**********
ნურასდროს დამტოვებ მარტო სიჩუმეში,
თორემ დარდი მოვა და გულში ჩამიკრავს...
დარდი ცრემლს მომიტანს, ტუჩებს დამინამავს
გულს მომიხებს და გრძნობებსაც ჩამიკლავს...
ნურასდროს დამტოვებ მარტო სიჩუმეში,
თორემ სიგიჟე მოვა და გამათბობს...
გულში ჩამიხუტებს,თვალებს დამიკოცნის,
გადამრევს,მხურვალე ვნებებით დამათრობს...
ნურასდროს დამტოვებ მარტო სიჩუმეში,
თორემ სიგიჟე წვიმაში გამიყვანს...
ქუჩებს მომატარებს ხელში აყვანილი,
ამაფრენს ცაში,მთვარესთან ამიყვანს...
...ამიტანს ფიქრები უზომო ტკივილზე...
ფიქრები სიკვდილზე...და შიში ამიტანს...
ნურასდროს დამტოვებ მარტო სიჩუმეში...
თორემ სიგიჟე მოვა...და...წამიყვანს

ნანახია: 472 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

**********
""ნეტავ ბიჭი ვიყო, ღვინით დათვრებოდი
შენთან მოვიდოდი ყელს მოვიღერებდი...
ვარდებს მოგართმევდი,ლამაზ თვალებში
არ შემრცხვებოდა ისე გაკოცებდი.
ნეტავ ღვინით სავსე თასი მაინც ვიყო
ოხ... რა კარგი ხარო...მენატრებოდი
ან ძველი მედუქნე მაინც ვიყო...
შენი თვალებისფერ ღვინოს მოგართმევდი.
რამდენჯერ მე შენი ლამაზი თვალები
ათას თვალებში ჩუმად მიძებნია
მოვალ, დავიჩოქებ, შენს წინ ავტირდები
მაგრამ ქალი ვარ და ეს არ შემიძლია...

ნანახია: 468 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

**********
ყველაზე მძიმე ის ფიქრი ყოფილა
უთქმელი რომ რჩება გულში,
ყველაზე მძიმე ის სევდა ყოფილა
დიდხანს რომ ვინახავთ სულში.
შენ შენი ოცნება ქაღალდზე დახატე,
მე ლექსში ვეცადე მეთქვა,
ორივეს დაგვქონდა ლამაზი ნატვრები
და ვზრდიდით ოცნებას ფერადს.
შენ იყავ მდუმარე, ვით სვეტიცხოველი
(დუმილიც ბევრ რამეს იტევს)
და დიდი, წყლიანი, ლამაზი თვალებით
ხატავდი ბავშვობის სიზმრებს.
გიყვარდა რაფაელ და მიქელანჯელო,
გიყვარდა ოცნება ლურჯი,
შენ დადიოდი პატარა მეოცნებედ
და დიდი მხატვრების ფუნჯით.
და შენი სხეული ღრმა ფიქრებს იტევდა,
ჩქარობდი, ჩქარობდი ძლიერ. . .
უთქმელი რომ რჩება, ის ფიქრი ყოფილა
ამ ქვეყნად ყველაზე მძიმე.

ნანახია: 480 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

**************
მომენატრე და გულიც ატირდა,
თვალებს ცრემლები სდიოდა ცხარე,
ჩამძინებია ფიქრებში დაღლილს,
მაგრამ სიზმარში ისევ შენ გნახე.
მძინარეს კვლავაც მითრთოდა გული,
თვალებზე ცრემლმა იწყო დინება,
სიზმრად გხედავდი მე კი ვტიროდი,
მაგრამ არ მსურდა გამოღვიძება...
მომიახლოვდი თითქოს თამამად
ცრემლი მომწმინდე ნაზი ხელებით,
გულში ჩაგიკარ გაოგნებულმა,
თმა შეგისწორე ფერებ- ფერებით.
განთიადს გავდი სილამაზითა,
სიტყვებს მჩუქნიდი შენ ალერსიანს,
უცებ წახვედი სად დამეკარგე?
გამღვიძებია მე თვალცრემლიანს.

