გული მიყვარს შენი, მიყვარს შენი თმებიც, მიყვარს შენი სუნი, რითაც ვტკბები,ვთვრები, მიყვარს შენი წელი, შენი სარო ტანი, შენი ნაზი ხელი, ტუჩზე შენი ხალი, ეგ თითებიც მიყვარს, წარბ-წამწამთა წყებაც, ღამით შენზე ფიქრში დილა დამეწყება, დილით შენზე ფიქრში კვლავ მოვიყვან ღამეს, დავთვლი შენთან ყოფნის უსასრულო წამებს, შენი სუნთქვა მიყვარს, მაგ ტუჩების ფერიც, შენი ცრემლიც მიყვარს, ყველაფერი შენი, შენი ფიქრიც მიყვარს, მაგ თვალების დარდიც, შენი გრძნობა მიყვარს, შენი ბაღის ვარდი, შენი სული მიყვარს ნათელია მზეთა, შენი ლანდიც მიყვარს, ტანი-ოქროს კვეთა, შენი ცრემლიც მიყვარს, შენი სუნთქვის ქარიც, ყველაფერი მიყვარს, რაც კი შენი არის, ყველაფერი მიყვარს, რაც იწყება შენით, შენი სუნთქვა მიყვარს, გრძნობა მიყვარს შენი...
მინდა გითხრა, ო რამდენი რამე მინდა გიამბო, ვიცი უნდა გაგიფრთხილდე და უნდა მოგიარო. და თუ სევდამ დამამუნჯა, მონატრებამ გამრიყა, შენთან ყოფნა თუ მიშველის, ხომ მოხვალ და წამიყვან? ვიცი შენც გრძნობ ჩემს ტკივილებს, ამოხეთქილს დარდებად, ჩემი სულის გაჭირვება, შენც ხომ დაგედარდება. ო ,რამდენი რამე მრჩება, შენთვის ასე უთქმელი, შენს მადლიან თანადგომას, ჩემი სული სულ ელის... რა უსაზღვროდ მენატრები, რა უსაზღვროდ მაკლიხარ, მონატრება გამოყრილი, შენც უჩემოდ დადიხარ... აღარ ვიცი რა მოგწერო, აღარ ვიცი რა გითხრა...
ოთახში სიბნელეს სანთელი არღვევს, სიჩუმეს ფანტავს ჩუმი ფიქრები. გრძნობა, გათელილ წარსულს მახსენებს და მოგონებებს ჩუმად მივყვები. შორს, გავეპარე ჩემს სიამაყეს დიდხანს ვიარე, დიდხანს ვეძიე, ვიპოვე სადღაც უცხო სივრცეში, მარტო, სულ მარტო იჯდა კუთხეში. ხელით შევეხე, დიდხანს ვეფერე დაგუბებული ცრემლით ვიტირე, ისიც ვატირე, გულით ვატირე წარსულის გზაზე, გზად გავიყოლე. ნიავი გაჩნდა, სანთელი ჩაქრა ფიქრები გაწყდა, დარდი განახლდა, ჩემს სიამაყეს გამოვეპარე, უნდა დავბრუნდე, გათენებამდე..
ჩემს სიმარტოვეს აკვანში ვარწევ, ჩემს სიმარტოვეს ბავშვივით სძინავს, როცა შენა ხარ ჩემს სიახლოვეს, მაშინ შენს გარდა არავინ მინდა. ამდენი სევდით ნატკენი გული, მხოლოდ შენი თმის შეხებით თბება, მინდა გაგიყო, გაჩუქო სული, რომ ჩემი სითბოც შეიგრძნონ თმებმა. რამდენჯერ ღამით სიზმარში გნახე, რამდენჯერ ფიქრით მოვსულვარ შენთან, ჯერ კიდევ შენში რამდენი რამე, შეუცნობელი,საგრძნობი მრჩება. ათას ქუჩაზე მივლია მარტო, ასი ათასჯერ მიყვარხარ მითქვამს, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვიცი რატომ, ვერ მოვუძებნე შენს სახელს რითმა. მინდა გაგიყო გაჩუქო სული, მინდა ზეცაში ავფრინდეთ ერთად, რომ შენც შეიგრძნო ოცნების სული, ეს ის ზეცაა ჩვენში რომ რჩება... ერთ კოცნას ჩუმად მოვპარავ ღამეს, ერთ კოცნას მუდამ ვატარებ ჩემში, რომ თუ ოდესმე ჩაქრება მთვარე, მე ერთი კოცნა მექნება შენთვის...
შენ რომ სახელი არა გქონოდა... ჩემს მონატრებას დაგარქმევდი.... შენ იქნებოდი დიდოსტატი, ჩემს ცისფერ კოშკებს ააგებდი.... ოცნება შემომრჩა ერთი ციცქნა.. მიზანი უცვლელი სანატრელი... და როგორც ჩუმად შემომეჭერ.. ასევე ჩუმად მეყვარები.... შენ რომ სახელი არა გქონოდა... ჩემს ფოთოლცვენას დაგარქმევდი
კიდევ ტკივილი რომ არ მოგაყენო წავალ გაგშორდები ჩუმად, წავალ ცხრა მთას იქით გადავიკარგები ან დავიფერფლები სულაც მაგრამ იქნებ არ გსურს ჩემი დავიწყება იქნებ კვლავ ტკივილი გიჯობს, იქნებ მაინც გინდა ორივე ცრემლიანი სველ მოლზე ერთად ვიყოთ მაგრამ მე არ მინდა ცრემლით სიყვარული მტრედიც მოგიგზავნე მაცნედ მინდა ჩემი ხელით ცეცხლით დავაწერო ჩვენი სახელები ცაზე
გახსოვდეს მისი წვეთები ჩემი ცრემლები იქნება, რომელიც ზეციდან დაეპკურება შენს თმებს. თმებს, რომელთა მოფერება ხშირად მინატრია ... თოვლის ფიფქებსაც ნუ დაემალები , ისინი ჩემი სულის მესაიდუმლენი გახდებიან და ნაზად დაგიფიფქავენ ვაჟკაცურ მხრებს, რომელთა მოხვევაც ბევრჯერ მინატრია...მთვარეს ხშირად სეხდე, მან ზუსტად იცოდა ჩემი ფიქრები და პასუხსაც გამოიცნობს და იქნე შენი თვალებსი საიდუმლოსაც ჩაწვდეს. თვალების, რომელთა ეშმაკური შუქი მუდამ მატყვევებდა, ისე წვიმა უფრო გეტყვის სათქმელს, ფრთხილად დაგიკოცნის ლოყებს და ტუჩებს და თუ ქარი ჩაგიქროლებს ცელქად, იფიქრე ეს ჩემი უკანასკნელი სუნთქვაა, სიყვარულით გამთბარი. ყველაფერი ცემს პოეტურ სამყაროს გაგახსენებს, იმ სამყაროს სადაც შენ ვერ მოასწარი მთავარი ადგილის დაკავება... გსურდა კი?