- მიდიხარ? - მივდივარ. - მერე რა მშვიდი ხარ... - მე უკვე დიდი ვარ და მშვიდად მივდივარ. - იწვიმებს, ჰაერი დამძიმდა. იტირებ? - ვიტირებ, თუ ისევ გაწვიმდა. - ნუ წახვალ! - შენთვის ხომ ერთია - დღეს თუ ხვალ ეგ ჩვენი ხვედრია ვერა გრძნობ, გაგვთოშა სიცივემ, ამ შავ ფონს
ვერაფრით ვიცილებთ.
- დაბნელდა... - რაღაცას იგონებ. - დავლევ და მაგიჟებს სიშორე... მინდიხარ... - ჰაერი დამძიმდა - მიდიხარ?.. - ჰო, უკვე გაწვიმდა.
ეს გაზაფხულიც ახალი ძალით მაკრთობს ვით ხეზე ნიავი ფოთლებს, მე დღეს ისეთი ბედნიერი ვარ არ ვდარდობ,თუნდაც ხვალევე მოვკვდე! მიწას ედება მიწას ნაავდრალს, ჩემი გრძნობების მცხუნვარე ალი... მომაშთობს ალბათ ტრფობის სიცხოვლე, წამიღებს ალბათ ყვავილთა ჯარი... მიყვარხარ! გესმის?! გესმის, მიყვარხარ! მადლობა უფალს, რომ ეს ინება! დღეს ჩემი გზები რომში კი არა, სულ ყველა შენსკენ მოედინება!.. ჩემი ლექსების ხარ ადრესატი, რადგანაც ამ გულს ასე სწადია, და მე არ მჯერა,რომ ქვეყანაზე, ვინმეს უყვარხარ უფრო ძალიან!
მე შენს თვალებში მზის სხივების თამაში მიყვარს, ცისარტყელების ათინათი ათასფერება, მე შენს ბაგეზე დილის ნამის სისველე მიყვარს, ჩუმი ნიავი,შენს თმებს ნაზად რომ ეფერება...
მე ის მზე მიყვარს,შენს თვალებს რო ეალერსება, მე წვიმა მიყვარს,შენ რომ გეტრფის უხმო ლექსებად, მე მდელო მიყვარს შენს თვალებში,სიცოცხლის ფერი, შენი ღიმილი,გაჟღერება ტრფობის სიმღერის...
მე დილა მიყვარს,გარიჟრაჟის ვარდისფერები, რომ გაგაღვიძებს და სიცოცხლეს მოეფერები, მე მიწა მიყვარს,დედამიწა,ფეხს რომ აბიჯებ და ეფერება,გულში იკრავს შენს ჩუმ ნაბიჯებს.
მე ღამე მიყვარს,ცრემლიანი თავშესაფარი, ლამაზ სიზმრებში სიყვარულის ტკბილი ზღაპარი და სასთუმალი,ტრფიალების უტყვი კარავი, ლურჯი პერანგი.. თეძო_მკერდის ვერ დამფარავი..
... და ისე მზე მე ვარ,შენს თვალებს რომ ეალერსება, მე ის წვიმა ვარ, შენ რომ გეტრფის უხმო ლექსებად, მე ის მდელო ვარ,შენს თვალებში რომ იღიმება და აჟღერდება სიყვარულის უხმო სიმებად.
მე ის დილა ვარ,გარიჟრაჟის ვარდისფერები გაღიმებულს რომ გაგაღვიძებ,მოგეფერები, მე ის მიწა ვარ,დედამიწა,ფეხს რომ მაბიჯებ და ვეფერები,გულში ვიკრავ შენს ჩუმ ნაბიჯებს..
მე ნიავი ვარ,მონავარდე შენს ლამაზ თმაში მე სიზმარი ვარ,გაფრენილი ოცნების ცაში, მე ის ღამე ვარ,უსასრულოდ რომ ვითვლი წამებს, ძილგატეხილი,მომქანცველი,უკუნი ღამე...
სასთუმალი ვარ,მოტრფიალე შენი სხეულის, ლურჯი პერანგი,თეძო-მკერდზე შემოხვეული. ...და მე ყველგან ვარ - მზის სხივშიც და ღამის წყვდიადშიც, ქარის ჩურჩულიც,ცისკრის ნამშიც და განთიადშიც...
გთხოვ მაპატიე,ყველგან რომ ვარ და შენი არ ვარ და რომ მიხდება შენი ჩუმად მოპარვა კოცნის, გთხოვ მაპატიე,თუნდაც მხოლოდ სულ ერთი წამით, ჩემო სიცოცხლე,თუ ოდესმე გაწყინე რამით!...
მიყვარხარ. მაგრამ ჩუ... ჩუ........ არა თქვა, გულში დამალე, არ სად არ გამთქვა რომ მენატრები, ჩურჩლით გეტყვი დახუჭე თვალები დახუჭე სინათლე ყველაფერს აფუჭებს სიბნელე მათბობს და მაჩუმებს. არ გინდა? სიცოცხლეს გაჩუქებ... თვალებზე შეგახებ ცხელ ტუჩებს ეს კოცნა ტკივილებს აყუჩებს გთხოვ შენი სინაზე მაჩუქე და შენი სიზმრები მაჩუქე და მე ამ ყველაფერის სანაცვლოდ დარჩენილ სიცოცხლეს გაჩუქებ.
