*********
ტუჩთან მიკრულ სათქმელს ტუჩითვე აგაცლი ჰო... თუკი დამაცდი,
სუნთქვით მიმახვედრებ, დრომ სევდა გაფინა და ღამე გატკინა...
მსუბუქ შეხებაზეც ვგრძნობ, რომ ვერ ვერევი და გადაგერევი...
დახუჭე თვალები, ბინდისფერს გაენდე მიყვარხარ დამენდე...
მიყვარხარ დილამდე, ცამდე და ცის იქით გიცდი და დაგიცდი,
თითები თითებთან... ტუჩები ტუჩებთან...სულ შენ და სულ შენთან...
დამალულ თვალებში დამდგარა ღამე და სათქმელი გამება,
ახვეულ თვალებთან შენს სუნთქვას ვინახავ...მიყვარხარ....... ბინდისფერ ხილაბანდით აგიხვევ თვალებს და მიგიყვან ღამესთან...
ტუჩთან მიკრულ სათქმელს ტუჩითვე აგაცლი ჰო... თუკი დამაცდი,
სუნთქვით მიმახვედრებ, დრომ სევდა გაფინა და ღამე გატკინა...
მსუბუქ შეხებაზეც ვგრძნობ, რომ ვერ ვერევი და გადაგერევი...
დახუჭე თვალები, ბინდისფერს გაენდე მიყვარხარ დამენდე...
მიყვარხარ დილამდე, ცამდე და ცის იქით გიცდი და დაგიცდი,
თითები თითებთან... ტუჩები ტუჩებთან...სულ შენ და სულ შენთან...
დამალულ თვალებში დამდგარა ღამე და სათქმელი გამება,
ახვეულ თვალებთან შენს სუნთქვას ვინახავ...მიყვარხარ.......

ნანახია: 563 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

***********
შენ მოგიძღვნიდი მთელ ჩემს სცოცხლეს,
საათებს, წუთებს,წამებს...
შენ მოგიძღვნიდი გულის სიმღერას,
გულის სიმებით ნამღერს...
შენთვის დავკრეფდი ჩემო ძვირფასო,
წიტელ ეკლიან ვარდებს...
ტაძრის კედელთან მუხლმოდრეკილი
შენ დაგინთებდი სანთელს...
შენ მოგიძღვნიდი წმინდა სიყვარულს,
გულის სიღრმეში ნადებს...
შენ მოგიძღვნიდი ცრემლის ნაკადულს
წმინდა გრძნობებით სავსეს...
სიკვდილიც კი ვერ შემაშინებდა,
თავს გავწირავდი გწამდეს!
შენ დაგლოცავდი შენთვის დავლევდი,
სიკეთით სავსე ყანწებს...
შენ მოგიძღვნიდი მთელ ჩემს სიცოცხლეს,
საათებს, წუთებს, წამებს...
შენ მოგიძღვნიდი სიცოცხლის ბოლოს,
უხმოდ დაშვებულ ფარდებს..

ნანახია: 455 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
მხოლოდ ამას გთხოვ,

მოგაცილოს ვინმემ ჩემამდე,

უფლება არ მაქვს,

რომ მოვიდე თავად შენამდე,

ის არ იფიქრო,

მომენატრე, მიტომ გეძახი,

მინდა აგიხსნა,

თუ წარსულში როგორ მიყვარდი...

მერე წადი და ვისზეც გინდა,

მასზე იფიქრე,

თუ მოგენატრო,

ნურასოდეს ნუ დამიძახებ!

ვარდი, რომელსაც ყველა ეტრფის,

ყველა ადიდებს,

თუ ერთხელ დაჭკნა,

მის ღირსებას ვეღარ აღიდგენს.

ნანახია: 352 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

********
cotas davicdi,

mere waval wvimis kvaldakval...

dges tu ar ici,xval gaigeb,

roca damkargav...

chemtvis aseti civi rad xar,

rit shegashine?

shensken savali bewvis xidic

ar shemashinebs.

cotas davicdi,

sanam gava wvimis surneli...

nugar ganicdi,

patiebas shengan ar veli...

turme bolomde

yvelaferi ar shegdzlebia...

me xom mogende,

amis meti ra shemidzlia...

cotas davicdi,

mere waval wvimis kvaldakval...

nugar ganicdi,

xval xom ukve martla damkargav...

