ar vnanob
მე შენს სიყვარულს არ ვნანობ,
არ ვნანობ შენზე ოცნებას...
ცაში დუმილი ნანაობს,ს
სულში, იმედი ცოცხლდება...

ცხოვრებას, სუფთა ფურცლიდან
ვიწყებთ მომავლის იმედით...
ერთად ვიარეთ შორიდან,
და მაინც, ერთად მივედით...

ერთმანეთს ავცდით მცირედით,
აზრებითა და ფიქრებით,
რამდენიც უნდა ვიაროთ,
მაინც, ერთურთის ვიქნებით...

აწმყო მომავლით დავგეშე,
და ოცნებებში წასულს...
შენი თვალების გარეშე,
 ვეღარ ვუყურებ წარსულს..

ნანახია: 446 | კომენტარები: 0 | ავტორი: Temo სრულად...

aseti var
მე არ ვედრები მზესა და მთვარეს,

ვფიცავ არ მიპყრობს არავის შური.

სხვისი სიკეთე თუ გამახარებს,

სხვისი ღიმილით მევსება გული.

მე სხვისი დარდი ისე მაწვალებს,

დიდ პატიებას ვარ შეჩვეული.

მე სიყვარული დიდი მასწავლეს,

არ მიყვარს შუღლი, არ მიყვარს ჯიბრი,

თავზე გევლებით ჩემი ფიქრებით,

თუ ვინმე ჩემზე რამე ჯავრს იყრით,

მე სიკეთეში გაგეჯიბრებით.

ერთი შეხედვითთითქოს და მშვიდი,

ო, რა ბობოქარ სულს დავატარებ,

დავდივარ, დამაქვს სიკეთე დიდი,

 და ბოროტებას არ გავიკარებ.

ნანახია: 387 | კომენტარები: 0 | ავტორი: Temo სრულად...

aseti var...
მე არ ვედრები მზესა და მთვარეს,
ვფიცავ არ მიპყრობს არავის შური.
სხვისი სიკეთე თუ გამახარებს,
სხვისი ღიმილით მევსება გული.
მე სხვისი დარდი ისე მაწვალებს,
დიდ პატიებას ვარ შეჩვეული.
მე სიყვარული დიდი მასწავლეს,
არ მიყვარს შუღლი, არ მიყვარს ჯიბრი,
თავზე გევლებით ჩემი ფიქრებით,
თუ ვინმე ჩემზე რამე ჯავრს იყრით,
მე სიკეთეში გაგეჯიბრებით.
ერთი შეხედვითთითქოს და მშვიდი,
ო, რა ბობოქარ სულს დავატარებ,
დავდივარ, დამაქვს სიკეთე დიდი,
 და ბოროტებას არ გავიკარებ.

ნანახია: 346 | კომენტარები: 0 | ავტორი: Temo სრულად...

*********
სიყვარული გამილექსე თავიდან, 
მე არა მწამს გაყინული ფიცის,
ჩემს მაგივრად წვიმა ცრემლებს მოგიტანს,
ცრემლებს, შენ რომ ჩემს ტუჩებთან უცდი.

სიყვარული გამილექსე თავიდან,
მაპატიებს ამ წვალებას ღმერთი?
შენ შენებურ თბილ სიყვარულს ელი და
მე კი ისევ ჩემს ტკივილებს ვებრძვი.

სიყვარული გამილექსე თავიდან,
თან წადი და არ წახვიდე გესმის?
შენს ლექსებში მოფერებას ველი კვლავ...
სიზმარია? თუ გემბანზე მიცდი.

სიყვარული, გამილექსე თავიდან
ცხოვრება მაქვს არც თუ ისე მშვიდი
შენს ხელებში მომაკვდავი მტრედი ვარ.
მე სიკვდილიც ჩემებური ვიცი.

სიყვარული გამილექსე თავიდან,
დრო ამ წუთებს, მოგონებებს უცვლის,
დავრჩით ასე... ჩვენ მესამე ნეკნიდან,
ცალ-ცალკე და ერთად ორი გიჟი.

ნანახია: 451 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

***********
რატომ მგონია ზოგჯერ მიყვარხარ 
და ზოგჯერ არა?
ხან მენატრები,ხან კი შენი
სახელიც მზარავს.
რატომ მგონია,შენთან როცა ვარ
დავფრინავ ცაში?
შენთან ყოფნისას ვარ უდარდელი
ვითარცა ბავშვი.
რატომ მგონია,რომ უშენობით
გული ღონდება?
რომ ყველა დარდი შენ რომ არა ხარ,
მაშინ გროვდება?
რატომ მგონია,ზოგჯერ მიყვარხარ
და ზოგჯარ არა ?იჩქარე ჩემსკენ,ეგ უშენობა
მე მგონი კმარა!