ნანახია: 477 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

************
თქვენზე ოცნება მომძალებია, 
მე შევიყვარე თქვენზე ფიქრები.
რომ მახარებენ, ეს ფიქრებია
და ამ ფიქრების მონა ვიქნები.
სუნთქვაა ჩემი ეგ თქვენი თმები,
მიმოფერილი ოქროსფერებით.
მინდა გეფეროთ, მოგეალერსოთ
ძლიერი, მაგრამ ნაზი ფერებით.
ჩემი სითბოა თქვენი ღიმილი,
სევდას რომ ხატავს ლამაზ ბაგეზე.
ბავშვური წყენა გადაგფენიათ
უზომოდ ნათელ, რძისფერ სახეზე.
თქვენი ცრემლები წვიმაა ჩემი.
ჩემი ზეცაა თვალები თქვენი.
ეგ თქვენი მზერა სილამაზეა
აუწერელი უთქმელი ენით.
თქვენდამი გრძნობა მიწაა ჩემი.
არა. არ ძალმიძს მე უმისობა.
თქვენს სიყვარულში დავიმარხები,
მივებარები მარადისობას.
გთხოვთ მაპატიოთ, გთხოვთ მომიტევოთ,
შემინდოთ რომ მწვავს ვნების ალები.
უკანასკნელად მოგეფერებით,
მერე ღრუბლებში დაგემალებით...

ფიქრში გახვეული ძლიერ მენატრები
ყველაფერს შენთან ერთად ყოფნა მირჩევნია...
შენ ვერ შეიღირსე ჩემი სიყვარული
მაგრამ არაუშავს მიპატიებია...
აღარც ძილი მინდა შენგან გადარეულს
ჩემმა ღამმის თევამ შენთან გაათია
ღალატი ძნელია მაგრამ არაუშავს...
მაინც მიყვარხარ და მიპატიებია

ნანახია: 459 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

**********
მახსოვს ვკითხულობდი მხოლოდ შენს წერილებს,
ადგილს არ ვუთმობდი ჩემს გულში სხვას,
ვარდებს ვუყვებოდი შენზე ნანახ სიზმრებს,
შენზე ვეჩურჩულებოდი ჩუმად ცას,
მახსოვს არ მინდოდა არავის მოსმენა,
და ველოდებოდი მხოლოდ შენს ზარს,
როგორ ხარ? კარგად! ძალიან მომენატრე,
მერე მზე მოჰყვებოდა გულში შენს ხმას,
შენ ხარ ჩემი გულის მზიანი ამინდი,
გპირდები ამ სიტყვებს არ ვეტყვი სხვას,
ალბათ გენატრები, შენც ფიქრობ ჩემზე,
ჩემს თავს გახსენებს მთვარე და ცა,
მერე ფიქრში რომ ჩაგეძინება,
ჩემს ნაცვლად თვალებზე გაკოცებს სხვა,
დილა მშვიდობისა, ჩემო საყვარელო!
ჩემს ნაცვლად ყურში ჩაგჩურჩულებს სხვა.

ნანახია: 459 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

**************
მომნატრებიხარ,როგორც შავ ზღვას თეთრი თოლია,
იმ მონატრებით_რუსთაველს რომ მოუგონია.
მომნატრებიხარ,ვით ზამთარში სითბო მაისის
და ცხელ აგვისტოს საამური,გრილი დაისი.
მომნატრებიხარ,აღარ ვიცი რას შეგადარო,
მენატრები და მონატრებით მინდა გატარო.
როგორც მთის ირემს წყაროს წყალი მოენატრება,
დაეწაფება და გააბნევს წყურვილს დარდებად.
მე მინდა შენთან,როგორც ვარსკვლავს უნდა მთვარესთან,
ისე მჭირდები,როგორც ავდარს გამოდარება.
უკვე იქ გეძებ,სადაც არ ხარ და ვერც იქნები
და მენატრები,როგორც ზამთარს თოვლის ფიფქები.
მომლანდებიხარ,გულში დარდად მომძალებიხარ,
როგორც არასდროს,ისე ძლიერ მომნატრებიხარ

