************
მე შენ მიყვარხარ!"ნუთუ ცოდვაა?!
და თუ ცოდვაა,ვიყო ცოდვილი.
"მე შენ მიყვარხარ!" დამნაშავე ვარ?
დამნაშავე ვარ, ვიყო გმობილი.
ჩამსვით ციხეში,ან ჯოჯოხეთში
მაწამეთ ყველგან, სადაც გენებოთ
"მე შენ მიყვარხარ!" ყოველთვის ვიტყვი
თუნდ ეშაფოტზეც თავი მომკვეთონ.
"მე შენ მიყვარხარ!" თუნდაც ვკვდებოდე
თუნდაც მახრჩობდეს ფარული ცრემლი,
"მე შენ მიყვარხარ!"და მე ამ სიტყვებს
გავიმეორებ თვით ჯოჯოხეთშიც.
და თუ ეს ცოდვა,ღმერთმა შემინდო,
არასდროს დამგმო,ერმა და კაცმა,
მაშინ კვლავ ვიტყვი,ისევ თამამად:
"მე შენ მიყვარხარ,ძლიერ და მარად!

ნანახია: 454 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

**************
მე შენ გეძებდი მთელი ცხოვრება,
ბოლოს გიპოვე ჩემი დაგარქვი
ახლა შენ გქვია ჩემი ცხოვრება
შენ უშფოთველი ძილი წამართვი.
არ გსაყვედურობ გიპოვე თვითონ,
შენ არ გაბრალებ ჩემი ბრალია
შენ კი ვერ ხვდები,ვერ ხვდები ვითომ??
რომ არავისთვის აღარ მცალია.
რომ მე სიზმრების უმტეს მაწილს
ჩემო ძვირფასო სულ შენზე ვხედავ
და თუ ვერ ხვდები,ეგ სულაც არ მწყინს
შენზე ოცნებას მე მაინც ვბედავ.
დიდხანს გეძებდი,მთელი ცხოვრება
ბოლოს გიპოვე ჩემი დაგარქვი
ახლა შენ გქვია,ჩემი ოცნება
შენ მოსვენებაც,ძილიც წამართვი..

ნანახია: 484 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

isev es tuchebi gakoceben......
ხედავ? უშენობა ისევ მომიზვავდა…
ისევ მარტო ვარ და
ისე მოწყენილი…
მე ხან, გავარდნილი მეხი ვარ და
ხან ცა, სარკესავით მოწმენდილი…

ხედავ? ხელებივით ისევ გიფათურებს…
ქარის სითავხედე,
ასე გაგიჟებით…
მაგრამ უშენობას, მაინც ვინარჩუნებ…
ისევ, მეფერება თეთრი კლავიშები..

ხედავ? მოგიძღვენი სევდის სონეტები…
ჩემს თავს ვღალატობ და
ნოტებს ვეფერები…
მე ამ სამყაროში უხმოდ ვერ ვეტევი…
ხან წლებს ვუღიმი და ხანაც ვემტერები…

ხედავ? დღე უშენოდ მინავარდობს…
ბალახს შეპარვია,
მწვანე მოგონება…
დილა გაღვიძებას მაინც, შენით დარდობს…
ისევ მიმატოვეს უცხო გოგონებმა…

ხედავ? მოაგაგებე დილა სიხარულის…
ისევ გაგონებენ,
მაინც გაოცებენ…
ისევ შენთან მინდა, მაინც სიარული…
ისევ ეს ტუჩები, გაკოცებენ…

ნანახია: 284 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

minda gjerodes.........
მინდა გესმოდეს, მინდა გჯეროდეს,
მინდა ეს გული შენზე მღეროდეს,
მინდა აგიხსნა გული გაგიხსნა,
მინდა დარდისგან მე რომ დაგიხსნა.
მინდა გიყვარდე, მინდა გინდოდე,
მინდა რომ ჩემზე ისევ ფიქრობდე,
მინდა გხატავდე, მინდა გქარგავდე,
მინდა არასდროს აღარ გკარგავდე.
მინდა მხვდებოდე, ჩემთან რჩებოდე,
მინდა უშენოდ მე არ ვკვდებოდე,
მინდა გახსოვდე, მინდა გათბობდე,
მე ისევ მინდა კოცნით გათრობდე.

ნანახია: 435 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

***********
მომეცი ხელი, 
უჩემობა, ვიცი გაწუხებს...
და გამეტებით, დაუნდობლად,
ამტვრევ მარწუხებს...
მომეცი ხელი,
უშენობა ისევ მაწვალებს...
გადაგღეღია ეგ ფიქრები,
ვითვლი ნაკვალევს...
ხელი მომეცი,
ამირიე ისევ გონება...
რომ დამამარცხე უშენობით,
ნუ გეგონება...
მომეცი ხელი,
გული ისევ ამიფერადე...
და განაბული დამელოდე,
გაგიჟებამდე...
მე მაღლა მინდა,
შენთან მინდა, მაინც ამოვალ..
რომ ვერასოდეს მომიშორო,
ისე წამოვალ...

