*********
მოდი რა, წამიყვანე
წყალგაღმა გამიყვანე
ნაპირთან დამტოვე და თუ გინდა წადი...
მოდი რა, დამიყვავე
ტკივილი გამიქვავე,
ყოველთვის მიყვარდი და ყოველთვის მწამდი!
მოდი ჰო, გაგიცივდი
ფოთლებად დაგიცვივდი,
ვიქეც შემოდგომად სიყვითლე მაკრთობს...
მოდი ჰააა დაგიმძიმდი
ვერაფრით დაგიმშვიდდი,
ვიცი რაც გითხარი, დაგპირდი მახსოვს!!!
ოჰ და ვერ ვერევი
ჰო და ვერ გელევი
ეხლა სული გიხმობს უჭირს და მისთვის...
ნატვრად შეგერევი,
როცა შეგეხები,
რატომ ვერ მოდიხარ, რატომ და რისთვის?
მოდი აქ, დამატიე
ცრემლში ვერ ჩაგატიე
მოდი ჩაგეხუტო ,ჩაგეკრა მინდა,
გული აგატკიე ?
მოდი მაპატიე
ცრემლად ეს სათქმელი ვიცი რომ,ღირდა.

ნანახია: 493 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
მიდიხარ?
- მივდივარ.
- მერე რა მშვიდი ხარ...
- მე უკვე დიდი ვარ
და მშვიდად მივდივარ.
- იწვიმებს,
ჰაერი დამძიმდა.
იტირებ?
- ვიტირებ, თუ ისევ გაწვიმდა.
- ნუ წახვალ!
- შენთვის ხომ ერთია -
დღეს თუ ხვალ
ეგ ჩვენი ხვედრია
ვერა გრძნობ,
გაგვთოშა სიცივემ,
ამ შავ ფონს
ვერაფრით ვიცილებთ.
- დაბნელდა...
- რაღაცას იგონებ.
- დავლევ და
მაგიჟებს სიშორე...
მინდიხარ...
- ჰაერი დამძიმდა
- მიდიხარ?..
- ჰო, უკვე გაწვიმდა.

ნანახია: 444 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
არაფერია, მე გადავიტან გზები თუ გაიყო,

არაფერია თუ არ ვიცოდი ტკივილი რა იყო,

არაფერია თუკი ცხოვრებამ კარტი ჩაიწყო,

არაფერია! ყველაფერი ხომ არაფრით დაიწყო?!



უკვე მივდივარ, რომ გავამთელო დაშლილი გული,

უკვე მივდივარ, რომ გადავლახო გზა დიდი, რთული,

უკვე მივდივარ, რომ აღარ გახდეს ცხოვრება ნული,

უკვე მივდივარ! ამ წასვლაში დევს დღეს აზრი ბრძნული.



მე დავბრუნდები დღე რომ გავიდეს ათი, გინდ ასი,

მე დავბრუნდები, რომ ჩემს ადგილზე არ გაჩნდეს ხავსი,

მე დავბრუნდები, რადგან ცხოვრებას ვეცეკვო ვალსი,

მე დავბრუნდები! ცხოვრებამ მომცა მე ამის შანსი.

ნანახია: 479 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
სევდა... ტკივილები...
მთვარეც სევდიანი...
ღამეს შეფარვია უხმო აჩრდილები...
ისევ მენატრები, ისევ ჩემში არის...
შენი მოგონების რაღაც ნაწილები...

ღამის ნოსტალგია...
მთვარეც მარტოსული...
აღარც ვარსკვლავები მიმეტებენ...
ისევ წარსულში ხარ ჩემთვის გადასული...
ვიცი, ვერაფერი დამაიმედებენ...

თეთრი ღიმილები,
შეპარვია ღამეს...
ვხედავ მთვარე ღრუბლებს ისევ გამოექცა...
ჩემი მონატრების ვერ გითხარი რამე...
და ცა უშენობით თავზე ჩამომექცა...

მთვარე დამეკარგა...
ღამის ლაბირინთში...
გზა ვერ გავაკვლიე, და ბედს ჩემსას ვწყევლი...
და გაოგნებული მელოდიურ რიტმში...
წვიმად ეფერება მიწას ჩემი ცრემლი...

მთვარე... სევდიანი...
სევდით გალეშილი...
მთვარემ ტკივილები ისევ განმიახლა...
ღრუბელს ვეფერები შენზე დაგეშილი...
ვიცი, ყველაფერი ჩემზე იცი ახლა...

