულში ლამაზი ოცნება ჩასახლდა, შენს სახელს დავარქმევ ჩემს ყველა სახატეს, რადგან ღვთისმშობლის ლამაზმა თითებმა, ჩემს სულში შენი აჩრდილი დახატეს. მე შენ მიყვარხარ, უკვე დაგეძებ, შემომეჩვია მელანქოლია, ასეთ უხილავ უცნობ სიყვარულს, თურმე თავისი ხიბლი ჰქონია. ფიქრით შენთან ვარ, საქმით კი არა, სიზმარში გხედავ, ცხადში კი არა, გული გეძახის მითხარი სად ხარ? მითხარი ძვირფასო რატომ არ ჩანხარ? ხატზე ჩამოსული ცრემლი გინახავს? ვლოცულობ შენზე, არ ვიცი ვინა ხარ. შენს ლამაზ სახელს და შენს სულს ვფიცავარ.