menatrebi dzalian........
იცი რას ნიშნავს ერთი წამი თუნდაც უშენოდ?არ ვიცი რა ვქნა და თან ჩემს თავს როგორ ვუშველო,დავხუჭავ თვალებს მეტირება რატოომ?არ ვიცი,ალბათ უშენოდ ყოფნას გული ძლიერ განიცდის.
ნანახია: 378 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
დილა ფერებად დაეღვრება ჩვენს თბილ სარეცელს,
ძლიერ მკლავებში განაბული ვსუნთქავ რიტმულად,
ნაშუაღამევს მთელ სხეულზე დუღდა სამყარო,
ახლა, კი, თითქოს სიზმრის თოკზე გადაკიდულა.

ნამძინარევი შეგეხები მფეთქავ ვენაზე,
თითებზე მხვდება ღამეული კბილის ნაჭდევი
შენს მხრებზე ცივად შემორჩენილ ნოტიო ჰავას,
ხელისგულების სითბოთი და კოცნით განვდევნი.

სიზმრებისა და ფანტაზიის ტკბილი ქვეყნიდან
ტანზე ვიტოვებ მხურვალებას, ვნების სავალად,
ლავიწის ძვალთან დანატოვარ ტუჩის ნაკვალევს,
წაბლისფერ თმების ხვეულებით ვეღარ დავმალავ.

შენი სურნელი ააჩქარებს ჩემს გულისცემას,
მძაფრი ფერებით, მსურს, დაგიფრთხო ეგ მშვიდი ძილი,
რომ სიფხიზლეში გადასული გიჟური ნდომით
ცხელი სხეული დამიკოცნო ადრიან დილით


ნანახია: 475 | კომენტარები: 1 | ავტორი: eka სრულად...

*******
იცი?! 
აისს ჰგავდა შენი გამოჩენა,
როცა, ნაწვიმარზე მზე ამოვა-ხოლმე,
მე ხომ საკუთარ თავს მუდამ ვეურჩები,
ჰოდა, ამ გრძნობასაც ღელვა მოვაყოლე.
როცა მარტივია უკვე არაფერი,
რაღაც მთავრდება და რაღაც მეორდება,
ახლაც თბილ ქვეყნებში უნდათ გადაფრენა,
სულში ჩაბუდებულ უცხო მელოდიებს.
წუხელ სიზმარშიაც ღამე გავათენე,
ალბათ, ამიტომაც, მკრთალი მეჩვენება,
ოდნავ, გაზაფხული... ვფანტავ ლამაზ ფერებს,
ნატვრის ჰორიზონტებს ასე მიჩვეული.
ვეღარ ავუდივარ ამდენ სიშორეებს,
რა ვქნა, მონატრება თუკი მომერია,
თავის ნებაზეა პულსი მიშვებული,
სუსტი იმედის ხე გახდა მსხმოიარე.
მერე, სხივები რომ მთებში იძინებენ,
ატმის ხეივნებში წვება თუთარჩელა,
რადგან უშენობა გულის სიმძიმეა,
მოდი, თუ დარჩები,
ჩემთან,
თუ დარჩები...

ნანახია: 451 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*******
garigeba....
ნანახია: 237 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
aravis uambo tu rogor davshordit.....
ნანახია: 231 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

erti rame macuxebs marad.......
guram sagaradze........
ნანახია: 397 | კომენტარები: 1 | ავტორი: eka სრულად...

miyvarxar dzlier dzlier........

guram sagaradze.....

ნანახია: 261 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
cuxelis bichi dabadebula......
ნანახია: 220 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

**********
terenti graneli
ნანახია: 253 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*******
მე არ ვარ ის,
ვინც უნდა გახდეს, მომდევნო ტრაგედია, შენს სულის კედელზე
და ნატკენ ოცნებებს,
დასამთავრებლად,
ვტოვებ შენს სხეულზე-როგორც საფერფლეზე, ჩამწვარ სიგარეტად...
ვერ დამატიე სულში სილამაზედ
და ქუჩის ბოლოს სასურველ სილუეტად, აღარც მე ჩავსაფრდი...
და იცი?დამთავრდი...

სულაც არ ყოფილა საჭირო მარტოობა, რომ შემიყვარო
და გაინაწილო ჩემს ფილტვებში დარჩენილი სუფთა ჰაერი,
როგორც მე შევძელი, ისე არ მჭირდები
და როგორც შეძელი, შენც ისე წახვედი,

ვუკიდებ თამბაქოს და ჩემს გარშემო, ღიმილისფერი, ნაცნობი კვამლია...
შენში ვარ, მხოლოდ სასურველი სილუეტი სხვისი სხეულის,
ისე კი ქალი ვარ...

ნანახია: 417 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

« 1 2 ... 62 63 64 65 66 ... 94 95 »
Website builder - uCoz