**********
შენს სულში რა მინდა? თუ ვერ გავათენე,
მასში, სიმარტოვის ბნელი ირონია.
ახლა გატირებდი, დედას გეფიცები,
თუმცა, ეგ ცრემლებიც, ჩემთვის მირონია.
მე შენთან რა მინდა? - ზედმეტი სიტყვების,
მაგივრად თვალიდან მზის სხივის დაკრეფა,
ყველა გაელვებით, რომ ჰგავდე გაზაფხულს,
ისე კი ამინდი მანაღვლებს ნაკლებად.
ან ეხლა რად მინდა? ვუყურო უშენოდ,
ბნელ ქალაქს - მაღლიდან, დაყრდნობით რაფაზე,
ქალაქში ნისლია (ეს მე ვარ ამ წუთას)
და სიო ქუჩებში აცეკვებს ნაფაზებს.
რა მიყვარს? - რომ ვწყდები, საერთოდ სამყაროს,
შენს მკერდზე ჩასუნთქვით, თავს როცა მივადებ
და მინდა, ხო მინდა! მეტს ვითხოვ ყოველთვის,
რომ უფრო თბილოდეს, რომ უფრო გიყვარდე.
მე შენგან რა მინდა? - სუნთქვა ასინქრონულ
პულსში გადაზრდილი გულის ჩქარი ფეთქვა,
როცა ახლოსა ხარ - მუდამ ასე არის,
ან თუნდაც შორს იყო, მაინც უნდა მეთქვა -
მიყვარხარ...

ნანახია: 475 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

***********
რომ მითხარი გულმა დაღლა არ იცისო,

ავიარე შენი გულის ბილიკები,

დავიღალე უშენობით დავიღალე,

თვალს მიკრავენ ცრემლიანი ტირიფები,

შემახსენე გაფრენილი წუთის ფასი,

შენი თავი შენზე ფიქრით შემახსენე,

თორემ ცაზე შეხე როგორ მოიღრუბლა,

სიჭაბუკის ბილიკებთან შემაჩერე.

ვარდობის თვეს შენთან ერთად ველოდები,

გაზაფხულზე აბა როგორ დავიღლები,

რადგან ისევ, იყიდება ყვავილები.

რადგან ისევ მენატრები, მენატრები..

ნანახია: 542 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

***********
ნუ მომატყუებ რომ სინანული ყველა დარდებ და ფიქრებს გაფანტავს,

დღეს შენი დღეა მაგრამ დრო მოვა და უჩემობა სულში გაატანს,

დღეს უდარდელი დღეები გიდგას და გატაცების ცეცხლით ინთები

ახლა არ გჯერავს,მაგრამ დრო მოვა და მტკივნეული დარდი ვიქნები.

მე ვარ ვინც ნებით ოცნება დათმო და სინანულის მხარეს ეცვია

ვისაც ხუმრობით აჩუქეს ღმერთი და უღმერთობას გადაეჩვია

სუსტი ხელებით ნაწვიმარ ცაზე ისე აგწიე ,რომ ვეღარ შეგწვდი

ღმერთად გაქციე და ღმერთი რაღას გამიხსენებდი ვინ ვიყავ შენთვის,

ჯერ უდარდელი დღეები გიდგას და სხვის ალერსში არ გახსენდები

მაგრამ იცოდე ის დროც დადგება რომ სიგიჟემდე მოგენატრები

ნანახია: 490 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

**********
შენთვის გაილეშა ჩემი ბაგეები,
მწყურალს სიყვარულით კოცნა ეამება,
შენთან გათელილი ტრფობის ღამეები,
წარსულს გავატანო როგორ გეკადრებ?.
ან კი რა მქონია,წარსულს რომ გადავცე.
თითო შეხება და თითო გაღიმება,
ან რა ვუსახსოვრო გული გამიძარცვე,
თავად გამიძარცვე შენი მოგონება.
შენთვის გაილეშა ჩემი ბაგეები,
სიტყვა დამწყვდეული უნდა გავაჭენო,
რატომ ამიშენე შენს წინ დარაბები,
ჩემი გაზაფხული სადღა გავაშენო?!
ჩემი სიყვარული ნაყოფს ვერ მოისხავს,
სარწყავს კალაპოტი თავად შეუცვალე,
მაგრამ გაიხარებს როგორც სარეველა,
როგორც სარეველა აღარ შეგიბრალებს.
შენთვის გაილეშა ჩემი ბაგები,
ბოლო სასმისიც და სული დაილევა,
ასე გაფერმკრთალდა შენი სინატიფე,
ჩემში სარეველას რომ ვერ შეელევა.
ფრთები დაალეწე შენ ჩემს შემოდგომას,
შავ-თეთრ ფოთოლცვენას წითლად დაათოვე.

ნანახია: 477 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

***********
ჩემი ლექსები, დღეს შენ გეძღვნება,
თუმცა, მცირეა ვიცი ეს ძღვენი.
მაგრამ, თუ გინდა ფრენის შეგრძნება,
მოდი მომენდე , მოდი მიგრძენი...

ნანახია: 475 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

**************
მოგნატრეებია ოდესმე? 


მოგნატრებია ისე რომ მისი ნახვა უკვე გაშინებს...

მოგნატრებია ისე რომ ამ მონატრებით გიცხოვრია და გისუნთქია...

მოგნატრებია სულის ტკივილამდე...

მოგნატრებია ისე რომ ქუჩაში ყოველ ადამიანში ცდილობდე ის ამოიცნო...