ღამე გამიგიჟდა...
მთვარეც სადღაც გაქრა...
ვხედავ, შეპარვია წარსულს მონატრება...
უკვე აღარ ვიცი სად წავიდე, რა ვქნა...
უკვე დილაა და მთვარე მენატრება

ნანახია: 431 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
სულ მენატრები...
და რაც დრო გადის მით უფრო მეტად
მანატრებს შენს თავს
შენი ღიმილი,
შენი თვალების ფარული სევდა
და შემოდგომის სისხლის ყივილი.

შენი სიცელქე ზღვარგადასული,
სველი ტუჩების ნაზი შეხება,
ვნება ფაქიზი
ჩვენი ფარული
თავდავიწყების ვერდავიწყება ...

მე მენატრები,
რადგან უკვე ერთი წამია
არ მინახიხარ
და გასულა თითქოს უკვე ასწლეულები.
მე მენატრები
და მიყვარხარ,
რადგან უკვე საუკუნეა
მე შენად, ხოლო შენ კი ჩემად რაც მეგულები.

ნანახია: 472 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

********
მიყვარხარ…ძალიან მიყვარხარ…შენი სუნი და ხმა სიგიჟემდე მიყვარს…
მიყვარხარ,როცა ჩემთან ხარ…და მაშინაც,როცა არა ხარ….
მიყვარს შენზე ფიქრი…ჩვენზე ფიქრი მიყვარს…
მიყვარს წელიწადის ყველა ის დრო,როდესაც ერთად ვიყავით…
მიყვარს ყველა ის გზა და ადგილი, სადაც ერთად გაგვივლია სიყვარულით თვალებში…
მიყვარს ხელჩაკიდებული,რომ გყავარ…და როცა ცივა შენს ჯიბეში ხელის ჩაყოფა…
მიყვარს როცა ხელებზე მკოცნი და თვალებში მიყურებ…
მიყვარს რომ გიღუტუნებ და გაწვალებ,შენ კი იცინი…
მიყვარს ჩვენი ზაფხული და მიყვარს ჩვენი პირველი შეხვედრა…
ჩვენი პირველი კოცნა დღემდე მწვავს…ძალიან მიყვარს…
მიყვარს ჩვენი პირველი ჩხუბი…და ბოლო შერიგებაც მიყვარს…
მიყვარს შენი თბილი,რაღაცნაირი ფერის თვალები…შენი აზრიანი და სევდით სავსე გამოხედვა…
მიყვარს შენი სიცილიც და სერიოზულობაც…
მიყვარს ის ბოლი,რომელსაც პირიდან უშვებ, როცა ჩუმად ეწევი და თვალმოჭუტული რაღაცაზე ფიქრობ…
მიყვარს, რომ ტკივილით მიყურებ … და მაინც ბედნიერი ხარ…
მიყვარს რომ მესიზმრები…თბილი და მოსიყვარულე…
მიყავრს რომ გესიზმრები…როგორი, ეგ შენ იცი…მთავარია,რომ ხშირად გესიზმრები…
მიყვარს შენი ოდნავი შეხება ცხვირზე, როცა ძალიან ყურადღებით უყურებ გზას…
მიყვარს შენთან ლაპარაკი…ყველაფერზე…
საშინლად მიყვარხარ…

მომენატრე…ძალიან მომენატრე დღეის მერე…დიდი ხანია არ მომფერებიხარ თმაზე…

ნანახია: 472 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

******
 მაინც... რა ჩუმად გაიარა ამ გაზაფხულმა,
ზაფხულმაც უცებ გადაიძრო მხურვალე ხიბლი,
შემოდგომაა... ყვითელ ფოთლებს სევდა ჩარჩებათ
თვალებში, როცა შენთან განცდილ წუთებს დავითვლი.

ეს ფიქრნაკრავი ისტერია ვინ დამიტოვა,
ბანალურია... შეძარცვული განცდა ვიგემე,
სოფელში მინდა... ხეივანში უსიტყვოდ წოლა,
ქარს გავყვები და ვენახებში ვიბორიალებ.

ხელებზე წენგოს ოქროსფერი ნაჟური ბრწყინავს,
შენი ხელები გამახსენდა დახუნძლულ ბაღში,
იმ უზარმაზარ კაკლის ხესთან ტირილი მინდა,
ცრემლდაფიფქული მონატრება გამიჩნდეს ხმაში.