გზაზე დამეწია... ხელი გადამხვია თმები ამიწეწა ძალზე ქუდი წამართვა და ქარს გაატანა ზეცა დამახურა თავზე.. მკერდში ჩამიკრა და ბაგე დამიკოცნა ცრემლი მომადინა თვალზე მერე სველი ხელი წელზე მომხვია და კაბა მომიტმასნა ტანზე შენ არ გამებუტო ჩემო ძვირფასო წვიმა დამეწია გზაზე
შენ გესმის ჩემი, მე მოვალ შენთან და ალუბლისფერ სევდას მოგიტან... გავუძლებ შენი თვალების სეტყვას, ღვარად რომ მოდის სიმარტოვიდან... ათასი ფერის დაცხრილულ სევდას ვიღებ ნექტარში ბუტკოს შოვიდან, მინდოდა ბევრი ძალიან მეთქვა, თუ დასრულდება ეს გზა შორიდან. ...და როგორც მერი შეძარცვულ ხესთან, როგორც აჩრდილი სიმარტოვიდან, ვიცი, რომ მელი, ამიტომ მოვალ და ალუბლისფერ სევდას მოვიტან...
შენ ახლა შორი ხარ... შორი და უჩემო... აქ... ჩემთან... ოთახში კვლავ ჩუმად დადიან... არ მინდა, რომ ვინმეს ტკივილი ვუჩვენო, ასე ვარ, როდესაც ტკივილი ნაღდია. დღეს ისევ მარტო ვარ, გთხოვ, ხელი მომკიდე, ვგრძნობ, შენი სითბოა, რომ მოდის შორიდან... და თუ ვერ შეძელი, რომ თვითონ მოხვიდე, მოვკვდები და ჩემს ხელს მე თვითონ მოგიტან
ისევ ზღვისფერი დამაქვს თვალები, სხვისი ცოლი ვარ კვლავ, ისევ შორიდან მელაციცები, ისევ შორიდან მკლავ, ო,რა ტყუილად დაგიქადნია, მე მოგიკლავო ქმარს, შენი სიფიცხე,შენი მუქარა, გაჰყვა შარშანდელ ქარს. ისევ სხვისი ვარ, ჩემი თითები სხვისთვის გაიშლის თმას, სხვის წისქვილს ვასხამ ცრემლიან პეშვებს, სხვისი საფქვავით ვფქვავ. ...მაინც ზღვისფერი დამაქვს თვალები, ვისაც რა უნდა თქვას..
სათიბში მიჯნური მთვარე დაბანცალებს. იციან _ იწვიან ვარსკვლავთა ნარგისნი. მსურხარ და მაძალებ _ სულ ცოტა მაცალე _ სული თუ მოვითქვი _ სიყვარულს აგიხსნი. გეტყვი, რა სახმილმა ეს გული დაფლითა ან მთვარე რად ვიძმე _ ღამეთა პოეტი. გეტყვი, რომ ცასავით შორეულ ზღაპრიდან სულ შენთან მოვდივარ და ვეღარ მოვედი; მერანს შევაცვითე ფერდებზე დეზები, ვაწბილე ეშმა და ჭინკა და მაცილი, ამდენი გეძებე _ რამდენი გეძებე! და დაუძლეველი ვიპოვე მანძილი. და თუმცა თითებში შენი თმის ლანდია, თითები თვრებიან მთენთავი ბანგის სმით, _ ნარგისის თვალები ისე შორს ანთია, ვით ღამის სათიბში ვარსკვლავთა ნარგისნი. გეტყვი, რომ სიზმრები ქარებმა მირწიეს, შლეგი იკაროსის ელდით ვარ ნასეტყვი... და ასე სასურველს და ასე მიწიერს, უკვე აღარ ვიცი, გეტყვი თუ არ გეტყვი! _ რომ, თუნდაც მერანმა არსად გადამჩეხოს, ბედი იქირქილებს, ბილწი და ბოროტი, რადგან ეს ბილიკი, ასე საცალფეხო, მკაცრად საცალფეხო იქნება ბოლომდის; რომ მთვარე მარტოა და მწირის თმა-წვერით სხვადასხვა სცენაზე ჩვენ ერთი როლი გვაქვს; და უსასრულოა და სისხლით ნაწერი ჩემი ქრონიკული ტრფიალის ქრონიკა; რომ შემომჩვევია სევდა გაბასრული, კაეშნის მგეშავი, ავი და გულზვავი, ჩემი მარტოსული პატარა წარსული ზურგზე რომ ამკიდა ამხელა კუზივით; ათასჯერ სიკვდილით თვალები დავიწვი, სული აქილევსის ვეება ქუსლია... და ალბათ, არ გეტყვი, რადგან თუ რამ ვიცი, ვიცი, რომ სიყვარულს ასე არ უხსნიან! და სწორედ ამიტომ შენი თმის თავთავებს მდუმარედ მოვისთვლი დამთვრალი ბანგის სმით, და სწორედ ამიტომ მთვარეს ვუთვალთვალებ, და სწორედ ამიტომ სიყვარულს არ გიხსნი.
თვალი-თვალს ხვდა... და დახატა გრძნობა ერთი, თვალთახედვამ შეგვაყვარა ერთმანეთი. ტუჩი-ტუჩს ხვდა... ცხელი სუნთქვა წვავდა სახეს ცოდვილივით მიეჯაჭვე ნანატრ ბაგეს. მკერდი-მკერდს ხვდა... გამალებით გიცემს გული, ცხელ სხეულში აფთარივით კივის სული ფეხი-თეძოს, ხელი-კისერს, თმების ფერი ერთმანეთში აირია ყველაფერი. სად თავია და სად ბოლო ვერ მიხვდები საპასუხოდ ცხელი ბაგის კოცნას ხვდები გადის ღამე! ვერ გერევა ძილის რული ამ სიგიჟეს ჰქვია ერთი სიყვარული ვერ მიხვდები სად თავია და სად ბოლო არ მთავრდება სიყვარული უთავბოლო...