მოგნარტებია ისე რომ ყველგან მისი ხმა ჩაგესმოდეს....

მოგნატრებია ისე რომ შეშინებულხარ ამ მონატრებამ არ შემშალოსო...

მოგნატრებია ოდესმე ისე რომ შენი სხეულის თუ სულის თითოეული ნაწილი ამ მონატრებით ყოფილიყო გაჟღენთილი...

არაააა???

მაშინ არც გცოდნია რა არის ნამდვილად გენატრებოდეს

ნანახია: 454 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

************
როგორ მიძნელდება ფიქრის შეჩერება,


თუნდაც ერთი წამით, თუნდაც...

გვიანი გაზაფხული, სურნელით დაზაფრული,

ჩვენი საფიქრალით სუნთქავს.

ისევ განშორება,ისევ დაშორება,

ვიცი, დღეებია თუნდაც...

მაინც მენატრები, ფიქრში მეპარები,

თანაც არ მრცხვენია სულაც...



ქუჩას გამოვყურებ, უნებლიედ გელი

ჩემთვის ამოუცნობ სტუმარს,

გვიანი გაზაფხული, სურნელით დაზაფრული,

ჩვენი მოლოდინით სუნთქავს...

ნანახია: 478 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*************
თვალებს დავხუჭავ, მაგრამ ძილი აღარ მეკარება, 
ფიქრით შენთან ვარ, შენი სახე თვალთ მეხატება,
გარეთ ქარი ქრის, სევდიანად ღამე ილევა,
ისევ არ მძინავს, შენთან ყოფნა ისევ მინდება.

მინდა გაგათბო, მაგრამ ვიცი ჩემთან რომ არ ხარ,
მოვითმენ, რადგან სიყვარულის მწარე მონა ვარ,
ვიფიქრებ ისევ, ვიოცნებებ და ქარში ვივლი,
შემტკივა მაგრამ, სიყვარულით გავუძლებ ტკივილს.

ვიხეტიალებ ქართან ერთად სევდიან ღამეს,
ღამე ილევა სევდიანად დაითვლის წამებს,
მაგრამ უეცრად ჩემმა გულმა დაიწყო თრთოლა,
თითქოს ვიღაცამ ჩამჩურჩულა
"ის შენთან მოვა"

დაგელოდები, გავიფიქრებ სულ ორი წამით,
და თუ მოვიდა ეს ოცნება ახდება ღამით,
აი,ვიღაცამ ჩამჩურჩულა "მაგრად მიყვარხარ"
ნუთუ შენ ხარ სიხარულო? ნუთუ შენა ხარ???

შემოვტრიალდი,დავინახე შენი თვალები
და დავითვალე ბედნიერი ჩემი წამები.
აღარ ვტიროდი,აღარ მციოდა და არც ვდარდობდი,
რადგან ცივ ხელებს ერთმანეთის გულით ვათბობდით.

ვევედრებოდით ამ წუთებს რომ არ გასულიყო,
ჩემი ცხოვრება ჩემგან შორს რომ არ წასულიყო.
ბედნიერ წამთა კვლავ უეცრად მარტოდ დამტოვა,
ჩემი სიცოცხლე წაიყანა და მიმატოვა.

გამომეღვიძა,მაგრამ გული ძალზედ მტკიოდა,
სიზმარი მორჩა,ჩემ გულში კი ისევ სციოდა.
დავხუჭე თვალი და თვალიდან ცრემლი მდიოდა
თითქოს უშენოდ გაჩერდა დრო და რ გადიოდა..."

ნანახია: 490 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
ვიცი,
აღარ გენატრება ჩემი ნახვა...
ვიცი,
უკვე დამივიწყე, ასე მალე...
ვიცი,
აღარ გამომხედავ, ისე წახვალ...
ვიცი,
უკვე მერამდენედ დამემალე...

ვიცი,
ვითომ დაივიწყე ჩემი კოცნა...
ვიცი,
როგორ დაგათენდა ჩუმად ღამე...
ვიცი,
მაინც გამიხსენებ, მაშინ როცა...
ვიცი,
როცა ჩემს წარსულთან დააღამებ...

ვიცი,
ჩემი მოფერება აღარ გათბობს...
ვიცი,
თუნდაც ერთი წამით, მაინც მელი...
ვიცი,
შენი მოფერება ახლაც მახსოვს...
ვიცი,
ისევ დამიგროვდა მე სათქმელი...

ვიცი,
განა არ ვიცოდი, ახლაც ვიცი...
ვიცი,
როგორ ეგებება დილას მთვარე....
ვიცი,
ჰოდა ვის ჭირდება ფიცი, მტკიცი
ვიცი,
ჰოდა... ისევ ისე გითვალთვალებ...

იცი?
უკვე მერამდენედ დამემალე?
იცი?
აღარ გამომხედავ, ისე წახვალ...
იცი?
უკვე დამივიწყე, ასე მალე...
ვიცი,
აღარ გენატრება ჩემი ნახვა....

ნანახია: 480 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

***********
გამოჩნდი მაგრამ მაინც ვერ გხედავ,

მე შენთან კარგო დუმილიც მიჭირს.

რამდენჯერ ჩუმად მომნატრებიხარ,

და ეს ჩემს მეტმა არავინ იცის...

ნანახია: 431 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

« 1 2 ... 83 84 85 86 87 ... 94 95 »
Website builder - uCoz