მორღვეულ ღობეს ვაკეთებდი სიზმარში წუხელ,
გადაზნექილი სიმარტოვე ყმუოდა კართან,
შორეულ ტკივილს შემოდგომას ჩურჩულით ვუმხელ,
ამ უცნაური შეგრძნებების ტყვე რომ გამხადა.
შენი თვალები დამიწყვილდა სხეულზე მზერად,
ესკიზებისგან ძლივს ავაწყვე ძველი ნახატი,
გამაჟრიალა და მე ამის ჯერ კიდევ მჯერა
და ვიცი, უნდა მოვიხადო როგორც სახადი.

ბროწეულივით იხლიჩება სხეულში ვნება,
მწიფე მტევანი საკოცნელად ბაგეს მიღერებს,
აქ ჩემთან ერთად მსხმოიარე ვენახი თვრება,
ეს სიზმარია? თუ გავგიჟდი და დავიჯერე.

გონდაკარგული მაჭარივით ვისვრი ნაპერწკლებს
და სისხლძარღვებში ბნედასავით დავხეტიალობ,
შენივ სხეულში მე შენივე სუნთქვით დაგეძებ,
იქნებ სულიდან ექოსავით შეგეხმიანო.

იქნება ჩხაზე დაგეკიდო როგორც აკიდო,
მოტკბილო წვენმა მოადუნოს შენი კუნთები,
იქნება ჩემი ღამისთევა მინდა გაგიყო,
იქნებ წავედი, მაგრამ ვიცი რომ დავბრუნდები.

ივსება ქვევრი წვეთწვეთობით სისხლის ცრემლებით,
ნობათი ხანჯლად შემოურტყავს ხანდაზმულ მარანს,
და სევდანარევ შემოდგომას უცებ ვნებდები,
ალეწილ სახეს მის ოქროსფერ სამოსში ვმალავ.

მორღვეულ ღობეს ვაკეთებდი სიზმარში წუხელ,
და შენი სუნთქვა შევიგრძენი დაფენილ თმებთან,
შემოდგომაა... და ამ სურათს შორიდან ვუმზერ,
შორიდან ვუმზერ და რატომღაც მინდება შენთან.

მაინც... რა ჩუმად გაიარა ამ გაზაფხულმა,
ზაფხულმაც უცებ გადაიძრო მხურვალე ხიბლი,
შემოდგომაა... ყვითელ ფოთლებს სევდა ჩარჩებათ,
თვალებში, როცა შენთან განცდილ წუთებს დავითვლი..

ნანახია: 267 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
ახლა ჩამოჯდება ტოტზე სიმარტოვე, მერე ფეხაკრებით მოვა მონატრება...
ნანახია: 508 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
შენზე ფიქრით დაწყებული ყოველი დილა
ცრემლებივით წრფელია და წმინდა,
მომენატრე, მომენატრე ისე ძლიერ,
რომ ეს ლექსი დაგიწერო მინდა!
დავხუჭავ თვალებს და წარმოვიდგენ შენს ლამაზ სახეს
როგორ გიბრწყინავს ეშხით სავსე მწველი თვალები,
ამ ბრწყინვალებას კიდევ უფრო რომ ამძაფრებენ
დარაჯად მდგომი უტურფესი წარბ-წამწამები.

ნანახია: 341 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*******
გარეთ ავდარია 
წვიმს რახანია,
მგონი უკვე ყინავ
და ზამთარია.
არა, არა ყინავს,
მხოლოდ გულსა სცივა,
ნუთუ შენ არ გცივა
და გული არ გტკივა?!
წვიმს რა ხანია
და ზამთარია...
შენი გამოხედვა მომნატრებია.
წვიმის წვეთები,
ხომ ჩემი ცრემლებია.
ცა კი, ჩემო კარგო,
ჩემი თვალებია.
ეს ის თვალებია,
შენ რომ შესცქეროდი
და შენ სიყვარულს ,
რომ მხოლოდ მათ უმხელდი.
გარეთ ავდარია
წვიმს რა ხანია....
გაზაფხული მოვა....
გულს უხარია.

ნანახია: 358 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

« 1 2 ... 15 16 17 18 19 ... 94 95 »
Website builder - uCoz