შენ თუ მეძებდი არ მახსოვს, მე რომ გეძებდი, ვიცი! გენატრებოდი? - არ მახსოვს... მენატრებოდი ვიცი! შენ თუ ტიროდი არ მახსოვს, მე რომ ვტიროდი ვიცი! მართლა გიყვარდი? არ მახსოვს... მე რომ მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ვიცი!
ნეტავ აქ იყო, - დღეს ეს არის ჩემთვის მთავარი და რომ იცოდე, ამ გულს როგორ გაახარებდი. . . ენძელასავით გატარებდი ხელში აყვანილს ასე, სათუთად მთებს და ველებს დაგატარებდი.
ნეტავ აქ იყო, - ენძელებით დაგამშვენებდი, კრძალივით გესროდი მარტის თოვლის ცრემლიან გუნდას ტრფობით დაქანცულს შურთხის ხმაზე დაგაძინებდი ვუდარაჯებდი ყაჩაღივით შენს ცბიერ სუნთქვას.
დაბინდდებოდა და მოგხვევდა მთვარე შავ მკლავებს ნიავი წყურვილს მოიკლავდა ბაგით მალ - მალე, თავს მოიკლავდა ქარაფებში, შურით ვარსკვლავი, მთვარე ალერსით დაგაფენდა ოქროს დალალებს.
ვეღარ გავძლებდი და ტუჩებზე დაგაკვდებოდი, გაიღვიძებდი გულუბრყვილო თვალთა ციმციმით, - შემაშინეო, - სასაცილოდ ატირდებოდი და შენს ცრემლებზე მოკვდებოდა მთვარე სიცილით..,
შემოდი ჩემში... შემოდი ჩემში... დარჩი ჩემში... ჩემთან იყავი... აღარ წახვიდე არასოდეს სხვაგან და სხვასთან... გამომიცოცხლე წუთისოფლის ყალბი იგავი, თორემ სიცოცხლე უშენობით დახმა, დახავსდა...
ნუ მეუბნები: - განშორება ხარკია დროის! სხეულს მიფატრავს ამ სიტყვების იდუმალება და ეკარგება მოფარფატე სულს მყუდროება და მტკივა უკვე ჩემი ცოცხლად გარდაცვალება...
განმისხეულდი... მეთანადე... გამიმარადდი... და რაც ეკლებმა უშენობის ფიქრებში მკაწრეს, ისევ ალერსის ჩანჩქერებით გამიფერადე მარტოობის და უშენობის მწველი სიმკაცრე...
შემოდი ჩემში... დარჩი ჩემში... ჩემთან იყავი... მეტად ასე შორს ამდენი ხნით ვეღარ გიგულებ... გამომიცოცხლე წუთისოფლის ყალბი იგავი... და მეც ბაგეებს ცხელი კოცნით მოგირიკულებ..
შენ თუ არ მოხვალ - არასოდეს არ გათენდება, ცაზე ვარსკვლავი არასოდეს არ აინთება, შენ თუ არ მოხვალ - მონატრებით დრო გაჩერდება, ცხოვრება უკვე ადგილიდან არ დაიძვრება; შენ თუ არ მოხვალ - დავასრულებ ცრემლით სიცოცხლეს,