********
მოგჩერებივარ, როგორც სანთელს და
სუნთქვასაც ვიკრავ, რომ არ გამიქრე...
შენით ჭკუიდან გადასვლა ღირს და
როგორ ვიცხოვრო, უნდა დავფიქრდე!
როგორ ვიცოცხლო ამ თვალთა იქეთ,
ამ მზერის იქეთ უკუნი ბორგავს...
ჩემს სასთუმალთან ჩამოჯდე იქნებ,
ყური მიუგდო ღამეულ ბოდვას.
და გაგონილი სახელი შენი
ტუჩს რომ მოწყდება ღამის წყვდიადში,
შენ ჯერ არ იცი მე როგორ მშველი
სულს რომ მიბრუნებ ფერთა წიაღში.
მიყვარხარ მართლა, მიყვარდი მგონი
იქედან როცა დალაგდა არე...
მოისხი მადლი, ჩემს სულთან მოდი,
დავტოვებ ღიად სარკმელს და კარებს!
წარსული დნება ფოთოლთ ცვენაში
შენ შეგიძლია დარდი დახლიჩო...
მომეცი ნება , რომ შენს მზერაში
ჩავიძირო და თავი დავიხრჩო

ნანახია: 480 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

.........
ეგერ ხეზე რომ ამოსულია,
განა სუროა, ჩემი სულია!

როცა მარტო ხარ, არ ხარ ეული,
ნაზი სიო ხომ მე ვარ გრძნეული...

როცა გეძინა, სიზმარი ნახე?!
ეს მე ვარ, სიზმრად გარდავისახე

ხედავ, იღიმი?! ღიმილიც მე ვარ,
შენს ბაგეს ვერწყმი, შენსავით ვღელავ

ცრემლი ვარ წმინდა, ტირიხარ როცა.
შენს თვალებს ვკოცნი, ბაგეზე ვცოცავ

ეს მე ვარ, კარგო! ეხლაც ვერ მიცან?!
შენს ტუჩებს ვეტრფი, შენს ღიმილს ვიცავ

შენთან ვარ ცაში, შენი ვარ მიწად...
სიყვარული ვარ! კიდევ ვერ მიცან?!

ნანახია: 478 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

..........
ქუჩას მივუყვები გულდამძიმებული,
ვიღაც მიღიმის და ვიღაც მესალმება.
მე კი ჩემს გრძნობებში აწურული,
შენი უხმო ლანდი მენატრება....
ამდენ სიამაყეს რისთვის ვთამაშობდი,
ვდარდობ და დარდზე დარდი მემატება.
მაშინ რომ შენ ალერს გავურბოდი,
დღეს შენი გაბრაზებაც მენატრება...
ჰოი რა დღეები გაფრენილან
ვნანობ და ჩემი თავი მენანება,
შენი ალერსი მენატრება...
მაინც არ გეძახი ისევ ამაყი ვარ,
წლები კი რა უაზროდ მეფანტება.
ისე დავიღალე მარტოობით
შენი მონატრებაც მენატრება

ნანახია: 399 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

................
გულს უშენობით დაღლილს დაქანცულს,
გულის კარებთან დაუკვნესია,
დიდხანს ვერ გნახავ და ვიტანჯები,
ხშირად რომ გნახო უარესია,
გაბრაზებულა ჯიუტი გული,
სულში ტკივილი ჩაუთესია,
ნუღარ მაწამებ ბრალდებულივით
უცებ მომკალი უკეთესია,
ისე საშინლად მომენატრე რომ
ფიქრები მტრედად შემომესია,
უბრალოდ მე ვწერ რასაც განვიცდი,
და ნუ იფიქრებ რომ ეს ლექსია,
არ შემიძლია მე ლექსი ვწერო,
აღიარება ჩემი წესია,
როცა უშენოდ მიწევს ცხოვრება,
არ ვარსებობდე უკეთესია.

ნანახია: 477 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

................
მითხარი რამე, თორემ მე გეტყვი, 
რა უფეროა უშენო დღე
და რა წყეული უშენო ღამე,
მითხარი რამე!
მითხარი რამე, თორემ მე გეტყვი,
როგორ ვივიწყებ შენეულ წყენას,
როგორ ვიტკიებ უშენო წამებს,
მითხარი რამე!
მითხარი რამე, თორემ მე გეტყვი,
როგორ გიცდიდი, როგორ გელოდი,
როგორ ვიცრემლე, როგორ ვეწამე,
მითხარი რამე!
მითხარი რამე, თორემ სულ მალე,
დაგავიწყდები, მითხარი რამე!

ნანახია: 474 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

******
იცი რა მიყვარს? 

ეგ სევდიანი თვალები მიყვარს,

იცი რა მიყვარს?

შენი ფიქრები,ჯერ რომ არ გითქვამს.

იცი რა მიყვარს?

ოცნება მიყვარს შენი ფერებით.

იცი რა მიყვარს?