ნანახია: 522 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

**********
გითხრა რა იყო? 
არაფერი. . .
მინდა აქ იყო.
დარდი გაგიყო უშენობამ იცი რა მიყო?
სული დამძიმდა…
არაფერი აღარ მახარებს...
სევდა მაწვიმს და ცრემლი კოცნის დაღლილ წამწამებს.
ყველა შორი და . . ახლო მდგომი უფრო დუმდება.
ის ვინც მოვიდა არ მოსული უკან ბრუნდება..
გზები გაიყო...
ცა გაიღო...
გული გაიპო…...
ბნელმა ნათელი შემიცვალა და მზე წაიღო.
შველად ვეძებე შენისთანა არსად არ იყო.
უკვე სიკვდილმაც შემიყვარა გესმის რა იყო?!
ბევრი ვეძებე შენისთანა წლები გაფრინდა. . .
გული ვერავინ შემიცვალა მოდი თავიდან.

ნანახია: 485 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

**********
როგორ მენატრები, სევდად მემატები
შენ კი სხვად ქცეულხარ ვხედავ,
ფიქრში გეძებ და ჩუმად გეფერები,
მაგრამ ვერ გპოულობ ვერსად.


იცი უშენობა მე როგორ დამეტყო,
ვეღარც კი ვახერხებ ღიმილს,
ღმერთო, გევედრები სული დამიმშვიდე,
ღმერთო, ამარიდე ტკივილს...


ეხლა შენს მაგივრად ცრემლები დამამშვიდებს
გული ვერ პოულობს შვებას,
უსაზღვრო ლოდინით გადაღლილ თვალებში,
ბინა დაუდვია სევდას.

გულო დარდიანო, ეულად ქცეულო
გრძნობამ გაიხურა კარი,
იგი აღარ მოვა, იგი აღარ მოვა,
რეკავს სინანულის ზარი..

ნანახია: 498 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

**********
დამიძახე როცა ძლიერ მოგენატრო, 
როცა გინდა ფიქრი ყოვლის დავიწყების,
არ შეშინდე,დამიძახე ,უმალ მოვალ,
მოგიტევებ,მწველი ცეცხლით დავიწვები.
გევედები,ისევ მიხმე,როცა გსურდე,
თუნდ დამეწყრონ სულის ყველა ნათლის სვეტი,
არ დაფიქრდე...დავბრუნდები,რა მოხდება?!
რა მოხდება?მოსახდენი რაა მეტი?
შევრიგდებით,გაპატიე,მაპატიე,
სანამ დროა,არ ჩახერგონ ბილიკები,
არ გაიგოს არსთგამრიგეს ჩვენი წყენა
და მავანთა ავირიდოთ ქილიკები.
დამიძახე ,როცა ძლიერ მოგენატრო,
როცა გსურდეს ფიქრი ყოვლის დავიწყების,
დამიძახე,დამიძახე,ჩუმად მოვალ,
შესაწირად შენს ხატებთან დავიწვები.

ნანახია: 481 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

********
შენი სიყვარული ვეღარ ვითამაშე
და ახლა უშენოდ სიცოცხლეს ვთამაშობ..

ნანახია: 367 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
წუხელ შენზე ფიქრში დამათენდა,თავქვეშ დარდის მედო ბალიში. . .
იქნებ მოგენატრე???ოი,გამახსენდა . . . .შენ ხომ მონატრება არ იცი...

ნანახია: 464 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*******
ისე ძლიერ მენატრები მუდამ...

მე ხომ მხოლოდ,შენთან ყოფნა მსურდა,

მენატრება...შენთან ყოფნა თუნდაც

შენი ცქერა...ო რაძლიერ მსურდა,

სიცოცხლესაც კი დავთმობდი უმალ...

ოღონდ შენთან,ვყოფილიყავ წუთსაც...

არ მარგუნა ბედმა მე რაც მსურდა

სიყვარულსაც გაფრთხილება უნდა...

ჩუმად მოვალ...ჩაგჩურჩულებ თუნდაც,

მე მიყვარდი, დამიჯერე მუდამ!

ნანახია: 487 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

« 1 2 ... 12 13 14 15 16 ... 94 95 »
Website builder - uCoz