>>>>>>>>
იცი? არის წუთები, როცა გინდა არ იფიქრო და მაინც ფიქრობ...
გინდა არ გტკიოდეს და მაინც გტკივა,
გინდა გაიცინო და მაინც ტირი...
როცა ხვდები რომ ცხოვრება უაზრობაა და
არ გინდა სიცოცხლე და მაინც ცოცხლობ...
იცი?მინდა ახლა ჩემს გვერდით იჯდე, თუნდაც არაფერი მითხრა,
გიყურებდე და უსიტყვოდ ვსაუბროდებდეთ ერთად დიდ ხანს ...
რა გითხრა? რომ ძალიან მჭირდები?!
ეს ხომ შენ ისედაც იცი...
საოცრად მომეძალა შენზე ფიქრები,
რომ იცოდე რა უზომოდ მენატრები...

ნანახია: 459 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

***********
ვიღაცამ ტაძარში სანთელი აანთო,
ზღვისფერი თვალები გაათბო იმედმა,
ვიღაცამ მაცხოვარს ტკივილი გაანდო,
ვიღაცამ წმინდა ჯვრის ამბორი ინება...

ვიღაცას სათქმელი შუაზე გაუწყდა,
სიცოცხლე დაშრიტა ნაღველთა იარამ,
ვიღაცას ცხოვრების მიზანი აუხდა,
ვიღაცამ ბოლომდის ყავარჯნით იარა...

ვიღაცას ნანატრი ღიმილი აჩუქეს -
ფერმიხდილ სახეზე სიამე აცეკვდა,
ვიღაცას სათუთი ოცნება წაართვეს,
ვიღაცა ატირდა... ვიღაცა ამღერდა...

ნანახია: 465 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
შენ გაგყოლია სიზმარი ჩემი
და დაქანცული სულის გოდება....
ვარ ქარიშხლებით ჩამქრალი გემი,
გაამინდებას რომ ელოდება....

მწვანე თვალების წვიმიან მაისს,
რა საოცარი სცოდნიათ გზები -
მე მინდა გწამდეს შენ ერთი მაინც
რომ არ ხარ სხვა და არიან სხვები....

და როცა სული მიიწევს მაღლა
და წუთისოფლის ჩვენ ვართ სტუმრები -
მიყვარხარ-მეთქი, რომ გითხრა ახლა
მითხარი, ხომ არ დამემდურები?...

თუ გაზაფხული ყვავილობს შენში
და შენ გაზაფხულს გვერდს ვერ აუვლი,
სუნთქვა თუ ჩამრჩა შენს დაშლილ თმებში,
ხომ არ იქნება დანაშაული?

თუ დაღლილ სულში, ოცნებავ ჩემო,
შენი თვალების მორევს დავიტევ,
შენი ტუჩების თუ გამყვა გემო
მითხარი, ცოდვას ხომ არ ჩავიდენ?

და მაინც სული მიიწევს მაღლა,
და წუთისოფლის ჩვენ ვართ სტუმრები...
მიყვარხარ -მეთქი რომ გითხრა ახლა
მითხარი, ხომ არ დამემდურები?

ნანახია: 484 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

**********
ღამე მოიპარა ჩუმი ნაბიჯებით...მე კი მენატრები მართლაც გაგიჟებით!..
ნანახია: 495 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

**********
სევდით ავსილა მოლოდინის დიდი ფიალა,დაბრუნდი ოღონდ დამიყუჩე ყველა იარა...უმზეო ცის ქვეშ,ყველაფერი კვდება დუმდება თურმე ტკივილი კი არ კვდება,მხოლოდ ყუჩდება...
ნანახია: 453 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

***********
შენ გიმღერი,
გული ისევ ფეთქავს...
მთელი ღამე ვარსკვლავები ვთვალე...
მე მინდოდა,
შენთვის რაღაც მეთქვა...
უშენობა დავაბრალე მთვარეს...

მთელი ღამე,
შევალიე სევდას...
მთელი ღამე,
ვუდარაჯე მთვარეს...
მერე, დილით გაგვეღვიძა მე და...
მთვარეს,
შენი სიყვარულით მთვრალებს...

ნაბახუსევს,
ვისაუბრეთ დიდხანს...
ეხლა მთვარე გულში სითბოს მაქსოვს
მთვარემ შენზე,
ო, რამდენი მკითხა...
დილაა და უკვე აღარ მახსოვს...

მე და მთვარე,
უშენობას ვდარდობთ...
მთელი დილა,
გულის მესმის ფეთქვა...
დღეს თუ არა,
ხვალ ხომ გნახავ ამ დროს...
დღეს თუ არა,
ხვალ ხომ მოხვალ ჩემთან..

ნანახია: 487 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

***********
ლეუშერისწყალს გამოყვება შენი სურნელი
და ცხენისწყალით დამეწევა სადღაც რიონთან...
დავეწაფები როგორც გიჟი, როგორც სულელი,
სუნთქვას, მონაბერს შენი თმების რხევის სიოდან.

