კაცმა ღმერთისაგან საჩუქრად სამი ყუთი მიიღო, იმ პირობით, რომ დედამიწამდე ჩასვლამდე არცერთს არ გახსნიდა, მაგრამ ადამიანი რის ადამიანია? დედამიწაზე მიმავალ გზაზე ცნობისმოყვარეობამ სძლია და გახსნა ერთი ყუთი, საიდანაც ბედნიერება ამოვიდა. ნახევარი გზა რომ გაიარა, კიდევ სძლია ცნობისმოყვარეობამ და მეორე ყუთი გახსნა იქიდან სიყვარული ამოვიდა და გაფრინდა. დედამიწას რომ მიაღწია, გახსნა ადამიანმა მესამე ყუთი და იმედი ამოფრინდა, და იმ წუთიდან ადამიანს მხოლოდ იმედი დარჩა. ასე რომ დავლიოთ დაკარგული ბედნიერების, დაკარგული სიყვარულის და დარჩენილი იმედის სადღეგრძელო...
ერთხელ ანგელოზი ჩამოვიდა დედამიწაზე და დაინახა ხელჩაკიდებული გოგო და ბიჭი და მას სიყვარული უწოდა, შემდეგ ისევ ჩამოვიდა ანგელოზი და დაინახა მოჩურჩულე წყვილი და მას ერთგულება უწოდა... გავიდა დრო და ისევ ჩამოვიდა ანგელოზი და ორი მიტოვებული საფლავი დაინახა, მას მარადისობა უწოდა... მოდი იმ გრძნობას გაუმარჯოს, რომელიც სიყვარულით იწყება, ერთგულებით გრძელდება და მარადისობით მთავრდება
მოდი...იმგვარს გაუმარჯოს სიყვარულს! ყივჩაღივით კარს,რომ შემოგილეწავს.... დღეს აქა ვართ,ხვალ სხვაგან მოგველიან სად არ მოსჩქეფს სიყვარულის ვნების წყარო, სიყვარული იმდენჯერვე პირველია! რამდენჯერაც შეგიძლია შეიყვარო...
ეს გაუმარჯოს იმ წლებს, იმ წამებს გულში რომ დარჩა, როგორც თქმულება და ტკივილს,ტკივილს,ტკივილს უმწარესს რომლის ბადალიც არ მეგულება. -ეს გაუმარჯოს უსიტყვო ტრფობას ენაზე თრთოლვას და უძილობას მეორე შემთხვევით გასროლილ ტყვიას და მოურჩენელ მძიმე ჭრილობას. -გრძნობას გაუმარჯოს ფიქრებში დაღლილს სიყვარულს, სიყვარულს, თუ გინდ დაკარგულს -სიყვარულს გაუმარჯოს, ფიქრებს, სიკეთეს ჩვენს გულში ფარულად, ბუდეს რომ იკეთებს -ნეტას გაუმარჯოს ყველგან დაფარულს სიყვარულს გაუმარჯოს, თუნდაც დაკარგულს -თვალებს გაუმარჯოს, თვალებს სევდიანს ერთი შეხედვით რომ ყველაფერს გეტყვიან -ეს გაუმარჯოს ცრემლიან თვალებს, უსიტყვო სევდას და უხმო ალერსს...
იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი ცხოვრების გზაც შვეულია, ვისაც არასოდეს გაუმართლდა, მაინც სიხარული შეუძლია. ვისაც იმედები პურად ყოფნის, ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია, ვისაც, სიყვარულით უარყოფილს, სხვისი სიყვარული შეუძლია.