"ჩვენი გულები გრძნობით ფეთქავენ და სიყვარულის ამბებს ყვებიან მარტო დარჩენის ნუ გეშინია დაგიბრუნდები ჩემო ფერია აბა უშენოდ როგორ ვიცოცხლებ? მე სიცოცხლეზე მეტად მჭირდები მუხლმოდრეკილი მხოლოდ ერთსა გთხოვ როცა მე წავალ ნუ ატირდები შენი ცრემლები დარდად გამყვება მწარე წარსულად გამყვება გულში მე ხომ ისედაც დატანჯული ვარ რომ დარდი ვნახო შენს სიყვარულში ჩვენ მომავალი კვლავ შეგვახვედრებს ჩვენ ხომ ერთმანეთს ასე ვჭირდებით განშორება ხომ შეხვედრას უხმობს და შეხვედრამდე ნუ ატირდები!"
ლოცვით გავიკვლევ, უშენობით ნაჩვევ ბილიკებს, და მოფერებით ვანუგეშებ მტირალ ტირიფებს... როგორ განვიცდი შენ, რომ უკვე სხვაზე იფიქრე ... მაგრამ არ ფიქრობ, რომ ჩემსავით სხვა ვერ მიგიღებს..
მომენატერბი და უშენოდ მე ბევრს ვიტირებ, მერე კი ლოცვით მოვიოხებ ამ დიდ ტკივილებს გახსოვს, მკითხე რა ატირებსო ნეტავ ტირიფებს, მე რასაც მივხვდი ნუთუ მართლა შენც ის იფიქრე...
მართლა მიდიხარ? ძალიან გთხოვ გადაიფიქრე....... ხომ კარგად იცი რომ ვერასდროს ვერ დაგივიწყებ.....
დამიტირებენ სამარადჟამოდ ანგელოზები... და ჩემ ცივ ხელებს შეეხება შენი ხელები... გადმოგცვივდება ლამაზ თვალთაგან ცხელი ცრემლები ატირდებიან... ირგვლივ მდგარი მუხის ხეები... შუაღამისას ჩამოჰკრავენ სიკვდილის ზარებს... შევეგებები საიქიოდან წამოსულ ლანდებს... ეს სიყვარული... მძიმე ლოდად მე გულზე მაწევს და შენ ტირილით ნუ ისველებ მაგ ლამაზ თვალებს... როცა ცოცხალი დავდიოდი ჯერ კიდევ ქვეყნად... შენ სხვა არჩიე მთელი ცხოვრება ეული მერქვა... ახლა ტყუილად ნუ დამტირი... გაფიცებ ყველას!!! ნუ გამაყოლებ საიქიოს სიცრუის წყევლას... მე ამასვენებს მგლების საძმო სასაფლაოზე... და ჩაეშვება სიკვდილის მზე სასაკლაოზე... შენ დაეშვები მოწყენილი შენს თბილ საწოლზე... ხოლო მე კი ვასვენივარ... სასაფლაოზე.........!!!
როგორ მოგიყვე, რომ ქალაქში ყველას ეძინა, მე კი ვეძებდი ნაფეხურებს შენსას ფოთლებზე. ალბათ მინდოდა ჩემი თავი გადაგეფიქრა და უფრო მეტად ზამთრის ღამეს შეყვარებოდი. მერე კი უკვე ვიმართლებდი თავსაც ლექსებით, სასმელს გაკრავდა გემო შენი,უფრო ტუჩების... ზოგჯერ თურმე რა ბანალური არის ქუჩები, როდესაც რითმას ვერ პოულობ, ვერც ეურჩები მუზებს და სადღაც ხმელ ფოთლებზე მის კვალს დაეძებ, ვისთვის მართლაც სულ ერთი ხარ და სხვა მეორე, მის სიზმრებზე ძველებურად ვეღარ ბატონობს... შენ კი პლატონურ სიყვარულს ვერ შეეგუები... მაშინ როდესაც, სან-მარკოსის ძველ მოედანზე, მტრედებს აპურებ და უკუღმა კეპი გახურავს... ამ დროს ზღვის პირას, ხის ძველ სახლში მშვიდად სძინავს და ეს წვიმაც ისე გამეტებით უტევს სახურავს, რომ გეშინია გააღვიძებს, მას, ვისთვისაც შენ სულ ერთი ხარ და ლექსებითაც სულ თავს ევლები... როგორ მოგიყვე, რომ ამხელა მტვრიან ქალაქში, სადაც მთვარესაც ეშინია მარტო დარჩენა, შენს კვალს ვეძებდი...
ყურში მიწივის ახლაც ხმები შენი ტირილის, წლები გავიდნენ, გულში დარდი ვერ გამოვლიე და მესიზმრება შენს სახეზე ნაზი ღიმილი, როცა, ჯალათმა, სიყვარულზე დაგიყოლიე.
დრო მიდიოდა, სიხარული გვედგა თვალებში, ბედნიერებმა არ ვიცოდით, დარდი რა იყო, მაგრამ განგებამ გადამხვეწა უცხო მხარეში და სამუდამოდ ჩვენი გზები ორად გაიყო.
"მიდიხარ?" _ მკითხე, ხელზე თბილი ხელი შემახე, ვერ შემოგხედე, თვალებს მჭრიდა ცრემლების ბროლი და ჩემმა თეთრმა ღამეებმა შემოინახეს შენი თრთოლვა და წამწამებზე სპეკალი ორი.
არ დაიჯერო მიგატოვე, ღმერთია მოწმე, სულ ფიქრით ვთელე უშენობის მკრთალი მირაჟი წუხელ სიზმარში შენი ლამაზი თვალები ვკოცნე, მომენატრე და მოგეფერე წუხელ სიზმარში.
ასე მგონია ყველაზე ადრე, მე ვიგრძნობ შენი სულის შერხევას. ამიყვავილებ ოცნებას ცამდე, ვიფიქრებ მზისთვის ხელის შეხებას. ასე მგონია შენი ტკივილი მე მეტკინება თუ მეტკინება, შენი წყენა და შენი ღიმილი სულში დაცურავს ოქროს ტივებად. შენი ალერსის კვალი მაჩნია, და ქარში ქარვის მძივი დამებნა. მუდამ ახლოს ვარ და თუ დაგჭირდი, თავს განაცვალებ დაუნანებლად