სადმე მიპოვე შენს ოთახში ჩუმად,ალერსით. იქნებ კედელზე გაელვებად გადავიარე. იქნებ მთვარე ვარ ვარსკვლავებში ამონალესი, იქნებ ფანჯრიდან შემომძვრალი სუსტი ნიავი. კარგად მოძებნე ჩემი თავი ყველა საგანში, იქნებ სარკეში დამინახო, იქნებ თაროზე და კოცნის გემო მოგივიდეს, იქნებ მადაში, თვალებს ფერები გამოსტაცო საავგაროზე. მთელი წინა დღის ისტორიას
ყვება მაგიდა გაშილი ფურცელზე გაფანტული მშრალი ფრაზებით… ნუთუ არ მეძებ?ჩემი პოვნა იქნებ არ გინდა? მაშინ კარებზე ურდულივით ჩავირაზები და არ გაგიშვებ არასოდეს არცერთ სიზმარში არცერთ ოცნებას არ დაგაცდი, რომ იოცნებო. რომ არ უყურო შენ ჩემს ცეკვას დილით ცის მარში? რომ არ მომძებნო? არა ამას მე ვერ ავიტან. გადააქოთე მთელი სახლი მიპოვე სადმე, იქნებ წამი ვარ საათზე რომ უკვე გავიდა, იქნებ სანთელი სადაცაა რომ უნდა დადნეს. სადმე მიპოვე სულერთია, გინდაც უხეში, ან იქნებ ლაქად ტანსაცმლისად ამომიყვანო; მერე ჩამისვი მომეფერ ნაზად უბეში, იქნებ გაკოცო მოგეხვიო და შეგიყვარო.
წვიმს , ვეფერები წვიმიან ქუჩას, მერე მეგობარს ვუპოვი გზას, ახლა საშველი არაფერს უჩანს, ვიღაცა სახლის კუთხეში დგას. კედელი კედელს რატომაც ხვდება, მეც იმიტომაც გაბეზრებ თავს, შენ რომ იცოდე დარდით ვინც კვდება, ახლა მე ისე საოცრად მგავს... და შენით რომ მჭირს გარდაცვალება, ეს კიდევ უფრო ძალიან მკლავს.
ღილები შეიკარი, ხომ ხედავ აცივდა, სულების ქარიშხალს ფრთები აქვს გაშლილი, ხეებმაც დაკეცეს ფრენ-ბურთის ბადე და ბურთი კი გუბეში აგდია გასვრილი. ღილები შეიკარი ,ხომ ხედავ აცივდა, ღრუბლები აჩეხეს, საბრალო აკივლდა, თითებით შეგიკრავ თვალების საკინძეს, გულის ბუხარში ცეცხლსაც კი დაგინთებ. მერე დავჯდეთ და გავითბოთ სულები, ერთმანეთს თითებით ავუხსნათ გრძნობები, გულის საკინძეს თვალებით შეგიხსნი, ჩვენთან კი დათბა და ცეკვავენ სხივები.