**********
მე გადავწყვიტე ვიქცე ჰაერად,
რომ ჩამისუნთქო,
მე ჩემს სურვილებს ოცნებებივით
ჩუმად ვინახავ,
მე გადავწყვიტე ვიქცე მთვარედ,
ცაში ვიქნები,
და "ღმერთო ჩემო”-ს როცა იტყვი,
ხომ დამინახავ…
მე გადავწყვიტე ვიქცე ლექსად,
რომ წამიკითხო,
მერე დადუმდე…
დაგადუმებს დროის დაკარგვა,
მე გადავწყვიტე ამ ქვეყნიდან გადავიკარგო,
რომ ერთხელ მაინც მოგენატროს
ჩემი დანახვა..

ნანახია: 433 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

**********
შენ,რომ არ იყო ოცნებები დამეკარგება,
და ჩემს წინაშე მკრთალი შუქი სადღაც გაქრება,
მარტოდ დარჩენილს შენზე ფიქრი მომეძალება,
და შენთან ყოფნა უფრო მეტად მომენატრება.
შენ რომ არ იყო სიყვარული დამეკარგება,
და ტრფობის ჟამი,ჩემთვის უკვე აღარ დადგება,
ჩემი გული მარტოდ მარტო დაიჩაგრება,
და მას იარა სიყვარულის ზედ დააჩნდება.
შენ, რომ არ იყო ჩემი გზები სულ აირევა,
და ჩემი გული შენს გარეშე გადაირევა

ნანახია: 469 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
ისე შეგეჩვიე, ვეღარ გშორდები.

მე რომ წავიდე, განვმეორდები...
მე რომ მოვკვდები,ნუ დაღონდები,
სადღაც მწვერვალზე დაგელოდები.
დაღლას განვიცდი ცრემლთა გოდებით.
სული დამძიმდა სევდის ლოდებით.
შეგამკობ თოვლში ფიფქთა ლორდებით,
წვიმის დროს ცრემლით მოგაგონდები,
ქარში ტკივილით მე,..მოგშორდები.
აქ რომ დათბება იქ გავთოვდები.
გვიან თუ მოხვალ,ადრე მოვკვდები.
ისე შეგეჩვიე ვეღარ გშორდები,
იქ რომ დათბება აქ გავთოვდები...

ნანახია: 495 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

********
მინდა შეგისუნთქო 
თამბაქოს კვამლივით,
ჩემი თმის შეხებით
მინდა რომ გაგათბო.
მინდა შენს მკლავებში
ჩავეშვა დაღლილი,
შენ კი, დაბნეული
სიმშვიდით ამავსო.
მინდა საჰარაზე
მომიყვე ამბები,
ჩვენი შეხვედრები
ჩადრის ქვეშ დავმალოთ,
მინდა შენთან ერთად
დავთვალო ჭადრები,
ჩემი ყველა ფიქრი,
სურვილი გაგანდო.
მინდა შეგისუნთქო
თამბაქოს კვამლივით,
ავადმყოფ ფილტვებში
ჰაერით გაგათბო,
წელზე შემომარტყა
ხელები გაშლილი,
სუსტი, ცრემლიანი,
სიმშვიდით ამავსო.

ნანახია: 462 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

************
ასე შორეულ, მიუწვდომელ ვარსკვლავს რად გავხარ,
შენს სილამაზეს, უსასრულო ზეცაში ვხატავ,
ვწერ სტრიქონებს და სტრიქონებშიც კი შენ მესახები
და სიტყვებიც კი იყინებიან, რომ გეფერები.

ლოდინით დაღლილს, ოცნებები შემომჩვევია,
იფერფლებიან და უშენოდ სადღაც ქრებიან,
გრძნობებს დაფარულს, გზას გავუხსნი ცივი ხელებით
და თბილ სხეულზე უსასრულოდ მოგეფერები...

ნანახია: 458 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*******
rodesac dumxar, menatreba sheni sityvebi, ase mgonia usazgro zgapars miyvebi, rodesac shors xar monatreba ufro magijebs da vitvli sheni dabrunebis uxmo nabijebs...
ნანახია: 605 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

**********
ჩემი ხარ...
ხელისგულს მითბობს შენი სხეული...
შენთან ყოფნას მთხოვს სული ეული...
მუჭას ვშლი ფრთხილად,
თითებს - საფრენ ბილიკებს ცისკენ ავიშვერ
და ჩუმად გკითხავ:
ჭია-ჭია მაია ხვალ როგორი დარია?
კარგ ამინდს ველი...
მაგრამ უშენოდ?...
გთხოვ, ნუ დამტოვებ...
თუგინდ ყოველ დღე იყოს ავდარი...

ნანახია: 465 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
სულ მელანდები და ვერ ვხვდები რა მემართება, 
რად ამედევნა აჩრდილივით შენზე ფიქრები...
იქნებ ღიმილი, მწველი მზერა, ხმა მენატრება,
ალბათ მჭირდები, უსაშველოდ, ძლიერ მჭირდები!

ციურ ფერებში დავინახე შენი ხატება,
მსურდა ოცნებით ღრუბლებს ზევით გამოვყოლოდი...
ჩვენს სურვილებში ვერ ვიპოვე რამე მსგავსება
და აქ, მიწაზე უიმედოდ, მაინც გელოდი...

დრო გადიოდა, მე გელოდი, ისევ გელოდი,
დღეთა დინებამ ვერ წაშალა ძველი ფიქრები...
როგორ მინდოდა წუთით მაინც გვერდზე მყოლოდი...
მჭირდები კარგო, ტკივილამდე, ძლიერ მჭირდები!

ნანახია: 420 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

**********
კალამს ავიღებ და მონატრებას 
ცაზე ღრუბლებქვეშ ნისლად დავქარგავ
გეტყვი ლამაზო მე შენზე ფიქრებს
ვეღარასოდეს ვეღარ დავკარგავ
მე შენს სიყვარულს ვნებად გავფანტავ
და ჩემს მკლავებში სიკვდილს გავფატრავ
მე უკვდავებას შენში ვეძებდი
და მოკვდავ სიკვდილს შენში დავმარხავ
მოვალ და ბაგეს ბაგით დავნამავ
შენს მკერდზე ვნებას სისხლით დავხატავ
შემდეგ წავალ და სხვას ვინახულებ
იმედი მაქვს რომ აღარ დამძრახავ.

ნანახია: 426 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*******
შენ ხარ ის 

ერთადერთი
ვისაც დღეს

ჩემი ფიქრები ეკუთვნის

მიყვარხარ!!

ნანახია: 436 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

« 1 2 ... 40 41 42 43 44 ... 94 95 »
Website builder - uCoz