********
კიდევ კარგი, რომ ფიქრებს საზღვრები არ გააჩნია, თორემ სიცოცხლეს სულ წამებში დავასრულებდი…

კიდევ კარგი, რომ მიუწვდომელი გვყავხარ უფალო …”

ნანახია: 449 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
ძალიან მალე იცლება ჭიქა
ძალიან მალე იღლება თვალი
ძალიან მალე,ძალიან მალე
იცვლება აზრი,იშლება კვალი.
მე კი კვლავ გულის კარნახით ვცხოვრობ
ჯერ ვერ ამოვდე გრძნობას სადავე,
ჯერ ვერ მოვუღე ოცნებას ბოლო
ვერ მოვუშალე იმედს სათავე.
და კვლავ იმ პირველ ელდით ვარ სავსე
ვით ციხე მტრებით გარემოცული...
თუმცა თვალები დაბერდნენ გზაზე
და ვერ გიხილეს ჩემთან მოსული.

ნანახია: 461 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

**********
წასვლა გინდა?.. წადი...არვინ გაკავებს.
სადაც წახვალ,ღმერთი ყველგან გფარავდეს
დაგედევნო?..რატომ?... -შენ ხომ სხვისი ხარ.
შენ ხომ უკვე სხვისი ლანდის ჩრდილი ხარ...
წასვლა გინდა... წადი...არვინ გაკავებს,
შენთვის ლოცვას ღმერთან მაინც აღვავლენ,
ცხრა ლახვარსაც გულზე ერთხელ დავითმენ...
და ღვთის ძალით, სიმღერასაც დავიცწყებ.
წასვლა გინდა? წინ რისთვისღა დაგიდგე,
შენ ხომ ჩემი ვერასოდეს გაიგე...
არც კი ღირხარ იქნებ ამის საფასურ,
მაგრამ მაინც შემორჩები ჩემს წარსულს. ...
და არ ვნანობ,არცერთ დღეებს გარდასულi

ნანახია: 465 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*************
მოდი გადაგრიო სუნთქვით,
მინდა გეთამაშო თმაში,
თვალში მოგაჩერდე წუთით,
როგორც გულუბრყვილო ბავშვი..
მერე გავაღვიძო ქალი
ჩემში,სასწავლი მაქვს ბევრი,
როგორც მოსახდელი ვალი,
როგორც დასაღვრელი ცრემლი..
როგორ აგიჩქარო სუნთქვა,
როგორ მოგაფიქრდე თავში,
ისე ჩაგიხუტებ ისე,
ხელებს არასოდეს გავშლი..
მოდი განაწილდი ჩემში,
მოდი გიჩურჩულო ყურში,
მოდი ამიყვანე ხელში,
მერე ჩამიხუტე გულში..

ნანახია: 474 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

***********
შენ გაზაფხულის სურნელებას მოჰყევი დედი,
რომ შენს გარეშე იებს მოსვლა ვერ გაებედა.
სხვა სილამაზე არრა არის ამაზე მეტი,
თვალებიანად რომ მიღიმი ყოველთვის,დედა!
რომ ფაქიზ სულში დაცურავენ აისბერგები,
მზე და ღრუბლები, ოცნებები, ნატვრები, მე და ...
ისე დიდი ხარ, არასოდეს არ დაბერდები,
ისე წმიდა ხარ, როგორც ლოცვა , ძვირფასო, დედა!
მე ჩენს ბავშვობას სარკესავით ვუმზერ თვალებში
და მეშინია შემოპარულ თმაში ჭაღარის...
შენ დაიბადე უსასრულო ოკეანეში,
ჩემი ბავშვობა უტიფარი, აი, აქ არის.
მოვალ ისე,რომ მოგიტანო მთელი სამყარო,
გითხრა ის, რასაც ვერასოდეს გიმღერებს გედი.
მე ნაადრევი გაზაფხული მინდა გახარო:
-ყოჩივარდები შემოსულა, შეხედე, დედი!
შენ ოქროსყანის სურნელებას მოჰყევი, თითქოს,
რომ შენს გარეშე იებს მოსვლა ვერ გაებედა,
ამაზე მეტი სილამაზე , რა უნდა იყოს,
თვალებიანად რომ მიღიმი ყოველთვის ,დედა...

ნანახია: 429 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

**********
თუკი მიგატოვა სიყვარულმა
თუკი მოგონება აღარ დაგრჩა
გულში კაეშანი ელვარების
მაშინ აღარაფრად აღარ ვარგა.
თუკი ოცნებები დაილეცა
ანდა გული აღარ გემონება
მაშინ მომავალში იქნებ კიდევ
სხვისი მაინც შესძლო შეყვარება
გულს ნუ გაუწყრები იმისათვის
სხვისთვის ცრემლი თუ არ გემეტება
იქნებ სიყვარული ასეთია
მხოლოდ ერტხელ მოვა გეფერება.
ჩვენმა წინაპრებმაც ასე გვითხრა
ერთხელ მოდის მხოლოდ წმინდა გრძნობა,
ერთხელ ვიბადებით ამ ქვეყნად და
ერთხელ არ გვღალატობს წინათგრძნობა.
მაშინ სჯობდეს იქნებ დავუჯეროთ
საკუთარი გულის აღელვებას
და თუ სიყვარული ასეთია
სიცოცხლეში ერთხელ ამღერდება...

