მკლავს უშენობა... და ვერ ვიშორებ... წარსულს დავეძებ, ისევ ფერებით... ისე მაგიჟებს შენი სიშორე, ვიცი ოდესმე მომეფერები... მკლავს უშენობა... ასე მაცდური... წარსული ისევ ისე მიგონებს... მომნატრებიხარ ვით გაზაფხული... მონატრებიხარ ლექსს და სტრიქონებს... მკლავს უშენობა... ჯერ არნახული... ასე მაცდურად რომ მითვალთვალებს, შენა ხარ ჩემი ტკბილი წარსული... წარსული, ასე რომ გავს მაგ თვალებს... მკლავს უშენობა... სევდა ფარული.. ვგრძნობ უშენობა მაინც ჭორია... ალბათ ადრეა ჯერ დასასრული, დასასრულამდე კიდევ შორია... მკლავს უშენობა... ისევ ასეა... ისევ ფიქრებში რჩები ოცნებით... გული წარსულით ისევ სავსეა... ისევ სავსეა შენი კოცნებით... მკლავს უშენობა... ისევ მაწვალებს... შენი ღიმილი, შენი სიშორე... კვლავ ენატრები, იცი? ამ თვალებს... და წარსულს მაინც ვერსად ვიშორებ...
მე ლოთი ვარ, მერე რა მოხდა? ნიკალაც არაყის ჭიქაში მოკვდა, გალაკტიონსაც უჰყვარდა ღვინო, მისი ლექსებიც სიმთვრალე იყო. სიმთვრალე იყო პოეტის მუზა, არ აბრუნებდა მედუქნე ხურდას, არღანს უკრავდა ბებერი კინტო, არღანზე პური და არაყი იდო. სიმთვრალე იყო ფოეტის მუზა, არ აბრუნებდა მედუქნე ხურდას, არღანს უკრავდა ბებერი კინტო, არღანზე პური და არაყი იდო. სადღაც მღეროდნენ ლამაზმანები იეთიმ გურჯს უნახავს იმათი თვალები, დავლურს ცეკვავდნენ ყარაჩოღლები, ივსებოდა ტივი ბოთლებით, ნაბახუსევი იდგა მთაწმინდა, თბილისზე ლამაზი ქალაქი არ მინდა, თბილისზე უცხოელს უთქვავს ასეთი, სამოთხე "ღვინის, დუდუკის, ქალების. ჰოდა ლოთი ვარ მერე რა მოხდა? ნიკალაც არაყის ჭიქაში მოკვდა... გალაკტიონსაც უქვარდა ღვინო... მისი ლექსებიც სიმთვრალე იყო. ჰოდა ლოთი ვარ მერე რა მოხდა...
ვინ აკაკუნებს ჩემს სარკმელზე ამ დილა-სისხამს... ქარია, ალბათ; გზა აებნა იქნებ მათხოვარს... მშვიდობა ყველას, შორ წარსულში ვუყვარდით ვისაც, ვისაც ვუყვარდით, მაგრამ ახლა აღარ ვახსოვართ.
ამ სასტიკ ქარში სული ჩემი მარტოდ ვალალებს, არ ჩანს მშველელი, საიმედო თუნდაც დროებით და ჩემს მშვენიერ, სინათლისგან დახლეჩილ თვალებს, კვლავ ენატრებათ მყუდროება საღამოების.
ჩამოდის თქეშად უგუნურთა ცოფი და რისხვა, განმსჯელი არ ჩანს, მივავიწყდით იქნებ მაცხოვარს... მშვიდობა ყველას, შორს წარსულში ვუყვარდით ვისაც, ვისაც ვუყვარდით, მაგრამ ახლა აღარ ვახსოვართ.
ისეთი სიკვდილით მოგიკვდები, კლდენი ჩამორეცხონ ცრემლებმა, შორიდან მოგიარონ მორიდებით, სიტყვა ვერ შეგბედონ მდევრებმა, ხვამლი და მთაშავა ჩამოზვავდეს, მამულეთს გაჰქონდეს გოდება, ქარაფებს გადავლებულ ამორძალზე, უხმოდ გისამძიმრონ ლოდებმა. ახლად გამოჩორკნილ სატივეზე, ვეფინო უშენობით დაღლილი, ბებერი რიონის ნაპირებზე, ტკივილი დაყმუოდეს ძაღლივით. დევკაცნი მიტატებდნენ მორიდებით, მძიმედ მიითვლიდნენ ნაბიჯებს... ისეთი სიკვდილით მოგიკვდები, შენში უჩემობა გაგიჟდეს.