ნანახია: 416 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

**********
ხომ იცი რომ მაინც დაგტოვებ, 
სუნთქვაშებოჭილს,
გადაცურულ განცდების ზღვასთან,
როგორც ხე გვიან შემოდგომას
ისე დაგიფერთხ,
ამ სხეულიდან,
გადავიცვამ ზამთრის საღამურს.
ერთ-ერთ მირაჟულ გათენების წამში ჩაგკარგავ,
რომ ტკივილებით მიხსენებდე მერე დროდადრო,
დრო დასუსხული, თითებისგან ,
ფანჯრებთან ფეთქავს,
ხომ ხედავ
ჩემში გაზაფხული ისევ შობადობს.
არ შემეჩვიო!
სიყვარულის სადღაც მიღმა ვარ,
არც ოცნებებით გამოთრობა მე არ მჩვევია,
გრძნობებით მხოლოდ ვჟონგლიორობ,
მხოლოდ ვთამაშობ,
ვერთობი,
სულის ნაპრალები არ ხორცდებიან.
წაგლეკავ წასვლით,
ნუ ეცდები რომ გამაჩერო,
თამბაქოსავით გამოგფიტავ და ყველა სურვილს,
ყველა თამამი ახირებით რაც გაგაჩნიამ
ქალის აწყვეტილ ამბიციებს მსხვერპლად შევწირავ.

არ შემეჩვიო!
შორზე კიდევ უფრო შორი ვარ,
რეალობასთან განვსხეულდი თითო უჯრედით,
ვიდრე დაგჭირდეს გადაჩვევა თავგზაარეულს,
არ შემეჩვიო,
სანამ დროა,
ნუ შემეჩვევი!

ნანახია: 411 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

**********
ძალიან ძნელია დაშორდე იმას ვინც 
,მთელი გულით არსებით გიყვარს, როცა
ცრემლები წააგავს წვიმას,ტირიხარ და ამბობ მე მაინც მიყვარს.
.......... მე შენ გიყვარდი როგორც ფერია.. დამკარგე ვითომ არაფერია.... ძლიერ მიყვარხარ!მაგრამ ამას მე გეტყვი მაშინ როცა ყოველთვის გეყვარები და არ გამცვლი სხვაში.........................ზოგჯერ ფიქრის დროს დავიღლები დემეძინება,და ტკბილ სიზმრებში შენი სახე მომელანდება,და მენანება ამ სიზმრიდან თავის დაღწევა,რადგან ვიცი რომ შენი სახე დამეკარგება.........

ნანახია: 468 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

******
წუხელ დამესიზმრე, თოვლის ფიფქებს მოჰყვა ალბათ შენზე ფიქრები, 

შენზე ოცნება . . .…

შენი ზმანება მეწვია და მეც დამიმონე,

მომენატრე და უშენობით ვეღარ გავძელი

სწორედ ამიტომ მოკამკამეს მივმართე მთვარეს...

ისე მომინდა შენს მკლავებში მეპოვა სითბო,

თოვლში გათოშილს ცივი ზამთრის მიპყრობდა სევდა,

მომენატრე და.. კვლავ მოვუხმე ვარდისფერ ამურს

ნათელ ფერებად რომ მაჩვენოს ოცნების სევდა…....

ნანახია: 449 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
მითხარი,რატომ გაჩნდი ჩემში აჩრდილივით, 

რატომ მემალები,
რაღაც უცნაური გრძნობა ამედევნა
ჩემს თავს ვემალები,
კარუსელივით ტრიალებს ეს დროც...
სევდა მემატება,
ისე მომენატრე, რომ ეს მონატრებაც
უკვე მენატრება.

რადგან ეს სიცოცხლე უფალმა ინება
შევცვლი ვერაფერს,
თუკი გამართლდება ჩემი იმედები,
დავთმობ ყველაფერს,
ისეთი გრძნობა მაქვს, დამნაშავეს რომ
დასჯის ეშინია,
ისე შემიყვარდი, რომ ამ სიყვარულის
მართლა მეშინია!!!

ნანახია: 458 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

********
დამიწერე სულ პატარა ლექსი, 
შენ სტრიქონებს მოვეფერო მინდა,
დამიწერე სულ პატარა ლექსი,
შენი მშვიდი თვალებივით წმინდა.
დამიწერე,რომ ცრემლები მშვენის,
რომ შენს გულშიც უჩემობა წვიმდა,
დამიწერე,რომ ლექსი ვარ შენი,
რომ სიცოცხლე მხოლოდ ჩემთვის ღირდა...
დამიწერე სულ პატარა ლექსი,

შენი მშვიდი თვალებივით წმინდა

ნანახია: 461 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

« 1 2 ... 42 43 44 45 46 ... 94 95 »
Website builder - uCoz