ვიცი, მივიწყებ... ისიც ვიცი, აღარ გაბოდებს
ჩემი სახელი, გესიზმრები უფრო ხალვათად,
აღარ აძინებ ჩემი ლექსით ციცქნა დალოდებს
და გრძელ ღამეებს ჩემზე დარდის არ წნავ კალათად

და თუ იქნებ და სადღაც მაინც შემოგრჩი ფიქრად:
მკერდზე, მკლავებზე ან ბაგეზე ან თუნდაც ყელში,
გზაზე, რომელზეც განშორება ჩაგვიდგა ტიხრად
ფრთხილად იარე – ჩემი გული გიჭირავს ხელში!

ლეუშერისწყალს გამოყვება შენი სურნელი
და ცხენისწყალით დამეწევა სადღაც რიონთან...

ნანახია: 484 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

********
გარეთ წვიმს და შუაღამე იწურება

საფერფლეზე სიგარეტი იწვის,

სული ვნებებს მთელი ძალით ეომება

და წარსულის გახსენება მიჭირს.

როცა ქარი ფოთოლს მოსწყვეტს ხის გარე ტოტს

ვიღაც ხის ქვეშ დიდი ხანი იცდის

რატომ ხდება ვინც შენ გიყვარს არ შეგხვდება

ცხოვრება კი უდარდელად მიდის.

ჭიქას ავწევ სადღეგრძელო დარიგდება

დრო მოვა და გარკვეულად ვიტყვი,

პროსტა ამის დილიხორი თუ მექნება

თორემ გარეთ ფაიტონი მიცდის.

თუკი დუელს ელოდები ხეივანში

წამები კი ნაბიჯებად მიდის

მეც მოვკლავდი მაგრამ ქალის გულისათვის?...

მირჩევნია ტყვიას ჩემზე ვისვრი.

ბოლოს მოვა დრო და ჟამი განრისხების

ბევრი ხვდება განწირულთა რიცხვში,

თუ დამბაჩა დამიზნებას ელოდება

მე ვინცა მყავს მოსაკლავი ვიცი.

ბედნიერი ვიყო ვიცი მომიხდება

და ცხოვრება ისევ-ისევ მიდის

მე არ წავალ იმიტომ რომ გამიტყდება,

თუმცა გარეთ ფაიტონი მიცდის.

გარეთ წვიმს და შუაღამე იწურება

საფერფლეზე სიგარეტი იწვის,

არ მივდივარ თქვენთან უფრო მისწორდება

არა უშავა, ფაიტონი იცდის!...

ნანახია: 617 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

************
ნახე... დამიგულა სიმარტოვემ,
ბედმა მიმატოვა, ბედნიერმა,
ახლა... ბოდვასავით ვიმეორებ
სიზმრებს, რომლებშიაც მეტირება.
და მერე... მიდიან შეგრძნებები,
და მერე... ბრუნდება უშენობა,
ალბათ, სიმარტივეს ვეძნელები,
რადგან ნიავივით უფერო ვარ
და რთული ქარივით, სევდასავით,
თვალებში ჩაკირულ ნაღველივით,
მოდი... უჩემობას შეგასწავლი,
დრო რომ განმეორდეს გაფრენილი,
ხომ უნდა იცოდე ისე წასვლა,
შენი ნაკვალევი წამიშალო,
ყველა ემოცია არ წამართვა,
მტკვარში სინანულად არ ჩამღვარო.
...ქალაქი აიკლეს ბეღურებმა,
შენ კი ერთგულებით დაიღალე,
იცი, ხეივანი გემდურება,
მზერა გაუხუნდა გამჭვირვალე.
შეხედე... ფოთლები დაგვიბერდნენ,
ცასაც ნაოჭები გასჩენია,
ლექსებმა დუმილი გაიმეტეს,
უსმინე... სათქმელი დარჩენიათ

ნანახია: 495 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

gzebic gaiyo.......
იყო სურვილი გრძნობა კი არა,
იყო ტყუილი, იყო მიყვარხარ.
იყო ცრემლები, სიცილი იყო
და ყველაფერი ხანმოკლე იყო.
თითქოს არც იყო, იყო კი, არა,
ცხოვრებამ ისე დაგვატრიალა,
აღარც კი მახსოვს, სიმართლე იყო?
ან როდის იყო, იყო? არ იყო?
იქნებ საერთოდ არც კი ყოფილა,
იქნებ სურვილი დაკმაყოფილდა,
ან ბედისწერის ხარვეზი იყო
ის, რაც ოდესღაც ჩვენს შორის იყო.
იქნებ ნიშანი სიმართლე იყო,
იქნებ საერთოდ არ წასულიყო?
ან ვინც მეგონა, ის, სულ არ იყო
და ბედისწერის გზებიც გაიყო

ნანახია: 326 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

« 1 2 ... 73 74 75 76 77 ... 94 95 »
Website builder - uCoz