სიტყვებით როცა მომეფერბი.

იცი რა მიყვარს?

ეგ სიყვარული შენი გულიდან.

ამას რომ გეტყვი,მერე არასდროს გნახო თუ გინდა.

რად გაგირბივარ?

ეგ რომ ვიცოდე ერთად ვიქნებით,

მაგრამ არ ვიცი რამდენის ახსნა შევძლო სიტყვებით.

ვიცი როგორ ხარ და ისიც ვიცი ჩემი ბრალია,

მინდა მიყვარდე,მეც შეგიყვარო ასე ძალიან.

ნანახია: 441 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
მომიყევი შენი ფიქრი, შენს კალთაზე დამაძინე,
შემიცურე თმაში ხელი, მონატრება ამაცილე,

დამაძინე ისე, როგორც არასოდეს მიძინია,
დამასიზმრე სხეულების და სულების იდილია.

ამისრულე მხოლოდ ჩემი უსასრულო გზის ოცნება:
გამატარე მე შენს დროში, ამიხსენი საოცრება

თუ არსებობს კიდევ სადმე, ან სამყაროს დასასრული?
თუ გამათბობს შენი ცქერა და მომანდე შენი სული.
უდაბნოში ჩემთვის ქვიშა ზღვის კენჭებად ხომ აქციე,
გაამდიდრე ცაზეც ვნება, სიზმარეთში გააქციე,

გადაფანტე გრაციული სმარაგდების სიყვარული,
გამიმრავლდი, გამიმრავლდი, მომანდომე შენთან რული.

რომ ვერავინ მიხვდეს ჩვენს ფიქრს, ყველა ისე დააბნიე
და ველური საფირებით სიყვარული დამაბნიე

ნანახია: 255 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*******
ნუ იფიცებ,
ნუ ამაყობ,
მე შენს თვალებს დაღლას ვატყობ.
და შენს ბაგეს,
გაუშლელი ვარდისფერი კვლავ რომ ადევს,
ღიმილს ვამჩნევ ნაძალადევს.
ნათლად ვხედავ,
შენს თვალებში უტყვი სევდა ახავერდდა,
ნუღარ მალავ,
აღარა გაქვს მოლოდინის ძველი ძალა
და ჩამქრალა
საბოლოოდ ის იმედი,
დღეს რომ ენთო კიდევ მკრთალად.
ნუ იცინი,
ნუ იკავებ მომდგარ ცრემლებს,
ნუღარ ცდილობ ჩემს დანდობას,
ნუ უარყოფ განშორების წინათგრძნობას.
ნუ იფიცებ, გამძლეობით ნუ ამაყობ,
მე შენს ბაგეს,
ჯერ კიდევ რომ ჩემი კოცნის ფერი ადევს,
ღიმილს ვამჩნევ ნაძალადევს.

ნანახია: 461 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

********
წამწამებზე ჩამომისხდნენ ბეღურები 
და ითხოვდნენ ჩემს თვალებში თავშესაფარს,
საღამო კი ფანჯარასთან მშვიდად თვლემდა
თან, ართავდა თითის ტარით ნაცნობ ზღაპარს.
ბუხრის სევდა, ქარს რატომღაც აგიჟებდა,
დაათრევდა თეთრ კვამლს, შლეგი,აღმა-დაღმა,
მოგონებებს ცაცხვის ჩაის გემო ქონდა,
უშენობით თოვლი თოვლსაც არა გავდა...
ჭრელ ბალიშებს უძილობა თავზე ედგა,
და მაცდური სიზმრებისგან იფარავდა,
როგორ მინდა შენც რომ იყო ბეღურა და
შენც ნატრობდე ჩემს თვალებში თავშესაფარს...

ნანახია: 461 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*******
უკვე მერამდენედ მიმატოვე,
შენ კი, გიხარია უჩემობა…
მე კი, მომაბეზერე სიმარტოვე…
მე კი, მომაბეზრე უშენობა…

შენ ხომ, ჩემი თავიც მომაბერზე…
მაინც მეზიზღება უშენობა,
ნიავს შეგავედრებ მონაბერზე…
ქუჩებს გააწამებს უჩვენობა…

შენ ხომ, ჩემი გულიც მომაბეზრე…
მაინც, შენსკენ იწევს ჩემი გული…
ისევ ბნელი ღამე მომაგებე,
გული ამიტირე დაჩაგრული…

უკვე მერამდენედ დამაობლე,
ისევ ღამეა და მეჩქარები ისევ…
მინდა მხოლოდ, შენით ვამაყობდე…
გულში ჩაგიხუტო მყისვე…
მაინც მენატრება უშენობა…
მაინც მომაბეზრე სიმარტოვე…
რატომ გიხარია უჩემობა?
გახსოვს, მერამდენედ მიმატოვე???

ნანახია: 477 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

« 1 2 ... 14 15 16 17 18 ... 94 95 »
Website builder - uCoz