ნეტავ აქ იყო, - დღეს ეს არის ჩემთვის მთავარი და რომ იცოდე, ამ გულს როგორ გაახარებდი. . . ენძელასავით გატარებდი ხელში აყვანილს ასე, სათუთად მთებს და ველებს დაგატარებდი.
ნეტავ აქ იყო, - ენძელებით დაგამშვენებდი, კრძალივით გესროდი მარტის თოვლის ცრემლიან გუნდას ტრფობით დაქანცულს შურთხის ხმაზე დაგაძინებდი ვუდარაჯებდი ყაჩაღივით შენს ცბიერ სუნთქვას.
დაბინდდებოდა და მოგხვევდა მთვარე შავ მკლავებს ნიავი წყურვილს მოიკლავდა ბაგით მალ - მალე, თავს მოიკლავდა ქარაფებში, შურით ვარსკვლავი, მთვარე ალერსით დაგაფენდა ოქროს დალალებს.
ვეღარ გავძლებდი და ტუჩებზე დაგაკვდებოდი, გაიღვიძებდი გულუბრყვილო თვალთა ციმციმით, - შემაშინეო, - სასაცილოდ ატირდებოდი და შენს ცრემლებზე მოკვდებოდა მთვარე სიცილით....
პალმების შრიალს ზღვის გრიალი ერთვის და ერწყმის, მე კი ნაპირზე ფერად კენჭებს ვაგროვებ შენთვის, ლურჯი ტალღები იეს ვნებით გიკრავენ გულში, მე მეჯიბრება მგონი ყველა შენს სიყვარულში. მალიმალ მიხმობ, შენ მიაპობ ალისფერ ზვირთებს და ვერ მოდიხარ, ზღვა არ გიშვებს თანდათან გითრევს ის გეფერება სიყვარულის შიშის ფეთებით ზღვასაც უყვარხარ და საჩემოდ არ ემეტები. ზღვას შევეცოდე შენი თავი ისევ დამითმო და შენც ნაპირთან გამოცურე მხლოდ ამიტომ, ათასი კოცნით მზემ აგიშრო მლაშე ცრემლები მზე რომ მზე არის მასაც ჩემთვის არ ემეტები.
ეხლა მოვალ და შევისუნთქავ შენს ქორფა სურნელს მოვალ და უხმოდ დაგიკოცნი ტუჩებზე ღიმილს დანამულ ყელზე გაკოცე და ვიეჭვიანე ვისი შეხება გირჩევნია ჩემი თუ წვიმის?
გამოაღე სარკმელი, მინდა გითხრა კიდევ რაღაც კიდევ დამრჩა სათქმელი მოგიყვები, რაც კი რამე მომადგება ენაზე. არ დამიწყო,,ქალი ხარო, გმართებს უფრო სინაზე ისე გამოგეპრანჭები ამ ჭერმების ჯინაზე, თვალს ვერ მომწყვეტ, გეფიცები, გადაგივლის სიბრაზე ყოჩივარდებს შეშურდებათ, თუკი იებს მომართმევ, როს გავიგებ ზარების ხმას, საკვირაო წირვაზე, გიჩურჩულებ რომ მიყვარხარ, თორემ მერე ვინანებ. არ დამიწყო ქალი რომ ვარ, მმართებს უფრო სიმდაბლე. გამოაღე, გამოაღე, გამოაღე სარკმელი, მინდა გითხრა კიდევ რაღაც, კიდევ დამრჩა სათქმელi
თუ ძველი გროშივით გაცვდა სიყვარული, გაცვდა მონატრებაც, იქნებ უსასრულო ჩემმა საუბარმა თავიც მოგაბეზრა, თუკი შენს ოცნებას ფერი გავუხუნე, მე განმსაჯოს ღმერთმა, ოღონდ ნუ მეტყვი რომ მთელი ერთი წელი, მხოლოდ დრომ იმეფა!
ოღონდ ნუ მეტყვი რომ ჩემმა ბავშურობამ სული დაგიღალა, ოღონდ ნუ მეტყვი რომ ერთმა უბიწო და გულუბრყვილო ქალმა, სატკივარი შენი, ვერ გაითავისა, გული დაგიმალა.... ოღონდ ნუ მეტყვი რომ სხვაში შემეშალე, თანაც ასე მწარედ, მე ხომ ის მგონიხარ, წლების ძებნის შემდეგ ძლივს რომ შეგიყვარე, ხოდა შეგიყვარე ახლა მეშინია, ნუთუ მიმატოვებ, და თუ მაინც წახვალ ისე მაინც წადი, რწმენა დამიტოვე.
რწმენა იმისა რომ ჩვენი სიყვარული ძველ გროშს სულ არ ჰგავდა, რწმენა იმისა რომ ჩემმა ერთგულებამ ფასი არ დაკარგა! მაინც დაგიფიცებ, მაინც მოგინატრებ ,მაინც მეყვარები, ლამის შევიშალო, ლამის შევიშალო ისე მენატრები...
ნეტა რას ხედავ, ......................გესიზმრება? იბურდღუნე და.... ......................გადაბრუნდი... მერე გელოდი... დიდხანს გელოდი.... ... არ დაბრუნდი....
ოღონდ ნუ მეტყვი რომ სხვაში შემეშალე, თანაც ასე მწარედ, მე ხომ ის მგონიხარ, წლების ძებნის შემდეგ ძლივს რომ შეგიყვარე, ხოდა შეგიყვარე ახლა მეშინია, ნუთუ მიმატოვებ, და თუ მაინც წახვალ ისე მაინც წადი, რწმენა დამიტოვე.
რწმენა იმისა რომ ჩვენი სიყვარული ძველ გროშს სულ არ ჰგავდა, რწმენა იმისა რომ ჩემმა ერთგულებამ ფასი არ დაკარგა! მაინც დაგიფიცებ, მაინც მოგინატრებ ,მაინც მეყვარები, ლამის შევიშალო, ლამის შევიშალო ისე მენატრები!