ნანახია: 440 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

ganshoreba.......
როდის მოხვალ? როდის? 
უკვე ღამეც მტკივა,
უშენობა მწვავს და უშენობა მცივა...
მიმაჩვიე ღიმილს,
დამასევნე ფიქრებს...
ამიხსენი კარგად
გაწკენინე იქნებ?
აღარ ეძებს თვალი
ასე ნაცნობ რჩევას...
გამეცალე როცა,დაგიგულე
ჩემად...
გაყინულა დრო და
გათოშილა წამი,
დაიღალა გესმის?
ბლაბლაბლობით ქალი....
როგორ დავრჩე ასე
სად გეძებო კარგო?
კვლაფერი ასე ,როგორ
უნდა ვკარგო?
ისევ გიცდის სევდა
ვერ ვერევი ფიქრებს,
როგორ მტოვებ ასე?
დამიბრუნდე იქნებ?

ნანახია: 425 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

>>>>>>>>>.
ჩვენ დავიღლებით უსასრულოდ თვალებში ცქერით,
ვიცი გადაღლა გულგრილობის გრძნობას ამართლებს,
ამ ემოციას, დავიწყება უთუოდ ელის,
ჩვენ ერთმანეთის, არაფერი, სულაც არ გვმართებს.

კვლავ დაიწყება დამქანცველი თავის მართლება,
რომ ვერ გხიბლავენ სიტყვები და ხშირად აზრებიც,
მე უშენობის ამნეზია დამემართება....
და ძველებურად, თბილად ვეღარ "გაგიბრაზდები".

ვერაფერს დავწერ არ მექნება რადგან სათქმელი,
სამაგიეროდ სხვას მივუძღვნი სტროფებს უბელოს,
შენც აღარ მეტყვი: "მე უთუოდ აქვე მოგელი,
თუნდაც ხვალ თბილისს ქარბორბალამ გადაურბინოს".

ახლა კი, სანამ შენი თავი მეიმედება,
ამ ერთხელ კიდევ, ძველ სიყვარულს ნუ დამამადლი....
და როცა წახვალ, მე თუ გულზე ხელი მედება,
გთხოვ, ნუ იდარდებ ამაზე და შენ მაინც წადი.

მერეც, ნელ-ნელა უხალისოდ გავა ცხოვრება,
რადგან გადაღლა გულგრილობის გრძნობას ამართლებს,
ჩვენ დავიწყებას ვეცდებით და გვემახსოვრება,
რომ ერთმანეთის არაფერი, სულაც არ გვმართებს....

ნანახია: 484 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

***********
უბედურებას შვილად ვყავარ მე აყვანილი

ბედნიერების კარზე მივალ მხოლოდ მათხოვრად,


დავუკაკუნებ ყურს არ მიგდებს და ავტირდები


ოჰ, უბედობავ ეს ცრემლები გქონდეს სახსოვრად.


ბედნიერება მე არასდროს არ მღირსებია


დარდია მხოლოდ ჩემი გულის დღესასწაული,


და თუ თვალები ხშირად ცრემლებით ამოგვევსება,


ამაში მხოლოდ შენ მიგიძღვის დანაშაული...

ნანახია: 579 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

menartebi..........
,,ჩემსავით,უკვე ბერდება სევდაც,
ტკივილმა გული,რომ არ გამიპოს.
მინდა ძვირფასო,რომ ვიყო შენთან
და ცრემლი,შენმა სითბომ დამიშროს.
შენს მოლოდინში,გულიც ბერდება
და მეშინია,გარდაცვალების.
მე, მარტოობის ხელი მეხება
და სილამაზეც ქრება,თვალების.
შემოდგომაა!ეს მერამდენედ
მე,მარტოობამ დამცერა ჯვარი?
ეს მერამდენედ,დრომ და მანძილმა
წაშალა,ჩვენი გრძნობების კვალი?
ჩემსავით,უკვე ბერდება სევდაც,
ტკივილმა გული,რომ არ გამიპოს.
მინდა,რომ ისევ მოხვიდე ჩემთან
და ცრემლი,შენმა კოცნამ დამიშროს!,,

ნანახია: 441 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

.................
............
ნანახია: 240 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

« 1 2 ... 75 76 77 78 79 ... 94 95 »
Website builder - uCoz