ვგრძნობ გაზაფხულის ძალას, სიგიჟეს ატმის ხეთა, შენი თვალების ფასი, დარჩა დღეს მხოლოდ მცხეთა. ზამთრის ქარებში გაზრდილს, ვით გაზაფხული მათბობს, შენი სხეულის ალი, სასმელი გრძნობით მათრობს. ბედის ბრალია ალბათ, ჩვენი შორი-შორს ყოფნა, ჩემი სიცოცხლეც არ ღირს, შენი ტუჩების კოცნად.
ჩემებურად მიყვარს.. ფიქრმა როგორ შეძლოს გადარჩენა ჩემი, იძირება ზღვაში მტრედისფერი გემი. აღარაფერს ვნანობ, აღარავის ველი.. კი არ ვტირი, ისე... ჩემებურად ვმღერი. ბილიკ-ბილიკ ნავალს ამერია გზები.. იქნებ მომატყუეს, იქნებ ისევ ვცდები.. აღარ შემრჩა ძალა, აღარაფერს ვდარდობ, არ გეძახი, ისე... ჩემებურად გნატრობ.. ღამისფერი ნისლი დაეფარა თვალებს და მიხურავს ქარი ჯერ არ გახსნილ კარებს.. ხანაც ვეგუები, ხან კი ვებრძვი იღბალს.. სხვანაირად არა, ჩემებურად მიყვარს..
ახლოს მომიშვი,გიჩურჩულო ცხელი ტუჩებით, თორემ კარსმომდგარ გაგიჟებას ვერ გადვურჩები. ხვალვე ამრევენ შეშლილიდან გადარეულში და ჩამტენიან სველი ტომრის ვიწრო სხეულში.
აშიშინდება მხურვალება ხორცის და მერე, თეთრი არტახით გამიკრავენ მთრთოლვარე ხელებს, გისოსებს მიღმა ჩაკეტავენ განწირულ ღრიალს და დამწამებენ,რომ ხალხისთვის საშიში მქვია.
არავის არ უთხრა,რომ მე ცოცხალი ვარ, რომ მე შეიძლება შევიგრძნო სამყარო.. არავის არ უთხრა კაცი ვარ,ქალი ვარ ან იქნებ ღმერთი ვარ ღრუბლები გავყარო... რომ მე მაოცებს და მხიბლავს დედამიწა, რომ მინდა ზღვის პირას კენჭები დავთვალო.. ან იქნებ მარგალიტს ვეძებდე ხალხში და ვიპოვო ერთ გულში ათასი სამყარო... არავის არ უთხრა ნაზი ვარ..ქალი ვარ.. და შუა ზამთარში ვყვავილობ,ვმაყვალობ, ვერავინ ვერ უნდა გაიგოს ქარი ვარ, ან იქნებ მტყუანი ვფიცავ და ვმართალობ.. არავის არ უთხრა წყალი ვარ,მიწა ვარ, და იქნებ წვიმის დროს გიჟივით ვავდარობ.. არაქვეყნიური მადლი ვარ,თიხა ვარ.. ან იქნებ არცა ვარ მე ვინმეს სადარო... არადა მე მაინც ქალი ვარ..ნაზი ვარ.. და ამქვეყნიური თვალებით ვმაყვალობ.. მე მაინც შენით ვარ,მე მაინც შენი ვარ, და თუ მე შენი ვარ შენია სამყარო.....
შენ თუ მეძებდი არ მახსოვს, მე რომ გეძებდი, ვიცი! გენატრებოდი? - არ მახსოვს... მენატრებოდი ვიცი! შენ თუ ტიროდი არ მახსოვს, მე რომ ვტიროდი ვიცი! მართლა გიყვარდი? არ მახსოვს... მე რომ მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ვიცი
მოვალ..ჩემი სულის ნარცისებს მოგიტან. მხარზე თავს დაგადებ და გავჩუმდები.ჩუმად იყავ....ყური უგდე ნარცისების ჩურჩულს და გაოცდები. რატომ მოვედი? არ იყო საჭირო? ქალი ვარ და ამაყი უნდა ვიყო?
ეს ერთი წუთი მაპატიე. ამ ერთი წუთის სიამაყეს ნუ მთხოვ. მე ჩემი სულის ნარცისები მოგიტანე, თვით კი....გავბრუნდები უხმოდ...