თოვლივით თეთრი მდუმარებით დათვრნენ ვარდები, დღეს ხომ მიყვარხარ, ხვალ უფრო მეტად შემიყვარდები, ვერ დავთმე ვერა, სიყვარულის ცივი ლანდები, აფეთქდა ნატვრა, აიშალა თბილი განცდები. ილუზიების ლაბირინთში,გრძნობებს ვაწყდებით, და მერე მხოლოდ მათ წინაშე მათთვის ვმარცხდებით, მომიწევს გული, სიწყვდიადით, დათვრნენ ვარდები.... დღეს ხომ მიყვარხარ, ხვალ უფრო მეტად შემიყვარდები !!!
ბრალი არა მაქვს თუ გრძნობა შემშლის, ვარ სიყვარულის მუდმივი მდგმური, ბრალი არა მაქვს თუკი ზღვასავით, ნაპირს აწყდება, ბობოქრობს სული. ბრალი არა მაქვს, თუკი ჩემს გზებზე, ჩემს სამყოფელში მეტია ბინდი, ბრალი არა მაქვს ჩუმმა ტკივილმა თუ შემაწუხა და ავქვითინდი. რა ვუყოთ თუკი ვერ მომიჩინე შენს ქვეყანაში ციდა კუნჭული, შემეძლო შენთან უშიშრად მევლო, ბეწვის ხიდებზე თვალდახუჭული. შენ კი არა და ალბათ ამქვეყნად, თავად ღმერთსაც კი გადავავიწყდი, თუკი როდესმე მოგაგონდებით, შენცა და ღმერთსაც ერთად დაგიცდით.
მინდა შევიგრძნო, როგორ ტირის წვიმის წვეთებად თეთრი ღრუბლებით დასერილი ზეცის გულმკერდი. მინდა რომ ვნახო, თეთრი სიოს შემოფეთება, ალუბლისფერი ყვავილების მოტკბო სურნელი. მინდა გავიგო გაშიშვლებულ ხეების სევდა, როცა ხედავ რომ წითელ-ყვითელ კაბის არშია დათრთვილულ ბალახს სველ მიწაზე როგორ აცვია. მინდა მესმოდეს ჭორაობა ქარბუქის ქართან, და ან ის სითბო ფიფქის კოცნას თან როცა ახლავს, თუნდ განცდა ჩუმი, და ჩუმი გრძნობა, დასუსხულ ქარში, ჰაერით თრობა. და რეალურად თუ ფრთებს ვერ გავშლი, ადრე თუ გვიან ხომ ყველა კვდება, მინდა ოცნება დაღლილი ბავშვის შემოვინახო ლექსის სტროფებად.
მომეფერე! გადამისვი თავზე ხელი,_ რომ სიცოცხლის სურნელება უკეთ ვიგრძნო,_ შემომძარცვე ნაზამთრალი სამოსელი,_ გაზაფხულდეს კიდევ ერთხელ, ჩემში ვინძლო._ მომეფერე ! გადამისვი თავზე ხელი,_ ჩამიკარი მაგრად გულში რომ შეგიგრძნო!_ რომ გავექცე სიმარტოვეს ურჩი ქალი,_ და ლოყებზე ატმის ცეცხლი წამეკიდოს._ კიდევ ერთხელ ამოვარდეს გულში ქარი,_ კიდევ ერთხელ სიყვარულმა გამაგიჟოს!!_
უკვე მერამდენედ მიმატოვე, შენ კი, გიხარია უჩემობა… მე კი, მომაბეზერე სიმარტოვე… მე კი, მომაბეზრე უშენობა…
შენ ხომ, ჩემი თავიც მომაბერზე… მაინც მეზიზღება უშენობა, ნიავს შეგავედრებ მონაბერზე… ქუჩებს გააწამებს უჩვენობა…
შენ ხომ, ჩემი გულიც მომაბეზრე… მაინც, შენსკენ იწევს ჩემი გული… ისევ ბნელი ღამე მომაგებე, გული ამიტირე დაჩაგრული…
უკვე მერამდენედ დამაობლე, ისევ ღამეა და მეჩქარები ისევ… მინდა მხოლოდ, შენით ვამაყობდე… გულში ჩაგიხუტო მყისვე… მაინც მენატრება უშენობა… მაინც მომაბეზრე სიმარტოვე… რატომ გიხარია უჩემობა? გახსოვს, მერამდენედ მიმატოვე???
ისე წახვედი, ვერ მოვასწარ, მეთქვა: მიყვარხარ, კოცნას ვინ ჩივის... ვიცოდე მაინც, იდუმალ გზებს საით მიყავხარ, მტანჯავს მიჩვევა... სულ არ წამართვან თავი შენი გზებმა ახალმა - ფიქრი მამუნჯებს... სადღა ვიპოვო, რაღა კლდეებს უნდა ვეხალო, მსგავსი საუნჯე?..
სულ ნამცენც-ნამცენც, სულ პეშვ და პეშვ გაგროვე დღემდე დილის ცვარებად... ნუთუ მექცევა შენი გულის კართა გაღება გარდაცვალებად?..
ო გარდაცვლილსაც არ მსურს მზერა გამონატარი საიქიოდან... გხედავდეს სხვასთან შენ, რომელსაც ასე ნანატრი ჩემი გქვიოდა...
მენატრები, სიგიჟემდე მენატრები. სად გეძებო?!ანდა როგორ დაგიძახო? ეშმაკები ხარხარებენ სასთუმალზე, თვალებს ვხუჭავ,იქნებ სიზმრად მაინც გნახო. თვალებს ვხუჭავ, ცისფერ ნისლში მელანდები, სიხარულით გული თითქოს შეშლილია, ცხოვრებაში დავშორდით და სიზმრად მაინც... სიზმრად მაინც არ დაგკარგო მეშინია !!! იღიმები, თვალებს გიშრობ გიჟურ კოცნით, ვერ მივმხვდარვარ, ცხადია თუ სიზმარია, ცხოვრებაში დავშორდით და სიზმრად მაინც, სიზმარად მაინც არ დაგკარგო მეშინია.