ნანახია: 450 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

************
მე შენს თვალებზე შემიძლია ლექსების წერა,

ფიქრით და წერით გადავიღალო გული და ხელი,

მე შენს თვალებზე შემიძლია შევთხზა სიმღერა,

მაგრამ არასდროს აღარ გითხრა მიყვარხარ მეთქი!

მე შემიძლია შენს ხატებას კერპი ავუგო!

და შემიძლია ავაშენო შენთვის ტაძარი,

მაგრამ ხმამაღლა შენს სახებას არ ვცე თაყვანი!

მე შემიძლია შენს თვალებსაც დავცინო ჩუმად,

და შემიძლია მაგ სილამაზეს სულაც ვქირდავდე,

და მე ხმაურით წაგიკითხო ლექსი და ხოტბა,

მაგრამ ძალიან ფაქიზად და ჩუმად მიყვარდე!.

ნანახია: 451 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

************
ააწრიალებს სულს უშენობა 
და შემოდგომის ნაზი ფერები,
ვიცი, ქარვისფერ ღამეს გაათევ
და სიზმარშიც ვერ მოგეფერები...

ვიცი,ტკივილად გადამექცევი,
მაგრამ გახედე,ზღვაზე ნისლია...
ვითვლი უთვალავ დღესა და ღამეს -
ძველ დარდისათვის ვერ მომიცლია!

უნდა გაიგო,უნდა იწამო,
რომ არ არსებობს ქვეყნად არავინ
ბოლომდე მოჰყვეს ძვირფასი კერპი
გაუკაწრავი,გაუბზარავი...

თქვი, რომ გიშველა ამ ფოთოლცვენამ.
თქვი, რომ შეიკრა პირი იარამ...
ეს მე ვიყავი - ზღვის მონატრება -
შენს სიზმარში რომ გადაიარა.

ეს მე ვიყავი - შორი ნაპირი,
ცად გაკიდული თეთრი თოლია ...
ხომ ხედავ, შუქი იმ შემოდგომის
როგორ ფეხდაფეხ გამომყოლია.

და აწრიალებს სულს უშენობა
მკლავს ნაწვიმარი ზეცის ფერები
ვიცი, ქარვისფერ ღამით დამთვრალი
ყველა სიზმარში მე მეფერები.

ნანახია: 446 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

***********
ხარ გათენება, 
მზის ამოსვლა შუაღამეში,
მხოლოდ ცის ფერებს ითვისებენ შენი ფუნჯები,
სველი ქუჩიდან შემოხვედი გამშრალ თვალებში,
მოვალ,
დავწვები შენს ტანზე და გავირუჯები.

დღესაც ცხოვრება ბალამუტი ნერვებს მიშლიდა,
გაბურულია ცა და წვიმამ მიწა დალაქა,
მე ისევ მაგრად მენატრება შენი სიმშვიდე
და ისევ მინდა გავერიდო დღეთა ბალაგანს.

მინდა ერთხელაც მივატოვო ეს დედამიწა,
ეს ერთი დიდი სისულელე,
სრული აბსურდი,
დოგმადქეული მოძღვრებები აღარ დავიცვა
და ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცა გავქურდო.

ახლაც შენს გარდა ყველაფერი არის მირაჟი,
ცაშიც,
მიწაზეც და ნერვებშიც მხოლოდ შენა ხარ,
გთხოვ,
მიმიღე და დამაჩოქე უფლის წინაშე
და ეგ თითები ამ არეულ სულზე შემახე.

სადღაც ღამდება,
მოვდევ ქუჩებს,
დრო არ ისვენებს,
იქნებ ამ ღამემ გათენება აღარც გარისკოს,
სანამ თვალებში ამოძრავებს გუგებს სისველე.

ნანახია: 459 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

********
ღამის ჩრდილები ჩემს კარებთან
დგანან დარაჯად,
მისი თვალების წყვდიადი კი
ჩემს თვალებს უმზერს,
თმებიც ბალიშზე ბეჭდის რგოლად
თითქოს დალაგდა,
ნაზ ჩურჩულს ვისმენ და მალამოდ
მედება გულზე.

ნუ წახვალ, ღამევ, შენთან ყოფნა
სიყვარულს შვენის,
ბნელით შემოსე ჯადოსნური
მისი სამყარო,
დროვ, შეაჩერე შენც საათი
ბებერი ხელით,
ამ საოცარი ღამით ტკბობა
რომ დამაცალო.

მაგრამ თენდება და ჩრდილები
იხევენ უკან,
მიბნედილ თვალთა მზერა თითქოს
უკვე დამორცხვდა.
ის აცახცახდა, სახით მკერდზე
მომეკრა მწუხარს.
ო, რა იქნება, დააყოვნე,
მზეო, ამოსვლა!

ნანახია: 472 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

« 1 2 ... 46 47 48 49 50 ... 94 95 »
Website builder - uCoz