თუკი გიყვარვარ და მართლა მე მნატრობ, მოდი ამ გრძნობას ნურავის გაანდობ, გინდა ჩაგიკრავ? თანაც გაგათბობ და ჩემი გულის ნადებს გაგანდობ. იცი მჭირდები, იცი მაკლიხარ, ერთი ოცნების დიდი დარდი ხარ, ჩემი გონების დიდი ფიქრი ხარ, ნეტავ ვიცოდე დღეს შენ ვისი ხარ?! მოდი, შეცვალე ჩემი ცხოვრება, ჩემი გულისთვის შენ ხარ ცხონება, სულ შენთან არის ჩემი გონება და აღარ მტანჯავს ის მოგონება. ერთი პატარა, ციცქნა ცრემლი ვარ, შენს ლამაზ თვალზე ჩუმად დავდივარ, რით ვერ გაიგე, უკვე ლანდი ვარ, უშენოდ ვკვდები, აღარ ვვარგივარ
ისევ მახსოვხარ...ეს იმას ნიშნავს, რომ წამიერად გიგონებ კიდეც... და თუ გიგონებ, ეს იმას ნიშნავს, რომ წამიერად გინატრებ კიდეც... და თუ გინატრებ ეს იმას ნიშნავს, რომ წამიერად მიყვარხარ კიდეც... და თუ მიყვარხარ ეს იმას ნიშნავს, რომ წამიერად შენთან ვარ კიდეც... და თუ შენთან ვარ , ეს იმას ნიშნავს, რომ წამიერად მოვმკვდარვარ კიდეც...
ჩემი ოთახის ცივი კედლები რამდენ სევდას და სიყვარულს იტევს, როცა ვზივარ და ლექსებით ვტირი სატრფოს გულივით გულჩვილად მისმენს, ჩემი ოთახის თეთრი კედლები ჩემი ოცნების სხივის ფერია, ზოგჯერ მე მინდა ვიყო მხატვარი შენ კი კვლავ იყო ჩემი ფერია, მინდა დაგხატო მე ამ კედლებზე ჩემ ოცნებებში როგორც ფერია, მინდა დავხატო მე ანგელოზნი შენს სილამაზეს როგორ შესტრფიან, ენა რომ ქონდეთ ამ უძრავ კედლებს გეტყოდნენ როგორ გულით გელიან, გეტყოდნენ რამდენ ცრემლებს იშრობდნენ, შენს მოლოდინში მე რომ მდენია, ვიცი რომ წლები ჯერ წინ ბევრია, მაგრამ თუ როდის ეს სულ ერთია, მე მოვალ შენთან და დაგაბრუნებ სადაც ყოველ დღე ასე გელიან.
ვიდრე წახვიდოდე, ერთი ამოსუნთქვაც, უნდა მოვიპარო შენი ტუჩებიდან, წვიმამ მონატრება ციდან ჩამოფურცლა, ჩვენით გაჟღენთილი სველი ქუჩებია... დღეს რომ მოსახვევებს უხმოდ აწყდებიან, როგორც გაფანტული, ქარში, ხის ფოთლები და ის ოცნებები, რაც ვერ დავიტიე, ვმარცვლე, ვაჩურჩულე, სულის სიშორეში. აღარ ღამდებიან ცაზე ვარსკვლავები, მშვიდი თვალებიდან ვიწყებ გათენებას, თუკი უსიტყვობით რამეს ვაშავებდი, ახლა აღარ უნდათ გრძნობებს გაჩერება. . . . ქარში ირევიან მოგონებები და შენზე სურვილებიც ისევ ულევია, ვიდრე წახვიდოდე, ერთი ამოსუნთქვაც, უნდა მოვიპარო შენი ტუჩებიდან.