ჩემი სიყვარულით შენ არ შეგაწუხებ,ჩუმად მეყვარები ჩემთვის.რა ჩემი ბრალია შემიყვარდი უცებ ალბათ ნება იყო ღმერთის.ჩემი სიყვარულით შენ არ შეგაწუხებ ჩუმად ვიოცნებებ შენზე.შენთან ალერსსა და ლამაზ გაზაფხულზე შენი ერთხელ ნახვის დღეზე.ჩემი სიყვარულით შენ არ შეგაწუხებ ჩუმად მეყოლები დარდად.ოღონდ ვიცოდე რომ სევდა არ გაქვს გულზე ,ოღონდ შენ იყავი კარგად ....
გელოდები...რა გაუძლებს ამ უღმერთო ლოდინს... გელოდები მხოლოდ ერთს... მხოლოდ ერთხელ მოდი... განა გული მინდა გთხოვო... სიყვარული გთხოვო?! მხოლოდ ერთხელ დამენახე.. თვალს შეგავლებ მხოლოდ... მერე წადი ისე წადი რომ არ გაიხსენო შენ ვინ იყავ?! მე ვინ ვიყავ?! ან ვინ დავრჩით ბოლოს.. წადი... თვალზე ცრემლს შევიშრობ... დაგილოცავ გზა კვალს... და არავის არ ვუამბობ ამ შეწყვეტილ ზღაპარს.
დამაკლდი, როგორც ერთი წვეთი სურაში ჩარჩენილი მათრობელა სითხის ბოლომდე ვერდასალევად. დამაკლდი როგორც დილის ნამი ფეხისგულებს რომ მიწვავს თავისი სინაზით. დამაკლდი როგორც დილის ნიავი მშფოთვარე ღამის შემდეგ სულის დასაწყნარებლად. დამაკლდი როგორც მონატრება ჩემი ვერგამხელილი ფიქრების... დამაკლდი როგორც სიცოცხლე და ეკლიანი ბილიკებით მავალს შენი მონატრება დამაკლდა მომავლის ნაბიჯების გადასადგმელად. დამაკლდი და გულიდან წამოსული სიტყვები "მოდი ჩემთან" პეშვშში მოვიქციე, მინდა თვალებში ჩაგხედო და ხელისგულებში მოქცეული სიტყვებით შეგიმშრალო სევდისფერი თვალებიდან წამოსული ნიაღვარი. დამაკლდი სიყვარულო ჩემო სულ ერთი წვეთი....
იცი რა მენატრება? შენი ბაგიდან მოწყვეტილი მიყვარხარ, ნარკოტიკივით გონებას რომ დამიბინდავდა, მთელს სხეულში გაივლიდა და სისხლძარღვების გავლით გულში რჩებოდა. ახლაც ფეთქავს: მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ... და მხოლოდ მტკენენ...
შემორჩენილი კოცნის კვალიც ტუჩზე შემაშრა................