ნანახია: 474 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
•●ℒℴνℯ●• •●ℒℴνℯ●• * * * •●ℒℴνℯ●• •●ℒℴνℯ●• 
ღამის წყვდიადში ცა იძირება და
ოცნებები უსიტყვოდ კვდება..
•●ℒℴνℯ●•
♥,მე ყველა მომწონს ვინც სიცოცხლეს გულით შეჰხარის, მაგრამ ვინ მიყვარს საკითხავი აი ეს არის...♥
•●ℒℴνℯ●•
ქარი მაჩუქეთ.შემიგუბოს დილიდან სუნთქვა.
ქარი აუშვით,მერე ბოლო შუქიც ჩაუქრეთ,
ოღონდაც,როცა ათრთოლებულ თითებს შეგახებთ,
სითბო მაჩუქეთ.
•●ℒℴνℯ●•
დღეს გავიხსენე სულ ყველაფერი რაც მეგონა რომ აღარ მახსოვდა, რაც მაცინებდა, რაც მაღონებდა, რაც მჭირდებოდა და რაც მათრობდა…

•●ℒℴνℯ●•
შენ რომ ეძებდი ის ქალი მე ვარ,მაგრამ, ვაი, რომ დავაგვიანე...

•●ℒℴνℯ●•
♥ ♥ ნუშის და ატმის სურნელია ახლა სალბუნი,გავგიჟდებოდი, რომ არ იყოს ეს გაზაფხული♥ ♥ •●ℒℴνℯ●•
თუკი ლოდინი გარგუნა ბედმა,ნურც გაიფიქრებ,რომ ბედი არ გაქვს.უბედური ხომ მხოლოდ ის არის ვისაც ლოდინის მიზეზიც არ აქვს.

ნანახია: 550 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

**********
მე... ისეთი სიყვარული გამოვცადე
აწი უნდა შევიყვარო ვინღა...
დამაცადე... სავსე მთვარის ამოსვლამდე
გევედრები – ნურაფერს ნუ მკითხავ...

შენ... ისეთი სიყვარული დამანახე
კიდევ ვინმე დაინახავს?... ნეტავ...
გავჩუმდები... ოღონდ თქვი რომ დამიძახებ,

თქვი რომ ისევ მომანატრებ შენს თავს...



ჩვენ... ისეთი სიყვარული დავასვენეთ
ყელზე ლურჯი ძარღვივით რომ თრთოდა...
იქნებ გახსოვს... მაშინ მოდი – გამახსენე
ავადმყოფის უთავბოლო ბოდვა...

და უძილო ღამესავით დამათენე
თვალთან შენი არეული სუნთქვა...
მე... ის შმაგი სიყვარული გადავთელე

როცა ვნებით ჩურჩულებდი ყურთან...



მომაჩვენე – იქნებ ისევ გამიხარდეს
რაც ამღვრევდა თვალებს ნაცამტვერებს...
შენ... ეს ტრფობა ასე რატომ დამიხატე
სხვა რომ ვეღარ შეუხამებს ფერებს?...

გამახსენე ასე რატომ მიზიდავდა
გაზაფხულის ღამეების სუნი...
ჩვენ... ასეთი სიყვარული დაგვეკარგა –
მას ასეთი ჰქონდა... დასასრული...

ნანახია: 480 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

**********
ისე მომენატრე, 
ისე გაგიჟებით,
რომ გულს დაემართა ვნების არითმია.
შენგან ნაფერები,
წვანან კლავიშები,
ჟღერენ შავ-თეთრ ფერში,
რიტმებს განიცდიან.

და ეს ნაბიჯებიც,
ჩუმი გარინდებით,
ჩვენ შორის სიშორის ტოლი მანძილია.
ვცვდებით,
არ ვიცვლებით,
როგორც ქარიშხლები,
ქვიშის
საათებიც თავქვე გაგვირბიან.

ისე მომენატრე,
ისე გაგიჟებით,
სულში უფერული წვიმის აპრილია.
ისევ დამეფანტნენ,
ვეღარ გავიხსენე
წლები,
უშენობით რაც კი გამივლია.

ისე მომენატრე,
ისე გაგიჟებით,
ახლა მარტოობა უფრო ადვილია.

ნანახია: 459 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

« 1 2 ... 81 82 83 84 85 ... 94 95 »
Website builder - uCoz