იმედდაკარგული არ მინდა გელოდო აღარ გამომივლი ვიცი. სევდამორეული ვითვლი ამ დღეებს, რა ვქნა? გული მაინც გიცდის. ფანჯრიდან გავყურებ ცარიელ ქუჩებს და კვლავ შენი ფეხის ხმა ისმის, ვიცი შენ არა ხარ, ვიცი მეჩვენება ვიცი და მაინც გიცდი. ვგრძნობ, რომ არ ჩაივლის ასე ყველაფერი, მარტო არ დამტოვებ ვიცი. ვიცი გვიან მოხვალ, მაგრამ მაინც მოხვალ ვიცი და ამიტომ გიცდი..
და თუ გაიგო, რომ მე მოვკვდი არ დაიჯერო, არ დაიჯერო და ასე თქვი რომ ტყუილია, და შენ მეძებე გევედრები, მეძებე ყველგან, სადაც ოდესმე ფეხი დავდგი და გამივლია. მე მოვალ ციდან,მოვალ ზღვიდან,მოვალ მიწიდან, მე მოვალ თოვლად,წვიმად ან მზედ ამოვბრწყინდები, და შენ გჯეროდეს გევედრები, გჯეროდეს მუდამ, რომ სადაც მზეა და შენა ხარ, მეც იქ ვიქნები.
შენ გაგყოლია სიზმარი ჩემი და დაქანცული სულის გოდება.... ვარ ქარიშხლებით ჩამქრალი გემი გაამინდებას რომ ელოდება.... შავი თვალების წვიმიან მაისს, რა საოცარი სცოდნიათ გზები, მე მინდა გწამდეს შენ ერთი მაინც, რომ არ ხარ სხვა და არიან სხვები.... და როცა სული მიიწევს მაღლა და წუთისოფლის ჩვენ ვართ სტუმრები- მიყვარხარ-მეთქი რომ გითხრა ახლა, მითხარი, ხომ არ დამემდურები?... თუ გაზაფხული ყვავილობს შენში და შენ გაზაფხულს გვერდს ვერ აუვლი, სუნთქვა თუ ჩამრჩა შენს დაშლილ თმებში ხომ არ იქნება დანაშაული? თუ დაღლილ სულში, ოცნებავ ჩემო, შენი თვალების მორევს დავიტევ, შენი ტუჩების თუ გამყვა გემო მითხარი, ცოდვას ხომ არ ჩავიდენ? და მაინც სული მიიწევს მაღლა, და წუთისოფლის ჩვენ ვართ სტუმრები... მიყვარხარ -მეთქი რომ გითხრა ახლა მითხარი, ხომ არ დამემდურები?
თითქოს სიტყვების ჯარი გავრითმე და ჩავამწკრივე ასეულებად, შიგ ჩავაქსოვე ეგ სინატიფე, ჩემი გრძნობები ვერ ვთქვი ადვილად. შენი თვალების ფირუზისფერი მე მაბრმავებდა სხივთა ციალი, და შენი სულის სითბო მზისებრი სიტყვით ვეღარ ვთქვი ოხერტიალით! შენი მოხვევა ისე მომინდა, როგორც მზეს უნდა ზღვასთან შეხება, სული ფიქრებად შენთან მოფრინდა ყელზე გეხვევა ავგაროზებად!
აღარ შეგაკრთობს ჩემზე ფიქრები, ვიცი მე შენში გარდავიცვლები!!!!